Category Archives: ეკონომიკა

“დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ” —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთში

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში შევხვდით, ისინი აქ ფუდ ალიანსის საწარმოში მუშაობენ. თეა სოფელ ხურვალეთის მკვიდრია, დარეჯანი — იძულებით გადაადგილებული პირი. ის 2008 წლის 6 აგვისტოს პატარა ლიახვის ხეობიდან, სოფელი ქსუისიდან ერთი თვის ბავშვთან ერთად ომს გამოექცა და მას შემდეგ, ოჯახთან ერთად ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

Continue reading “დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ” —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთში

ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის შექმნა ევალება — საქმე საკმაოდ შრომატევადია, თუმცა დაღლილობა საერთოდ არ ეტყობა და გვეუბნება, რომ რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს.

Continue reading ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

“ყველაზე დიდი ოცნება –  საქართველოში დაბრუნება და ჩემი შვილის საკუთარ მიწაზე, ქართულად აღზრდაა.” – ემიგრანტი მხატვარი სალომე ქურასბედიანი

2017 წელს svanetiinfo.ge-ზე გაშუქდა ახაგაზრდა ემიგრანტი მხატვრის სალომე ქურასბედიანის წარმატება იტალიაში გამართულ კონკურსში. ის მაშინ საუკეთესო მხატვართა ათეულში მოხვდა. კონკურსში გამარჯვებული 13 მხატვრის ნამუშევრები და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა სპეციალურად მათთვის გამოცემულ წიგნში “ხელოვნება და თანამედროვე ხელოვანები” (“Arte e artisti contemporanei”).
დავინტერესდით, რა შეიცვალა მას შემდეგ სალომეს ცხოვრებაში:
Continue reading “ყველაზე დიდი ოცნება –  საქართველოში დაბრუნება და ჩემი შვილის საკუთარ მიწაზე, ქართულად აღზრდაა.” – ემიგრანტი მხატვარი სალომე ქურასბედიანი

“ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების მეორე ტურს კვლავ მობილიზებული ხვდება

30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს “ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ მობილიზებული შეხვდება. კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულები იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. Continue reading “ენერგო-პრო ჯორჯია“ არჩევნების მეორე ტურს კვლავ მობილიზებული ხვდება

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს (R)

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

Continue reading თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს (R)

„განახლებული რეგიონები“-ს პროგრამამ ლენტეხელთა გული ვერ მოიგო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქვემო სვანეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. მოსახლეობა ჩივის, რომ ერთიდაიგივე პროექტები ყოველი არჩევნების წინ, საჩქაროდ და უხარისხოდ სრულდება. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ კი დაბა ლენტეხში თამარ მეფის ქუჩის თითქმის ყოველწლიურ რეაბილიტაციას ასახელებენ. Continue reading „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამამ ლენტეხელთა გული ვერ მოიგო

ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი

შალვა ძოწენიძე 1994 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, თუმცა საქართველო არ დავიწყებია. ის ბიზნესმენია და კალიფორნიაში რესტორნებს ფლობს. ქართული რესტორანი “თამარი” Covid- პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე აამოქმედა. მასთან ხანმოკლე ინტერვიუების ჩაწერა 2018 წელს მოვახერხე. ეს ვიდეოები რამდენიმე წუთიანია, მაგრამ უამრავ პრობლემას თუ გადაჭრის გზას იტევს: Continue reading ემიგრანტი ბიზნესმენის მიმართვა ქართველებისადმი

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია წლიურად 2000 ტონა თხილის მზა პროდუქციას აწვდის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, შოკოლადისა და ნაყინის ინდუსტრიებს, Continue reading თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

ლატფარობა წელს 7 აგვისტოს აღინიშნება

7 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე აღმართული წმ. ლუკა მახარებლის სახელობის ტაძრის დღესასწაული და სახალხო ზეიმი ლატფარობა აღინიშნება. ამ დღესასწაულის აღნიშვნა ყოველწლიურად მარიამობის მარხვის წინა შაბათს ხდება. ზეიმი ტაძრის მშენებლობის დასრულებიდან, 2018 წლიდან ტარდება.

Continue reading ლატფარობა წელს 7 აგვისტოს აღინიშნება

ბიო-ჩაი და თევზის წარმოება – მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში

სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. შოთა  კოპალიანი ცაგერის რაიონის სოფელ ჭალისთავში ცხოვრობს. მას ჩაის დამზადების კულტურა მემკვიდრეობით წინაპრებისგან ერგო და დღემდე მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნავს.

Continue reading ბიო-ჩაი და თევზის წარმოება – მწვანე ეკონომიკის მხარდაჭერა საქართველოში

მიმდინარეობს დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.

Continue reading მიმდინარეობს დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამა

სპეციალიზირებული ონლაინ ჰიპერმარკეტი HOLST.GE (R)

holst.ge არის  ერთ-ერთი პირველი ონლაინ ჰიპერმარკეტი საქართველოში, რომლის მისიაა მომხმარებლებს მიაწოდოს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების პროდუქცია. მთლიანი გუნდი  ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა თქვენ ისარგებლოთ  მაღალი ხარისხის ნივთებითა და კომფორტული მომსახურებით.

Continue reading სპეციალიზირებული ონლაინ ჰიპერმარკეტი HOLST.GE (R)