გუშინ, 22 ივნისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ ევროპულ თამაშებზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოში 60კგ-მდე წონით კატეგორიაში. ევროპულ თამაშებზე მიმდინარე ძიუდოისტთა შეჯიბრი პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებს და ლუხუმმა თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოიგო.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონია
Category Archives: ძიუდო
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასის ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 57კგ. წონით კატეგორიაში. საქართველოდან შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო 70კგ-მდე წონით კატეგორიაში.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში
2 მარტს მადრიდში გამართულ შეჯიბრზე ახალგაზრდებს შორის 19 წლის ილია ვალერის ძე ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონი გახდა ძიუდოში 90კგ. წონით კატეგორიაში.
ილია ვალერის ძე ხაბულიანი დაიბადა 1999 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. მისი მშობლები ქვემო სვანეთის ჩოლურის თემიდან არიან: მამა – სოფ. ფანაგიდან, დედა ხათუნა ქურდიანი – სოფ. ლეუშერიდან. მათ 1998 წელს საქართველოში შექმნეს ოჯახი და ესპანეთში 1999 წელს გადასახლდნენ.
Continue reading ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მიმდინარე წლის 2 მარტს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ევროპის ღია პირველობა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, რომელზეც ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 57კგ-მდე წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ეს ეთერის პირველი წარმატებაა სრულწლოვან ძიუდოისტებს შორის, აქამდე ის მხოლოდ ახალგაზრდებს და იუნიორებს შორის ასპარეზობდა. მან ფინალამდე ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით დაამარცხა: Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი
გუშინ, 22 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გრანდ-სლემის ტურნირზე ძიუდოში ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის ნახევარ-ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა, რომელმაც თავის მხრივ ვერცხლის მედალი მოიპოვა. Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ-სლემზე მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი
ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ-სლემი მესამედ მოიგო
დღეს, 10 თებერვალს, ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტულ კარიერაში მესამედ პარიზის გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში. მან ფინალში იაპონელი ძიუდოისტი, 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი აარონ ვოლფი (Aaron WOLF) დაძაბულ ორთაბრძოლაში (ვაზარით) დაამარცხა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრანდ-სლემი მესამედ მოიგო
ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო
ვარლამ ლიპარტელიანი არის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი ჭიდაობა ძიუდოში(2016), მას 6-ჯერ აქვს მოპოვებული საპრიზო ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატებზე (2021, 2018, 2017, 2015, 2014, 2013), 3-ჯერ ვერცხლის და 3-ჯერ ბრინჯაო, მასტერსის ტურნირებზე მოპოვებული აქვს 3 ოქროს (2021, 2018, 2017) და 2 ბრინჯაოს მედალი (2019, 2013), გრანდ-სლემის Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო
ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო
დღეს, 18 ნოემბერს, ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანი გრან პრის ტურნირზე ასპარეზობს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, 100კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე – https://live.ijf.org/gp_ned2018/overview Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
2 ნოემბერს, უნგრეთის ქალაქ გიორში გამართულ ევროპის ჩემპინატზე 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტებს შორის, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ეთერიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა რუმინეთში, აგვისტოში გამართულ ევროპის თასზე იუნიორებს შორის.
უნგრეთში საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 81კგ-მდე წონითი კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი ასპარეზობდა და ორივე ფინალში გავიდა. Continue reading ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
გუშინ, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა:
2013წ. – ვერცხლი (-90კგ),
2014წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2015წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2017წ. – ვერცხლი (-100კგ),
2018წ. – ვერცხლი (-100კგ).
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს
16-17 ივნისს ილიკო გაბლიანის სახელობის მულახის სპორტულ ცენტრში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის ნესტორ ხერგიანის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში. Continue reading გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს
ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო
დღეს, 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მან დეკემბერში უფრო მაღალი დონის ტურნირი – მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო 10-11 თებერვალს პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო