Category Archives: მესტიის მუნიციპალიტეტი

სვანეთის მუზეუმი ლევან მინდიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი დაბა მესტიაში მასპინძლობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით “აქ”, რომელიც  10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
Continue reading სვანეთის მუზეუმი ლევან მინდიაშვილის გამოფენას მასპინძლობს

სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა

დაბა მესტიაში მდებარე სვანეთის ახალი მუზეუმის შექმნის ისტორია თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილია. დღეს სვანეთის მუზეუმი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოდელი, მთელი საქართველოს სიამაყეა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს, აწ გარდაცვლილს, ქალბატონ რუსიკო ქოჩქიანს.
Continue reading სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა

მესტიაში ნორვეგიელი ტურისტი დაიღუპა

გუშინ, 22 აგვისტოს, დაბა მესტიაში, “ჭალაადში” დაიღუპა ნორვეგიელი მოქალაქე, მას კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა თავზე და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მესტიის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა უცხოელი ტურისტი უკვე გარდაცვლილი იყო.
Continue reading მესტიაში ნორვეგიელი ტურისტი დაიღუპა

სოფ. ფარის სკოლის პედაგოგი საუკეთესოთა ათეულშია

მიმდინარეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანია და შესარჩევი კონკურსი.  კონკურსში  114 აპლიკანტი მონაწილეობდა, მათგან 10 საუკეთესო შეირჩა, რომელთა შორის არის სვანეთის მკვიდრი, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა წულუკიძე.
Continue reading სოფ. ფარის სკოლის პედაგოგი საუკეთესოთა ათეულშია

ეცერის თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

წლების განმავლობაში ეცერის თემის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა საბავშვო ბაღით სარგებლობის საშუალება, რადგან არსებული ბაღი მდებარეობდა ძირითადი უბნებისთვის ძნელად მისაწვდომ ადგილას.
Continue reading ეცერის თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფლისთვის ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ 11:00-დან 17:00 საათამდე 16 აბონენტს ზემო სვანეთის სოფლებში: ზარდლაში, ჟიბიანი, არცხელი და მიმდებარე სოფლებში.
Continue reading ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფლისთვის ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

ალექსანდრე ჯეჯელავა ზემო სვანეთს სტუმრობდა

14 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა და პედაგოგებთან შეხვედრა გამართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მას თან ახლდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
Continue reading ალექსანდრე ჯეჯელავა ზემო სვანეთს სტუმრობდა

კოლხური ბზის პატარა მცველები

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი”-ს (CENN) მიერ გამოცხადებულ კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში.
Continue reading კოლხური ბზის პატარა მცველები

ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

16 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზემო სვანეთის 149 აბონენტს სოფლებში ხაიში, ზარდლაში, იდლიანი და მიმდებარე სოფლებში – 09:00დან 12:00 საათამდე. ელ. ენერგიის დროებითი გამორთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
Continue reading ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

ხანძარი მესტიის ტყეში

12 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ლცლაშის” ტყეს ცეცხლი წაეკიდა, შსს სამსახურმა ოპერატიულად გამოიძახა ვეტმფრენი, რადგან სხვა ტექნიკით აღნიშნულ ადგილამდე მისვლა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება.
Continue reading ხანძარი მესტიის ტყეში

ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა

სოფელ ფარში, მესტიის მუნიციპალიტეტში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური საწარმო “მზეკო” გაიხსნა.
საწარმოს დამფუძნებლები არიან ეკა წულუკიძე და მზია გვარმიანი. ამ სოციალურ საწარმოში  ქალები არიან დასაქმებული და ის ს.ს.ი.პ. “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭრით შეიქმნა.
Continue reading ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა

27-ივლისს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ეროვნული ტურის ფარგლებში ვიზიტით ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.
Continue reading გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა