ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა: Continue reading ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !
All posts by გაზეთი "სვანეთი"
“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში
1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის, უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.
Continue reading “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში
კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?
სვანეთში უძველესი დროიდან აღინიშნებოდა კოხინჯრობა, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი დღესაც ზეიმობს. წინაპრების გადმოცემით, კოხინჯრობის რიტუალის ჩატარებით მოსახლეობა ძლიერ სეტყვას, ე.წ. კოხს გადაურჩება და მისი შრომაც დაფასდება – მოსავალი არ განადგურდება. ადგილობრივი მკვიდრების ნაწილი თვლის, რომ წინაპრების მიერ დანატოვარი ამ რიტუალის შესრულებით, დღესაც შესაძლებელია მოსავლის გადარჩენა სტიქიური უბედურებისგან. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს არის ცრურწმენა და ლოცვა ამინდის მოსაყვანად მხოლოდ ეკლესიაშია მიღებული. “svanetiinfo.ge” საეკლესიო პირების აზრითაც დაინტერესდა.
Continue reading კოხინჯრობა – საეკლესიო თუ საერო დღესასწაული ?
დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება
დღეს, საღამოს 8 საათზე ცაგერში მწვანე თეატრში “მწვანე ფესტივალი” იწყება, რომელიც უწყვეტად 2 დღე-ღამე გაგრძელდება, ხოლო ცაგერი შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეებში გადაინაცვლებს.
Continue reading დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება
იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?
ქვემო სვანეთის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰიდრო-ელექტროსადგურების მოსალოდნელი მშენებლობების შესახებ ინფორმაციამ შეაშფოთა.
Continue reading იგეგმება თუ არა გიგანტური ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა ქვემო სვანეთში?
სოფელ ბაბილში მეწყერი ჩამოწვა – ჩოლურისკენ და ლაშხეთისკენ მიმავავალი გზა ჩაკეტილია
ამ დილით, დაახლოებით 5-6 საათზე, ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბილში, ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი საავტომობილო გზის 92-ე კილომეტრზე მუცხულდაშის ღელესთან ე.წ. “ბაბილის მეწყერი” ჩამოწვა, რის შედეგადაც გზა ჩაიკეტა.
Continue reading სოფელ ბაბილში მეწყერი ჩამოწვა – ჩოლურისკენ და ლაშხეთისკენ მიმავავალი გზა ჩაკეტილია
ჩიხარეშის ბიბლიოთეკა ახალი წიგნების მოლოდინშია
წიგნი იყო, არის და მომავალშიც იქნება განვითარების და განათლების ერთ-ერთი მთავარი საშუალება, მაგრამ წიგნი მკითხველისთვის რომ იყოს ხელმისაწვდომი, აუცილებელია წიგნსაცავი ანუ ბიბლიოთეკა. სოფელ ჩიხარეშში ათეულობით წლებს ითვლის ბიბლიოთეკა, რომელსაც შეუძლია მკითხველს მიაწოდოს ყველა ჟანრის წიგნი, მაგრამ ამჟამად მას პრობლემებიც ბლომად აქვს.
Continue reading ჩიხარეშის ბიბლიოთეკა ახალი წიგნების მოლოდინშია
იურიდიული კონსულტაცია დისკრიმინაციის შესახებ (R)
კითხვა: რა არის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი და მოქმედების სფერო?
პასუხი: 2014 წლის 02 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 07 მაისს.
Continue reading იურიდიული კონსულტაცია დისკრიმინაციის შესახებ (R)
15 ივლისს ლენტეხში აუქციონი ტარდება
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული პაზის მარკის ავტობუსების პრივატიზების მიზნით 2016 წლის 15 ივლისს ტარდება აუქციონი 20%-იანი ფასდაკლებით. Continue reading 15 ივლისს ლენტეხში აუქციონი ტარდება
ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა
წუხელ ძლიერმა ქარიშხალმა სოფ.ჩიხარეშის საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ხე წააქცია, რომელიც სკოლას დაეცა და ძლიერად დააზიანა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლაშხეთის უმეტეს სოფლებს. სტიქიის ზონაში ლენტეხის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ზარალი დაითვალეს.
Continue reading ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა
წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა
წუხელ დაბა ლენტეხში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც მოსახლეობას, ასევე ლენტეხში მდებარე სხვადასხვა შემობა-ნაგებობებს. სტიქიის შედეგად წმ. გიორგის სახელობის მონასტრის ერთ-ერთი შენობის ფრონტონი დაზიანდა. ნაწილობრივ ჩაიმტვრა მეზობლად მდებარე შენობის სახურავი, ასევე, ლენტეხში მაცხოვრებელი ხუტა ფურელიანის სახლის სახურავი. ქარიშხლის შედეგად მდ. ხელედურაზე მდებარე ხიდზე ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევამ ხიდის რკინის მოაჯირი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის შედეგად წაიქცა შური ბენდელიანის მემორიალური ქვა. არანაკლები ზიანი მიადგა გარემოს. ათეულობით ხე არის წაქცეული.
Continue reading წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა
უფასო ტრენინგებზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაბა ლენტეხში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას.
Continue reading უფასო ტრენინგებზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება