Category Archives: სიახლე

კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს

მერობის კანდიდატების მიერ მოწოდებული ბიოგრაფიები ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ. ახლა კი შევეცადეთ  თანაბარ პირობებში წარმოგვეჩინა კანდიდატების მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემის შესახებ. ამ მიზნით ჩვენ ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ მერობის კანდიდატებს რომან (მურმან) მუკბანიანს, მურმან ტვილდიანს, ბადრი ლიპარტელიანს. სამივე კანდიდატი დაგვთანხმდა ვიდეო-ჩაწერაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. საწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ისევ ვერ მოვახერხეთ მერობის მეოთხე კანდიდატთან ჯაბა სარალიძესთან დაკავშირება.
Continue reading კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს

მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა თავისი კანდიდატი. გთავაზობთ 3 მათგანის ბიოგრაფიებს, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. რაც შეეხება მეოთხე კანდიდატს, ჯერჯერობით მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ მოუწოდებიათ.

 

Continue reading მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში

ლევან გუგავა მსოფლიოს ჩემპიონია

დღეს, 16 ოქტომბერს, სერბეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკ სამბისტებს შორის, რომელზეც ლევან მაიზერის ძე გუგავამ პირველი ადგილი დაიკავა.
Continue reading ლევან გუგავა მსოფლიოს ჩემპიონია

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

3 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში. ვარლამ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილი. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Continue reading მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

ლატალის თემში, სოფ. მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული. აქიდან წარმოსდგება სოფლის სახელი “მაცხვარიში”
თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.
Continue reading მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი

ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე

“ქრისტეე კვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია.
Continue reading ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე

სვანეთის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”

15-სექტემბერს, მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა თემაზე “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”.
Continue reading სვანეთის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”

მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო

დაიწყო მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგირო ხაზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით.
Continue reading მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო

ანსამბლი “ლატალი”

ლატალის თემში ანსამბლი “ლატალი” ვაგნერ გვიჩიანის ხელმძღვანელობით ისევ ნაყოფიერად აგრძელებს მოღვაწეობას. 2016 წლის 27 ივნისს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველ ფინალურ კონცერტზე სოფლის ავთენტიკური ჯგუფების ნომინაციაში ანსამბლმა II ადგილი და პრემია 2500 ლარი მოიპოვა.
Continue reading ანსამბლი “ლატალი”

სპორტული სექციების მდგომარეობა ქვემო სვანეთში – ინტერვიუ ქეთევან ფიცხელაურთან

ჩვენ დავინტერესდით ქვემო სვანეთში სხვადასხვა სპორტის სახეობების მდგომარეობით და ტელეფონის საშუალებით მივმართეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განყოფილების უფროსს ქეთევან ფიცხელაურს:
Continue reading სპორტული სექციების მდგომარეობა ქვემო სვანეთში – ინტერვიუ ქეთევან ფიცხელაურთან

ბეჩოს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი – “გულა გაბრიელ”

ბეჩოს თემში, მწვერვალ უშბის კალთებთან ახლოს, მდებარეობს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი. ეს არის XI საუკუნის, ბაზილიკური ტიპის ტაძარი. ადგილს სადაც ეს ეკლესია მდებარეობს “გულ” ეწოდება და აქიდან გამომდინარე სვანეთში ამ ტაძარს მოიხსენიებენ როგორც “გულა გაბრიელ”.
Continue reading ბეჩოს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი – “გულა გაბრიელ”

ლევან გუგავამ ბარათაშვილის ტურნირი მოიგო და მსოფლიოსთვის ემზადება

27 აგვისტოს ხაშურში გაიმართა ევროპის ჩემპიონის – გელა ბარათაშვილის სახელობის ტურნირი 1999-2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკ სამბისტთა შორის. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების მოჭიდავემ ლევან მაიზერის ძე გუგავამ 70 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი 12-16 ოქტომბერს სერბეთის ქალაქ ნოვისადში გაიმართება.
Continue reading ლევან გუგავამ ბარათაშვილის ტურნირი მოიგო და მსოფლიოსთვის ემზადება