მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი”-ს (CENN) მიერ გამოცხადებულ კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში.
Continue reading კოლხური ბზის პატარა მცველები
Category Archives: განათლება
ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
სოფელ ფარში, მესტიის მუნიციპალიტეტში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური საწარმო “მზეკო” გაიხსნა.
საწარმოს დამფუძნებლები არიან ეკა წულუკიძე და მზია გვარმიანი. ამ სოციალურ საწარმოში ქალები არიან დასაქმებული და ის ს.ს.ი.პ. “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭრით შეიქმნა.
Continue reading ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა
27-ივლისს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ეროვნული ტურის ფარგლებში ვიზიტით ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.
Continue reading გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა
ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
29-30 ივლისს ინტელექტუალურ კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საპრიზო ადგილებზე გასულმა გუნდებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად იმოგზაურეს იმერეთში. მათ შორის იყო ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი” და სოფელ ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი”. Continue reading ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში
30 ივნისისს და 1 ივლისს დაბა ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა სწრაფ და რთულ ცოცვაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1998-1999, 2000-2001 და 2002-2003 წწ.).ასევე ჩატარდა გუნდური ესტაფეტა ჯოკია გუგავას სახელობის თასზე სწრაფ ცოცვაში, ხოლო 2 ივლისს – ლერი მიქელაძის სახელობის თასის გათამაშება ინდივიდუალურ ცოცვაში ასაკის შეუზღუდავად.
Continue reading ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში
ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებულია
24 ივნისს ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებული გახდა. იგი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაილაშის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. ამ გამარჯვებას წინ უძღოდა შიდა სასკოლო შეჯიბრი და ქალაქ ცაგერში 2016 წლის 30 სექტემბერს გამართული ნახევარფინალი, სადაც მან ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
Continue reading ვახტანგ ჩაჩხიანი ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს გამარჯვებულია
ზემო სვანეთში კონკურსი “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა
17 ივნისს მესტიაში ჩატარდა კონკურსის ნორჩი მათემატიკოსის დასკვნითი, III ტური. მასში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომელთაც შემოდგომაზე და გაზაფხულზე ჩატარებული II ტური წარმატებით გადალახეს. ასეთი სულ 100 მონაწილე იყო. III ტურშიც იგივე პირობა იყო, რაც წინა ტურებში: წარამატებულად ჩაითვალა ყველა, ვინც 60%-იანი ზღვარი გადალახა.
Continue reading ზემო სვანეთში კონკურსი “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა
ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
17 ივნისს მესტიაში გაიმართა ფესტივალი გამოფენა “საქართველოს მთებში”, რომელშიც ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ლენტეხის სამხატვრო სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა ნამუშევრები გრაფიკაში, გობელენში, თექაში – სვანეთის და თავისუფალ თემაზე.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში არსებული მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის “რტო“-ს წევრებმა 2016-2017 სასწავლო წელს განახორციელეს პროექტი სახელწოდებით “სკოლა ჩვენი სიამაყეა”, რომლის მიზანი იყო ჩოლურის საჯარო სკოლას ჰქონოდა მუდმივი სასმელი წყალი. Continue reading ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს
მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ
10 ივნისს თბილისში, საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალური ეტაპი, რომელშიც მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა “ოსანა”-მ გაიმარჯვა და საჩუქრად ისრაელის ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. Continue reading მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ
ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
9 ივნისს ჭიათურაში მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Continue reading ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მესტიაში მოსწავლეებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების შესახებ კონკურსი ჩატარდა
10-ივნისს, მესტიის II საჯარო სკოლაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პირველად პრევენციაზე მიმართული კონკურსი ჩაატარეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის. კონკურსში I ადგილზე გავიდა VIII კლასის მოსწავლე ნინო კახბერიძე, რომელმაც შესაბამის თემატიკაზე ლექსი დაწერა და რეპის სახით წარმოადგინა. Continue reading მესტიაში მოსწავლეებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების შესახებ კონკურსი ჩატარდა