დღეს, 18 ნოემბერს, ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანი გრან პრის ტურნირზე ასპარეზობს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, 100კგ-მდე წონით კატეგორიაში. პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე – https://live.ijf.org/gp_ned2018/overview Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი – ძიუდო
სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობაზე შეხვედრები გაიმართა
23, 24 და 25 ოქტომბერს, ლენტეხში, ცაგერში, ონში და ამბროლაურში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტი”–ს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომლებსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახალგაზრდები.
Continue reading სხვადასხვა სექტორებს შორის თანამშრომლობაზე შეხვედრები გაიმართა
ქვემო სვანეთში თვითმმართველობის მედია-მონიტორინგი ოქტომბერშიც გაგრძელდა
13 და 14 ოქტომბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ხელედის, წანაშის და რცხმელურის მაცხოვრებლებს საქართველოს სხვადასხვა მედია–ორგანიზაციების ჟურნალისტები შეხვდნენ. ჟურნალისტები ქვემო სვანეთს 12 ოქტომბერს ესტუმრნენ პროექტის “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი” ფარგლებში.
Continue reading ქვემო სვანეთში თვითმმართველობის მედია-მონიტორინგი ოქტომბერშიც გაგრძელდა
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
2 ნოემბერს, უნგრეთის ქალაქ გიორში გამართულ ევროპის ჩემპინატზე 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტებს შორის, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ წელს ეთერიმ ვერცხლის მედალი მოიპოვა რუმინეთში, აგვისტოში გამართულ ევროპის თასზე იუნიორებს შორის.
უნგრეთში საქართველოს ნაკრებმა ჯამში 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 81კგ-მდე წონითი კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი ასპარეზობდა და ორივე ფინალში გავიდა. Continue reading ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა
ჟურნალისტები სოფ. ხელედის მოსახლეობას შეხვდებიან
დღეს, 13 ოქტომბერს, 17:00 სთ-ზე საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების ჟურნალისტები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ხელედის მოსახლეობას შეხვდებიან. შეხვედრა ორგანიზებულია კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია – ა.(ა).ი.პ. “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ და ა.(ა).ი.პ. “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი“ (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი).
Continue reading ჟურნალისტები სოფ. ხელედის მოსახლეობას შეხვდებიან
ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
გუშინ, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა:
2013წ. – ვერცხლი (-90კგ),
2014წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2015წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2017წ. – ვერცხლი (-100კგ),
2018წ. – ვერცხლი (-100კგ).
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი
თუკი ქვემო სვანეთის მონახულება გინდათ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალის წინასწარ გაცნობას ტყუილად შეეცდებით.
ინტერნეტ სივრცეში ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციას ვერსად წააწყდებით. მესტიისგან განსხვავებით, ლენტეხში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არ დაგხვდებათ. შესაბამისად, ვერც რუქას მოიპოვებთ, რადგან ეს ყველაფერი არ არსებობს.
Continue reading ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი
დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა
შაბათნ, 25 აგვისტოს, დაბა ლენტეხში “მედია ტურნირი ლენტეხი – 2018” ჩატარდა. მედია-ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დაბა ლენტეხში საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების თანამშრომლები და არა მარტო ისინი ერთმანეთს მეკლდეურობაში, მშვილდოსნობაში, 1000 მეტრზე სირბილში და ჯომარდობაში შეეჯიბრენ.
Continue reading დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა
19 ივლისს, დაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა
ჟურნალისტები სოფ. სასაშის მოსახლეობას შეხვდნენ
18 ივლისს გაიმართა საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების ჟურნალისტების შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. სასაშის მაცხოვრებლებთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია – ა.(ა).ი.პ. “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ და ა.(ა).ი.პ. “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი“ (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი).
Continue reading ჟურნალისტები სოფ. სასაშის მოსახლეობას შეხვდნენ
შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება
გუშინ დაბა ლენტეხში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებმა, პირობა მისცეს “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომ მათთან მოლაპარაკების გარეშე ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკა ადგილიდან არ დაიძვრება, მოლაპარაკება კი ორშაბათს, 30 ივლისს განახლდება. ამ პირობის მიღების შემდეგ აქციების მონაწილეების მხრიდან დიდი თხოვნის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს ზაზა, რაჯი, ზვიად და იოსებ ლიპარტელიანებმა.
Continue reading შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება
გუშინ დაბა ლენტეხში პოლიციის მიერ აქციის დაშლისას ნატო ლიპარტელიანი დაშავდა
გუშინ მას შემდეგ რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა უარი თქვა ჰესის ასაშენებლად ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გაყვანაზე რეგიონიდან, სასტუმროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეყო ქალბატონების ჯგუფი, რომელთაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ცენტრალური გზა. რეგიონული პოლიციის წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალეს ქალბატონების ეს აქცია, შედეგად დაშავდა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტიური მონაწილე, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ლიპარტელიანი.
Continue reading გუშინ დაბა ლენტეხში პოლიციის მიერ აქციის დაშლისას ნატო ლიპარტელიანი დაშავდა