სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონული ოფისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ეკა ურიდიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით მეწყრული მოვლენების გამო, მესტიის რაიონის სოფელ ლატალთან საფრთხე შეექმნა 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.
Continue reading 22 ნოემბერს მესტიის ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხდება
თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში
2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდობიანად ჩატარდა, როგორც ჩვენთან საუბარში №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა განაცხადა, არცერთ უბანზე დამკვირვებელთა მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა.
Continue reading თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში
აზიური ფაროსანა სამეგრელოში – დაზიანებული და გადარჩენილი კულტურები (R)
მერაბ ნადარაია ის გამორჩეული ფერმერია, რომელმაც მოსავლის, თითქმის, სრულად აღება მოახერხა. თხილის პლანტაციები ხობის რაიონში, ახალ ხიბულაში აქვს. საკუთარი წარმატების მიზეზებს თანასოფლელებსაც უზიარებს. Continue reading აზიური ფაროსანა სამეგრელოში – დაზიანებული და გადარჩენილი კულტურები (R)
კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს
მერობის კანდიდატების მიერ მოწოდებული ბიოგრაფიები ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ. ახლა კი შევეცადეთ თანაბარ პირობებში წარმოგვეჩინა კანდიდატების მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემის შესახებ. ამ მიზნით ჩვენ ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ მერობის კანდიდატებს რომან (მურმან) მუკბანიანს, მურმან ტვილდიანს, ბადრი ლიპარტელიანს. სამივე კანდიდატი დაგვთანხმდა ვიდეო-ჩაწერაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. საწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ისევ ვერ მოვახერხეთ მერობის მეოთხე კანდიდატთან ჯაბა სარალიძესთან დაკავშირება.
Continue reading კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს
მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა თავისი კანდიდატი. გთავაზობთ 3 მათგანის ბიოგრაფიებს, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. რაც შეეხება მეოთხე კანდიდატს, ჯერჯერობით მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ მოუწოდებიათ.
Continue reading მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში
ლევან გუგავა მსოფლიოს ჩემპიონია
დღეს, 16 ოქტომბერს, სერბეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკ სამბისტებს შორის, რომელზეც ლევან მაიზერის ძე გუგავამ პირველი ადგილი დაიკავა.
Continue reading ლევან გუგავა მსოფლიოს ჩემპიონია
მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს
3 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში. ვარლამ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილი. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Continue reading მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს
მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
ლატალის თემში, სოფ. მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული. აქიდან წარმოსდგება სოფლის სახელი “მაცხვარიში”
თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.
Continue reading მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე
“ქრისტეე კვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია.
Continue reading ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე
სვანეთის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”
15-სექტემბერს, მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა თემაზე “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”.
Continue reading სვანეთის მუზეუმში გაიმართება გამოფენა “საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები”
მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
დაიწყო მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგირო ხაზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით.
Continue reading მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
ანსამბლი “ლატალი”
ლატალის თემში ანსამბლი “ლატალი” ვაგნერ გვიჩიანის ხელმძღვანელობით ისევ ნაყოფიერად აგრძელებს მოღვაწეობას. 2016 წლის 27 ივნისს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველ ფინალურ კონცერტზე სოფლის ავთენტიკური ჯგუფების ნომინაციაში ანსამბლმა II ადგილი და პრემია 2500 ლარი მოიპოვა.
Continue reading ანსამბლი “ლატალი”