All posts by გაზეთი "სვანეთი"

“…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია

25 აგვისტოს დაბა ლენტეხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
Continue reading “…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია

გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა ქვემო სვანეთის გარდა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და ცაგერი.

ქუთაისში გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:

ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პრესის ჯიხურში;
Continue reading გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

“სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო

“სვანფესტი” – სვანური ფოლკლორის ფესტივალი ქვემო სვანეთში გადაიდო 26 აგვისტოსათვის. ამის მიზეზი სოფ. შკედში მოზარდის დაღუპვა გახდა, რადგან დასაფლავება 25 აგვისტოს დაემთხვა. ცვლილებაა ფესტივალის განრიგშიც.
Continue reading “სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო

კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)

კითხვა: რა როლი აკისრია საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში?
Continue reading კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)

საარჩევნო უბნების კომისიის წევრობის მსურველთა განცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

დღეს, 17 აგვისტოს 18:00 სთ-ზე მთავრდება განაცხადების მიღება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ვაკანსიებზე. ქვემო სვანეთში 23 საარჩევნო უბანია, ხოლო ზემო სვანეთში – 40. თითოეულ უბანზე 6 ვაკანსია არის გამოცხადებული.

Continue reading საარჩევნო უბნების კომისიის წევრობის მსურველთა განცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !

ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა: Continue reading ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !

“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის,  უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.
Continue reading “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?

სვანეთში უძველესი დროიდან აღინიშნებოდა კოხინჯრობა, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი დღესაც ზეიმობს. წინაპრების გადმოცემით, კოხინჯრობის რიტუალის ჩატარებით მოსახლეობა ძლიერ სეტყვას, ე.წ. კოხს გადაურჩება და მისი შრომაც დაფასდება – მოსავალი არ განადგურდება. ადგილობრივი მკვიდრების  ნაწილი თვლის, რომ წინაპრების მიერ დანატოვარი ამ რიტუალის შესრულებით, დღესაც შესაძლებელია მოსავლის გადარჩენა სტიქიური უბედურებისგან. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის ცრურწმენა და ლოცვა ამინდის მოსაყვანად მხოლოდ ეკლესიაშია მიღებული. “svanetiinfo.ge” საეკლესიო პირების აზრითაც დაინტერესდა.

Continue reading კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?

დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება

დღეს, საღამოს 8 საათზე ცაგერში მწვანე თეატრში  “მწვანე ფესტივალი” იწყება, რომელიც უწყვეტად 2 დღე-ღამე გაგრძელდება, ხოლო  ცაგერი შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეებში გადაინაცვლებს.
Continue reading დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება

იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?

ქვემო სვანეთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდრო-ელექტროსადგურების  მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ ინფორმაციამ შეაშფოთა.
Continue reading იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?

სოფელ ბაბილში მეწყერი ჩამოწვა – ჩოლურისკენ და ლაშხეთისკენ მიმავავალი გზა ჩაკეტილია

ამ დილით, დაახლოებით 5-6 საათზე, ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილში, ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მუცხულდაშის ღელესთან ე.წ. “ბაბილის მეწყერი” ჩამოწვა, რის შედეგადაც გზა ჩაიკეტა.

Continue reading სოფელ ბაბილში მეწყერი ჩამოწვა – ჩოლურისკენ და ლაშხეთისკენ მიმავავალი გზა ჩაკეტილია

ჩიხარეშის ბიბლიოთეკა ახალი წიგნების მოლოდინშია

წიგნი იყო, არის და  მომავალშიც იქნება განვითარების და განათლების ერთ-ერთი მთავარი საშუალება, მაგრამ წიგნი მკითხველისთვის რომ იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებელია წიგნსაცავი ანუ ბიბლიოთეკა. სოფელ ჩიხარეშში ათეულობით წლებს ითვლის ბიბლიოთეკა, რომელსაც შეუძლია მკითხველს მიაწოდოს ყველა ჟანრის წიგნი, მაგრამ ამჟამად მას პრობლემებიც ბლომად აქვს.

Continue reading ჩიხარეშის ბიბლიოთეკა ახალი წიგნების მოლოდინშია