22-ივნისს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით, მესტიას ეწვიენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: თამაზ საგინაძე (ტენორი), ნინო ჩაჩუა (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო სოპრანო), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), ნონა ბერაძე (სოპრანო), ნანა ბერაძე (მეცო სოპრანო), ასევე მომღერლები მიხეილ ყავლაშვილი, ნინო ბაშარული და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი “ვირტუოზი”.
Continue reading მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
Category Archives: რელიგია
მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ
10 ივნისს თბილისში, საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალური ეტაპი, რომელშიც მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა “ოსანა”-მ გაიმარჯვა და საჩუქრად ისრაელის ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. Continue reading მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ
მეუფე ილარიონმა ამაღლების სადღესასწაულო წირვა ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა
25 მაისს, მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა
საზეიმო წირვა ლატალის X-XI სს. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.
მოგეხსენებათ, რომ დღესასწაულის სახელობის ტაძარში აღვლენილ წირვას განსაკუთრებით დიდი მადლი ახლავს და ლატალელებისათვის ეს ორმაგი ზეიმი იყო, როგორც უფლის ამაღლების დღესასწაულის სიხარული, აგრეთვე მეუფის აღვლენილი წირვის მადლი.
წირვის შემდეგ მეუფე ილარიონმა შემდეგი ქადაგებით მიმართა მრევლს:
Continue reading მეუფე ილარიონმა ამაღლების სადღესასწაულო წირვა ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა
ირაკლი ონიანი დიაკვნად ეკურთხა
გუშინ, 25 მაისს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მაცხოვრის ამაღლების სადღესასწაულო წირვის შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი)
დიაკვნად აკურთხა ირაკლი ონიანი. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი გიორგის (ონიანი) დიაკვნად კურთხევის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ამის შემდეგ ირაკლი ონიანი ერთადერთია ქვემო სვანეთის მაცხოვრებლებს შორის, რომელიც სასულიერო პირი გახდა.
Continue reading ირაკლი ონიანი დიაკვნად ეკურთხა
ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქვემო სვანეთიდანაც შეუერთდნენ
17 მაისს თბილისში გამართულ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მსვლელობას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით ლენტეხის მრევლიც შეუერთდა.
Continue reading ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქვემო სვანეთიდანაც შეუერთდნენ
უშგულში თამარობა იზეიმეს
14-მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს უშგულის ლამარიის X-XI საუკუნის მონასტერში არსებულ თამარ მეფის სახელობის ტაძარში მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა
იონამ (გელაშვილი) მონასტრის წევრებთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
Continue reading უშგულში თამარობა იზეიმეს
მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა
6 მაისს, გიორგობას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) სტუმრობდა. მეუფე იოანემ და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინეს.
მეუფე იოანეს აგრეთვე ახლდნენ სტუმრები ბელგიიდან: მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ბელგიაში დეკანოზი ლეონიდე (გრილიხესი) და დეკანოზ ლეონიდეს მიერ მართლმადიდებლობაზე მოქცეული და მონათლული ჩვიდმეტი ბელგიელი.
Continue reading მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა
მოსწავლეებმა თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოილოცეს
2 მაისს ლატალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებთან ერთად, მოვილოცე თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დაესუფთავებინათ ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. თანღილს ზაფხულობით ბევრი მომლოცველი თუ ტურისტი სტუმრობს და ეს ინიციატივა მეტად საჭირო აღმოჩნდა იქ ჩატარებული ხალხური დღესასწაულის შემდეგ.
Continue reading მოსწავლეებმა თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოილოცეს
სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს
27 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ხორნაბუჯში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური შეხვედრა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი” შეხვდა ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს. შეხვედრა გუნდი “კიდობანი”-ს სასარგებლოდ დამთავრდა (ანგარიშით 18-16).
Continue reading სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს
სკალდის მონასტერში “სტაროსტები” ვეღარ ბოგინობენ
ქვემო სვანეთში, სოფელ ფაყიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, სკალდის მთაზე, ზღვის დონიდან 2210 მეტრზე მდებარეობს მთავარანგელოზების სახელობის ტაძარი. ეს ტაძარი სვანეთში და არა მარტო სვანეთში ოდითგანვე ძლევამოსილ სალოცავად ითვლება. ათწლეულების მანძილზე ამ ტაძრის გასაღები ე.წ. “სტაროსტებს” ეპყრათ ხელთ, მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა.
Continue reading სკალდის მონასტერში “სტაროსტები” ვეღარ ბოგინობენ
მესტიაში ტურისტი ქრისტიანად მოინათლა
17 აპრილს, უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ქალბატონი, რომელიც ამჟამად მესტიის წმ. ელია თეზბიტელის სახელობის დედათა მონასტერში ცხოვრობს, გაქრისტიანდა.
Continue reading მესტიაში ტურისტი ქრისტიანად მოინათლა
ხვალ ლენტეხისა და ჩოლურის სოფლებში აღდგომის ხატს მიაბრძანებენ
აღდგომის დღესასწაულზე და ბრწყინვალე შვიდეულში ( 16 აპრილიდან 23 აპრილამდე) ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ეპარქიის მღვდლები და მრევლი ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავენ ეპარქიის თითქმის ყველა სოფელს, მიაბრძანებენ აღდგომის ხატს და აღავლენენ პარაკლისებს. ზოგან ჩატარდება წირვაც. ეს ტრადიცია უკვე რამდენიმე წელია რაც დამკვიდრდა.
Continue reading ხვალ ლენტეხისა და ჩოლურის სოფლებში აღდგომის ხატს მიაბრძანებენ