ქართველი ემიგრანტის წერილი

ემიგრაცია – პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.

ეს არის განმარტება,  რომელიც ძალიან ზოგადია, მაგრამ სინამდვილეში ემიგრაციას ბევრნაირი განმარტება შეგვიძლია მოვუძებნოთ. არსებობს იძულებითი ემიგრაცია, რომელიც ყველაზე რთული და მძიმეა. უამრავი ემიგრანტი შვილი ჰყავს საქართველოს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება და,  ვინ იცის, როდის დაუდგება ჩვენს სამშობლოს ის სანატრელი დღე, როდესაც სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების რაოდენობა შემცირდება და არ გაიზრდება.

Continue reading ქართველი ემიგრანტის წერილი

სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს

2006 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონის  (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის იღუმენის (ამჟამად სქიმარქიმანდრიტი) ეგნატეს (კურტანიძე) მონდომებითა და ძალისხმევით, სოფელ ლატალში გაიხსნა “წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა”.
Continue reading სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს

24-25 დეკემბერს თეთნულდზე საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართება

24-25 დეკემბერს სამთო-სათხილამურო კურორტი “თეთნულდი” უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მეთხილამურეები მიიღებენ მონაწილეობას.
Continue reading 24-25 დეკემბერს თეთნულდზე საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართება

ქართველი ემიგრანტების ცხოვრება იტალიაში

20 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და ამავე ეპარქიის, სოფელ ლატალის მოძღვარი სქიმარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) მრევლთან ერთად იტალიაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრენ. მომლოცველების შთაბეჭდილებების გაზიარება  “svanetiinfo.ge”-ს მკითხველს შეუძლია სტატიაში – “მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან” . “svanetiinfo.ge” იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებით დაინტერესდა და გაესაუბრა მათ.

Continue reading ქართველი ემიგრანტების ცხოვრება იტალიაში

საქველმოქმედო აქცია ლატალში

25 ნოემბერს ლატალის კულტურის სახლში ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები “კუკარაჩა”  სცენაზე ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ღონისძიება ლატალის საჯარო სკოლის დირექტორის ციოყ წერედიანისა და პედკოლექტივის ორგანიზებით ჩატარდა. დამდგმელი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი – “რეგიონალური განვითარების ფონდი”. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

Continue reading საქველმოქმედო აქცია ლატალში

სვანი ახალგაზრდების მორიგი წარმატება ძიუდოში

4 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში. ასპარეზობაში საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს მესტიელმა მოსწავლე ახალგაზრდებმა. პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ლატალის მკვიდრი, მერვე კლასის მოსწავლე დავით გირგვლიანი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დაბა მესტიის წარმომადგენელმა თორნიკე ფალიანმა. გამარჯვებულები თასით, მედლებით, დიპლომებით და საჭიდაო ფორმებით (კიმონოებით) დაჯილდოვდნენ.

მადონა წერედიანი, მესტია

“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” განცხადება თელავის მედია-კაფესთან დაკავშირებით

“საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” შეშფოთებას გამოთქვამს თელავში არსებულ მედია კაფესთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო. მიგვაჩნია, რომ თელავის მედია კაფესთან იჯარის ხელშეკრულება დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს და არსებული სივრცე უნდა შეუნარჩუნდეს გაზეთ „კახეთის ხმის“ რედაქციას.
Continue reading “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის” განცხადება თელავის მედია-კაფესთან დაკავშირებით

დიდთოვლობა სვანეთში

30 ნოემბერს საღამოს დაიწყო და თითქმის გადაუღებლად თოვს დაბა ლენტეხსა და უფრო მაღლა მდებარე სოფლებში. სოფელ სასაშში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. დაზიანდა დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა.
Continue reading დიდთოვლობა სვანეთში

სადისკუსიო დარბაზი “ღირსება”

1 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში სამოქალაქო გაერთიანება სრულიად საქართველოს საზოგადოებრივი სადისკუსიო დარბაზი “ღირსება“დაფუძნდა. დარბაზის შექმნის ინიციატორი ლენტეხელი პოეტი ირმა ქურასბედიანი გახლდათ. “svanetiinfo.ge”-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში  სწორედ ამ ინიციატივაზე საუბრობდა ლენტეხელი პოეტი. სტატიაში –  “ქალის თვალით დანახული შექსპირი”,  კითხვაზე  – “რას უსურვებდით ახალგაზრდობას, თქვენს მკითხველს და საერთოდ ყველას?” პოეტი ამბობს: “ვუსურვებ ყველას, ეცხოვროს სიყვარულით და სიკეთის კეთებით, მოზარდებს ვუსურვებ, არ დაკარგონ მომავლის იმედი, რაც მთავარია, ჰქონდეთ ღირსება. სწორედ ამ ღირსების გამო მინდა დავაფუძნო “ღირსების დარბაზი”.

Continue reading სადისკუსიო დარბაზი “ღირსება”

მირანგულა მუკბანიანის სიუჟეტი – “მთას ვუბრუნდებით შვილები”

20 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის – „მთას ვუბრუნდებით შვილები“ – ფარგლებში, ფინალური შეხვედრა გაიმართა. პროექტში “svanetiinfo”-ს კორესპონდენტი, ლენტეხელი მირანგულა მუკბანიანიც იღებდა მონაწილეობას. იგი კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.   “svanetiinfo” ულოცავს მირანგულა მუკბანიანს ამ წარმატებას და გთვაზობთ მის რეპორტაჟს უცვლელად. კონკურსანტმა ვიდეოსიუჟეტში მთის განვითარების საკუთარი ხედვა და მიგრაციის მიზეზები წარმოადგინა.

Continue reading მირანგულა მუკბანიანის სიუჟეტი – “მთას ვუბრუნდებით შვილები”

მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან

22- ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მომლოცველთა ჯგუფმა, რომელიც სიწმინდეების მოსალოცად იტალიაში იმყოფება, დაბადების დღე მიულოცა მეუფე ილარიონს. ამ მეტად სასიამოვნო ფაქტით დაიწყო ეს დღე, შემდეგ ჯგუფი გაადაადგილდა ქალაქ ბოლონიაში, წმინდა ბასილი დიდის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ქართული დიასპორიის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ მეუფეს და მომლოცველთა ჯგუფს. მეუფის პატივსაცემად გაიმართა ქართველი ემიგრანტების მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიალი. მეუფე ილარიონმა გადაიხადა მათთვის სამშვიდობო პარაკლისი. ოყო სიხარული, გულისტკივილის გაზიარება და ცრემლები. იქაურმა მრევლმა სთხოვა მამა ეგნატეს, მიეღო მათი აღსარება, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მიუღიათ. მათ მეუფე ილარიონისა და მამა ეგნატესგან მიიღეს დიდი ნუგეში, დალოცვა და სურვილი – საქართველოში მშვიდობით დაბრუნება. ემოციური დამშვიდობების შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა ქალაქ ლორენტოში, ღვთისმშობლის სახლის მოსალოცად, რომელიც იტალიელებმა, გადმოცემის თანახმად, იერუსალიმში დაშალეს, ყველა ქვა დანომრეს ისე გადმოიტანეს იტალიაში და თავიდან ააშენეს. Continue reading მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან

ლენტეხის სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება

19 ნოემბერს თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში “სტუდია N”-ის ორგანიზებით სახელოვნებო სკოლების გეგმიური გამოფენები ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. სვან მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ახალციხის, სენაკის, სამტრედიის, ცაგერის, ხაშურისა და დუშეთის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები. ჟიურმა შეაფასა როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მუაშაობა. კონკურსში მონაწილეები 4-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ. ყველა ლენტეხელი მოზარდი  დიპლომით დაჯილდოვდა. ასევე დიპლომები გადასცეს პედაგოგებს – მთვარისა გაზდელიანს, რიტა მეიფარიანს, თამილა ლიპარტელიანსა და ლია ქურასბედიანს.

2017 წლის ივნისში ხუთი საუკეთესო ლენტეხელი მოსწავლე პედაგოგებთან ერთად ბაქოში არის მიწვეული. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრების მიზნით კონკურსანტები იქვე, ბუნებაში დახატავენ, შექმნიან ახალ ნამუშევრებს, ხოლო შემდეგ ჩატარდება ძველი და ახალი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა.

ნანი ბენდელიანი, ლენტეხი

სვანეთის საინფორმაციო ცენტრი