Category Archives: ახალგაზრდობა

თორნიკე გვიჭიანმა და ავთო მუკბანიანმა საქართველოს ღია პირველობა მოიგეს

3 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ღია პირველობა სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდა სამბისტებს შორის თორნიკე გვიჭიანმა (74 კგ-მდე) და ავთო მუკბანიანმა (54 კგ-მდე) პირველი ადგილები მოიპოვეს და აპრილის შუა რიცხვებში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც კვიპროსში გაიმართება. აღნიშნული მოჭიდავეები თბილისის სახელით გამოვიდნენ, რის მიზეზადაც ჩვენთან საუბარში თორნიკე გვიჭიანმა, დიდი გულისტკივილით, ლენტეხელი სპორტსმენების მიმართ “ხელმწიფებათა” უყურადღებობა დაასახელა.
Continue reading თორნიკე გვიჭიანმა და ავთო მუკბანიანმა საქართველოს ღია პირველობა მოიგეს

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მიმდინარე წლის 2 მარტს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ევროპის ღია პირველობა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, რომელზეც ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 57კგ-მდე წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ეს ეთერის პირველი წარმატებაა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, აქამდე ის მხოლოდ ახალგაზრდებს და იუნიორებს შორის ასპარეზობდა.  მან ფინალამდე ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა: Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

29 ნოემბერს გაიმართება ღონისძიება “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”

29 ნოემბერს, 13:00 საათზე, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ქვემო სვანეთის საჯარო და საბაზო სკოლების მოსწავლეები.
Continue reading 29 ნოემბერს გაიმართება ღონისძიება “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”

ქვემო სვანეთში და ლეჩხუმში “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქციები ისევ გრძელდება

ამ დროისათვის დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი მობილიზებული არიან ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებულ სასტუმროსთან, რომელშიც თურქეთიდან ჩამოსული მშენებლები იმყოფებიან. აქციის მონაწილენი ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებენ მშენებლებს დატოვონ სვანეთი.
Continue reading ქვემო სვანეთში და ლეჩხუმში “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქციები ისევ გრძელდება

დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

დაბა ლენტეხში დღეს ისევ გაგრძელდა “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები. მოსახლეობა შეიკრიბა ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებულ სასტუმროსთან და იქ განთავსებულ თურქეთიდან ჩამოსულ მშენებლებს სვანეთის დატოვებისკენ მოუწოდა:
Continue reading დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში დაწყებული საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

გუშინ, 25 ივლისს, დაბა ლენტეხში ისევ გაიმართა “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქცია. პარალელურად, ლეჩხუმში, სოფ. ბარდნალაში დაბანაკებულ სამშენებლო ტექნიკასთან უკვე მე-6 დღეა გრძელდება შიმშილობა. ქვემო სვანეთში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და დღესაც იგეგმება აქცია დაბა ლენტეხში. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ ზემო სვანეთის და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მაცხოვრებელნიც.
Continue reading გუშინ დაბა ლენტეხში დაწყებული საპროტესტო აქცია მთელი ღამე გაგრძელდა

ლენტეხში მეკლდეურობაში საქართველოს ახალგაზრდული პირველობა გაიმართა

21-23 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სპორტ-დარბაზის ღია კედელზე გაიმართა მეკლდეურობაში ღია ახალგაზრდული პირველობა სამ ასაკობრივ კატეგორიაში: 2000-2001; 2002-2003; 2004-2005. შეჯიბრი გაიმართა რთულ და სწრაფ ცოცვაში.
Continue reading ლენტეხში მეკლდეურობაში საქართველოს ახალგაზრდული პირველობა გაიმართა

გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს

 

16-17 ივნისს ილიკო გაბლიანის სახელობის მულახის სპორტულ ცენტრში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის ნესტორ ხერგიანის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში. Continue reading გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს

ლენტეხში მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

ხვალ, 21 ივნისს 11 საათზე დაბა ლენტეხში კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებულ ხელოვნურ კედელზე სტარტს აიღებს საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში.
Continue reading ლენტეხში მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

ამბროლაურში “მოხალისეობის ფორუმი“ გაიმართა

8 ივნისს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი “აფხაზინტერკონტი’’–ს (AIC) ორგანიზებითა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში – ქ. ამბროლაურში გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის “მოხალისეობის ფორუმი“, რომელსაც  დაესწრნენ რეგიონის ორგანიზაციების, მედიის, საინფორმაციო სამსახურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სექტორისა და თვითმმართველობის წამომადგენლები.
Continue reading ამბროლაურში “მოხალისეობის ფორუმი“ გაიმართა

ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო

დღეს, 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მან დეკემბერში უფრო მაღალი დონის ტურნირი – მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო 10-11 თებერვალს პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დღეს, 23 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გრანდ სლემზე ძიუდოში 24 წლის ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულთან – იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა ნახევარფინალში.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა