Category Archives: განათლება

ქველმოქმედმა სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკა უსახსოვრა

ლატალის მკვიდრმა 15 დეკემბერს ლატალის თამარ მეფის სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნები უსახსოვრა. ჩვენი თანამემამულე თბილისში ცხოვრობს. მან ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. როგორც თავად ამბობს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო იდეა აქვს განსახორციელებელი. ორმაგად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, ქველმოქმედმა მოახერხა და ამ რთულ პირობებში თავად ჩამოიტანა წიგნები და გადასცა სამრევლო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა საეკლესიო თემატიკაზეა.  მისი სურვილია, მოზარდები, გარკვეულწილად, მოწყდნენ ინტერნეტსივრცის იმ ველს, საიდანაც მხოლოდ ნეგატიურ და მოზარდებისთვის არასასურველ ინფორმაციას იღებენ. ამ იდეის განსახორციელებას კვლავ აპირებს მსგავსი აქციებით. ქველმოქმედს სურს, საკუთარი სოფლის მოზარდი თაობის სულიერ და მორალურ ფორმირებაში თვისი წვლილი შეიტანოს. “svanetiinfo”  წარმატებებს უსურვებს მას და მადლიერებას გამოხატავს კეთილგონივრული იდეის წამოწყებისთვის.

15570980_1133495233434730_1524712671_n

მადონა წერედიანი, მესტია

სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს

2006 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონის  (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის იღუმენის (ამჟამად სქიმარქიმანდრიტი) ეგნატეს (კურტანიძე) მონდომებითა და ძალისხმევით, სოფელ ლატალში გაიხსნა “წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა”.
Continue reading სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს

მირანგულა მუკბანიანის სიუჟეტი – “მთას ვუბრუნდებით შვილები”

20 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის – „მთას ვუბრუნდებით შვილები“ – ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა. პროექტში “svanetiinfo”-ს კორესპონდენტი, ლენტეხელი მირანგულა მუკბანიანიც იღებდა მონაწილეობას. იგი კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.   “svanetiinfo” ულოცავს მირანგულა მუკბანიანს ამ წარმატებას და გთვაზობთ მის რეპორტაჟს უცვლელად. კონკურსანტმა ვიდეოსიუჟეტში მთის განვითარების საკუთარი ხედვა და მიგრაციის მიზეზები წარმოადგინა.

Continue reading მირანგულა მუკბანიანის სიუჟეტი – “მთას ვუბრუნდებით შვილები”

ლენტეხის სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება

19 ნოემბერს თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში “სტუდია N”-ის ორგანიზებით სახელოვნებო სკოლების გეგმიური გამოფენები ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. სვან მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ახალციხის, სენაკის, სამტრედიის, ცაგერის, ხაშურისა და დუშეთის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები. ჟიურმა შეაფასა როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მუაშაობა. კონკურსში მონაწილეები 4-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ. ყველა ლენტეხელი მოზარდი  დიპლომით დაჯილდოვდა. ასევე დიპლომები გადასცეს პედაგოგებს – მთვარისა გაზდელიანს, რიტა მეიფარიანს, თამილა ლიპარტელიანსა და ლია ქურასბედიანს.

2017 წლის ივნისში ხუთი საუკეთესო ლენტეხელი მოსწავლე პედაგოგებთან ერთად ბაქოში არის მიწვეული. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრების მიზნით კონკურსანტები იქვე, ბუნებაში დახატავენ, შექმნიან ახალ ნამუშევრებს, ხოლო შემდეგ ჩატარდება ძველი და ახალი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა.

ნანი ბენდელიანი, ლენტეხი

ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს

22 ნოემბერს დღის 3 საათზე ლენტეხის კულტურის სახლში ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი
“ლადო ასათიანის ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების ამბავი”. სპექტაკლი დადგა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორმა ტატო პატარიძემ. სპექტაკლი გაიმართა “რეგიონალური განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” (MAC) მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია რეზო ჩინჩალაძე.
Continue reading ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს

ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

14 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ის მოსწავლეები, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს მეცხრე კლასი. მათ საჩუქრად გადაეცათ ნოუთბუქები (პორტატული კომპიუტერები).
Continue reading ზემო სვანეთიდან 9 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა

“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

2014 წელს ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ყურადღება შეაჩერა ლატალის საჯარო სკოლაზე.
Continue reading “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს

განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

13 ნოემბერს ქ. ცაგერში მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შეხვდა ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს და პირადად გადასცა ნოუთბუქები ამავე მუნიციპალიტეტების საბაზო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს.
Continue reading განათლების მინისტრმა ცაგერში მოსწავლეები დააჯილდოვა

მალვინა მუკბანიანმა ნაივურ ფერწერაში ლაურეატის წოდება მიიღო

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე გამოვლინდნენ გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ.  ამ ფესტივალის  ერთერთი გამარჯვებული  ნაივურ ფერწერაში   გახლავთ ქალბატონი მალვინა მუკბანიანი,  რომელმაც მიიღო ლაურეატის წოდება,  ჯილდოდ  კი –  800 ლარი.
Continue reading მალვინა მუკბანიანმა ნაივურ ფერწერაში ლაურეატის წოდება მიიღო

ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა

17-19 ოქტომბერს ქვემო სვანეთის ახალგაზრდა ძიუდოისტებს 3 დღიანი მასტერკლასი ჩაუტარა   ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა  ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანმა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა

მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

გაიცანით  მუსიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, ხეზე კვეთის უბადლო ოსტატი… უბრალოდ შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ანდრო მუკბანიანი.  მიუხედავად  ყმაწვილური ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი და ოსტატია. მის ნამუშევრებს საქართველოს მრავალ ეკლესიასა თუ კერძო კოლექციებში შეხვდებით, ყოველი მათგანი ახალგაზრდა შემოქმედის სულის ნაწილია, ხეში ნაკვეთი ულამაზესი გვირისტებით და ძველქართული ორნამენტებით მოჭიქული, იშვიათი შერწყმა ნიჭიერების და შრომისმოყვარეობისა. ტრადიციული სვანური საკრავების უზადო ოსტატი და ამავე საკრავებზე ვირტუოზული შემსრულებელი. ანდრო მუკბანიანი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჰყავს შეგირდები, ახლო მომავალში ხსნის ხეზე კვეთის სკოლას ჩოლურში. ის არის ანსამბლ “მუჟე ნარი”-ს სოლისტი, აქვს უამრავი შეკვეთა… და მაინც ყველაფერს ასწრებს.

Continue reading მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა ქვემო სვანეთის გარდა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და ცაგერი.

ქუთაისში გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:

ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პრესის ჯიხურში;
Continue reading გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება