ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივნისს ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ “ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს: მესტია – 10:00-დან 18:00 სთ-მდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტების ნაწილს ბ. ხერგიანის, დ.აღმაშენებლის, ლალაიდის, აკ.გელოვანის, სეტის მოედანისა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში ლანჩვალი, ზარგაში, დიზი, ხაიში, იდლიანი, ბარჯაში და მიმდებარე სოფლებში.
Continue reading 27 ივნისს ელ. ენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზემო სვანეთის და სამეგრელოს აბონენტების ნაწილს
Category Archives: მესტიის მუნიციპალიტეტი
სოფელ ჭუბერში “ნენსკრა-ჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
21 აპრილს, ზემო სვანეთის სოფ. ჭუბერში გაიმართა “ნენსკრა-ჰესის” და სხვა ჰიდრო-ელექტრო-სადგურების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია. აქციაში მონაწილეობდნენ მოქალაქეები ზემო და ქვემო სვანეთის სხვადასხვა სოფლებიდან, მესტიიდან, ლენტეხიდან, რაჭიდან, იმერეთიდან, მთიულეთიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.
Continue reading სოფელ ჭუბერში “ნენსკრა-ჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა
22 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილს) შეუსრულდა 60-წელი, რომელიც საზეიმო წირვით აღინიშნა მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში. ამ საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნა მეუფე ილარიონის მღვდელმთავრად კურთხევიდან თხუთმეტი წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით, მეუფე ილარიონის საპატივცემლოდ სვანეთში ჩამობრძანდნენ: ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე), ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე), სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი), მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი).
Continue reading მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს 60 წელი შეუსრულდა
22 ნოემბერს მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხდება
სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ეკა ურიდიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით მეწყრული მოვლენების გამო, მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან საფრთხე შეექმნა 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.
Continue reading 22 ნოემბერს მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხდება
მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
ლატალის თემში, სოფ. მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული. აქიდან წარმოსდგება სოფლის სახელი “მაცხვარიში”
თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.
Continue reading მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
სვანეთის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”
15-სექტემბერს, მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა თემაზე “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”.
Continue reading სვანეთის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”
მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
დაიწყო მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგირო ხაზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით.
Continue reading მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
ანსამბლი “ლატალი”
ლატალის თემში ანსამბლი “ლატალი” ვაგნერ გვიჩიანის ხელმძღვანელობით ისევ ნაყოფიერად აგრძელებს მოღვაწეობას. 2016 წლის 27 ივნისს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველ ფინალურ კონცერტზე სოფლის ავთენტიკური ჯგუფების ნომინაციაში ანსამბლმა II ადგილი და პრემია 2500 ლარი მოიპოვა.
Continue reading ანსამბლი “ლატალი”
ბეჩოს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი – “გულა გაბრიელ”
ბეჩოს თემში, მწვერვალ უშბის კალთებთან ახლოს, მდებარეობს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი. ეს არის XI საუკუნის, ბაზილიკური ტიპის ტაძარი. ადგილს სადაც ეს ეკლესია მდებარეობს “გულ” ეწოდება და აქიდან გამომდინარე სვანეთში ამ ტაძარს მოიხსენიებენ როგორც “გულა გაბრიელ”.
Continue reading ბეჩოს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი – “გულა გაბრიელ”
მესტიაში სვანეთის კულტურული მემკიდრეობის შესახებ კონფერენცია გაიმართება
1 სექტემბერს, დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას სახელწოდებით “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები”- მიძღვნილი ხელოვნებათმცოდნე რუსიკო ქოჩქიანის ხსოვნისადმი.
Continue reading მესტიაში სვანეთის კულტურული მემკიდრეობის შესახებ კონფერენცია გაიმართება
ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა
28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სოფელ უშგულთან, ზაგაროს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, იკურთხა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორი გახლავთ სვანეთის მკვიდრი, თბილისში მცხოვრები ირაკლი გურჩიანი.
Continue reading ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა
ლატალის თემის მცხოვრებნი საბავშვო ბაღისთვის შენობის აშენებას ითხოვენ
ლატალის თემში საკმაოდ დიდი ხანია საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია საყრდენი ბოძი, შენობაზე შიგნიდან სოკოა მოდებული, საძირკველი დაზიანებული და დანესტიანებულია. ბაღის აღსაზრდელების მშობლების თქმით, იქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის. ამასთან დაკავშირებით მათ რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.
Continue reading ლატალის თემის მცხოვრებნი საბავშვო ბაღისთვის შენობის აშენებას ითხოვენ