ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა: Continue reading ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !
Category Archives: ინტერვიუ
ტურიზმი სვანეთში
ტურიზმი არა მხოლოდ სვანეთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. სვანეთი კი ის ადგილია, რომელიც საქართველოში ტურისტების სიმრავლის კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ტურისტი ეწვია სვანეთს მიმდინარე წელს, არ არსებობს, ცნობილია, რომ ზემო სვანეთს უფრო ეტანებიან ვიზიტორები, ვიდრე – ქვემო სვანეთს. ამის ძირითადი მიზეზი კი განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ინფორმაციის არქონაა.
“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”
“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”- ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი”-ის მიმდინარე პროქტი, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.
Continue reading “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”
“ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი
30 ივნისიდან 9 ივლისამდე მესტიაში ალპინისტების შეკრება მოეწყო. მასში ლენტეხელი მიხეილ ლიპარტელიანი და გიორგი მუსელიანიც მონაწილეობდნენ, რომელთაც რეკომენდაცია ცნობილმა მთამსვლელმა და მეკლდეურმა გურამ გაზდელიანმა გაუწია.
Continue reading “ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი
დაბა ლენტეხის პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბენდელიანი
ავტორი: ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი
დაბა ლენტეხში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ გამგებლის წარმომადგენელს ანზორ ბენდელიანს:
Continue reading დაბა ლენტეხის პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბენდელიანი
“სანამ ცოცხალი ვიქნები ვაკეთებ, სანამ მხედველობა მექნება თვალებში.”
ავტორი: ქრისტინე დონღვანი
სოფ. ჩიხარეში
ქვემო სვანეთში ხეზე კვეთის ოსტატების დიდი სიმცირეა. მოგეხსენებათ ხის მასალაზე მუშაობა დიდ ნიჭს, ცოდნას და ენერგიას მოითხოვს. ეს ცოდნა ზოგს წინაპრებისგან მოსდევს, ზოგიც სხვისგან სწავლობს, იშვიათი გამონაკლისები კი მხოლოდ საკუთარი ნიჭით და გამოცდილებით აღწევენ ოსტატობის მაღალ დონეს.
Continue reading “სანამ ცოცხალი ვიქნები ვაკეთებ, სანამ მხედველობა მექნება თვალებში.”
ლენტეხს და სვანეთს…სიცოცხლეს დავუთმობ
ალბათ, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ ხოფურში დაბადებული ბიჭი ერთ დღეს მსოფლიოს გააოცებდა და ვარსკვლავი გახდებოდა, მისით მთელი საქართველო იამაყებდა. Continue reading ლენტეხს და სვანეთს…სიცოცხლეს დავუთმობ
ანა ონიანის “აკვანი” სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვთ
ანა ონიანი – დაიბადა სვანეთში, სოფელ ჟახუნდერში. მან სკოლა იქვე დაამთავრა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს იყო ულამაზესი წლები. ჰქონდა ლამაზი ბავშვობა და ჰქონდა ის, რაც სჭირდებოდა, მამა ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე შეეძლო. Continue reading ანა ონიანის “აკვანი” სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვთ
სულის კელაპტარი – მამა იოსები
ერთი წელია, რაც ჩვენს გვერდით აღარ არის დეკანოზი იოსებ ნიგურიანი, რომელმაც ბევრი რამ გაუკეთა ქვემო სვანეთს. ლოცვა–კურთხევით მან შემოაბიჯა ლენტეხის სულიერ ცხოვრებაში ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საეკლესიო ლიტურგია არ აღევლინებოდა ქვემო სვანეთის არც ერთ ტაძარში… Continue reading სულის კელაპტარი – მამა იოსები