All posts by nani bendeliani

“სოციალისტური საქართველო”- “რუსული სამხედრო ბაზები უნდა დაბრუნდეს საქართველოში”

2016 წლის 29 ივლისს ლენტეხის კულტურის სახლში  სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს”  სვანეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.  “დედა-სამშობლო გვიხმობს” – რუსულ და ქართულ ენებზე გამოქვეყნებული ეს წარწერა ყრილობის ძირითად ფონს ქმნიდა. შეხვედრის მიზანიც რუსეთთან დაახლოების აუცილებლობაზე საუბარი იყო.

Continue reading “სოციალისტური საქართველო”- “რუსული სამხედრო ბაზები უნდა დაბრუნდეს საქართველოში”

კვირიკობა სვანეთში

28 ივლისი, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღე, სვანეთში განსაკუთრებულად, როგორც – კვირიკობა, “ლაგვირკობა” აღინიშნება. ამ დღეს ზემო სვანეთის სოფელ კალაში  მდებარე მეთერთმეტე საუკუნის ტაძარში – ლაგურკაში,  თავს იყრის სალოცავად მოსული მრევლი არა მარტო სვანეთიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან.
Continue reading კვირიკობა სვანეთში

ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა

26 ივლისს, ადგილობრივ ქალთა ინიციატივით ქალთა შორის ფრენბურთში ლენტეხის პირველობაზე შეჯიბრი ჩატარდა.  ღონისძიება ლენტეხის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის,  ქალბატონ დონარა მუსელიანის თაოსნობით მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. პირველობისთვის ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები  –“ლენტეხი”,  “ლექსურა”, “ლენტეხის საშუალო სკოლა” და “ჩოლური”.
Continue reading ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა

“ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი

30 ივნისიდან 9 ივლისამდე მესტიაში ალპინისტების შეკრება მოეწყო. მასში ლენტეხელი  მიხეილ ლიპარტელიანი და გიორგი მუსელიანიც მონაწილეობდნენ, რომელთაც რეკომენდაცია ცნობილმა მთამსვლელმა და მეკლდეურმა გურამ გაზდელიანმა გაუწია.
Continue reading “ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი

დაბა ლენტეხში საავადმყოფოს მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

დაბა ლენტეხში მრავალპროფილიანი 10 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ის სტალინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგურის მოედანთან შენდება. დამკვეთი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო შემსრულებელი შ. პ. ს “მშენებელი 2004” -ია.
Continue reading დაბა ლენტეხში საავადმყოფოს მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში 2016 – ლენტეხში

14-16 ივლისს ლენტეხში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და რთულ ცოცვაში, გუნდური ასპარეზობა სწრაფ ცოცვაში დიდი მთამსვლელის ჯოკია გუგავას სახელობის თასზე და ინდივიდუალური შეჯიბრი ახლახანს გარდაცვლილი ალპინისტის ლერი მიქელაძის თასზე.
Continue reading საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში 2016 – ლენტეხში

“სვანეთის შვილები” “კავკასია 2016”-ზე

  ქალაქ  ბათუმში  1-10 ივლისის ჩათვლით  მიმდინარეობს  საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი „კავკასია-2016“, რომლის მიზანია ქართული და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების პოპულარიზაცია. Continue reading “სვანეთის შვილები” “კავკასია 2016”-ზე

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლენტეხში

21 ივნისს ლენტეხში, გამგეობის შენობაში ჩატარდა შეხვედრა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს შორის.
შეხვედრას მეწარმეების გარდა ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის
გამგებელი ამირან ჯამბურიძე, საფინანსო სამსახურის უფროსი ხვიჩა ონიანი და გამგეობის სხვა თანამშრომლები.
Continue reading შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლენტეხში

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

1-3 ივლისს ფინეთის ქალაქ ვანტააში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 41 ქვეყნის 421 წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს 18 ძიუდოისტი.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

ანსამბლ “ლაგუშედა”-ს დიდი წარმატება

“საქართველოს ეროვნული ფესტივალი 2015-2016” 29 ივნისს  თბილისში სამდღიანი დასკვნითი კონცერტებით დასრულდა.ფესტივალმა 2015 წლის ივნისში თელავიდან აიღო სტარტი და საქართველოს ყველა რეგიონული ცენტრი მოიცვა. ეროვნულ ფესტივალზე
ქვემო სვანეთის ფოლკლორული ანსამბლები – “ლაგუშედა”, “ლილე”,”მიჟე ნარი” და”ლამარიაც” იღებდნენ მონაწილეობას. საამაყო და განსაკუთრებით სასიხარულოა მათი წარმატება.
Continue reading ანსამბლ “ლაგუშედა”-ს დიდი წარმატება

მიკრო გრანტები – ახალი შესაძლებლობა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის

29 ივნისს ლენტეხის კულტურის სახლის დარბაზში “მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის”  პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროგრამა მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
Continue reading მიკრო გრანტები – ახალი შესაძლებლობა მცირე ბიზნესის განვითარებისთვის