8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის მოხდა ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის, ონის და ცაგერის საარჩევნო ოლქების გაერთიანება ერთ საარჩევნო ოლქში. შედეგად საქართველოს პარლამენტში ამ ხუთი მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელი იქნება ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.
ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”
20 სექტემბერს დაბა ლენტეხის ცენტრში უჩვეულო სანახაობის მოწმენი გავხდით. ლენტეხს ესტუმრენ მოზარდები, რომელთაც მოაწყვეს ფლეშმობი – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში.
Continue reading ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”
მიხეილ ხერგიანის ტურნირი მეკლდეურობაში
1-4 სექტემბერს მესტიაში მეკლდეურობაში მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. სპორტსმენები ტურნირის ფარგლებში ბუნებრივი და ხელოვნური კლდეების დალაშქვრასა და ხელოვნური ბარიერების გადალახვაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
ანსამბლი “ლაგუშედა” ბლექ სი არენაზე
3 სექტემბერს შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენაზე” გამართულ ფოლკლორული ფესტივალის დამაგვირგვინებელ, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ლენტეხის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ლაგუშედა”-მ.
კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)
კითხვა: რა არის „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი ?
Continue reading კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)
26 აგვისტოს ცაგერში მაქსიმობა აღინიშნა
26 აგვისტო, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღე, ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. ამ დღეს მომლოცველები თაყვანს სცემენ დიდი საეკლესიო მოღვაწის წმინდა ნაწილებს, რომლებიც დაბრძანებულია ქალაქ ცაგერში მისივე სახელობის მონასტერში.
“…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია
25 აგვისტოს დაბა ლენტეხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
Continue reading “…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია
გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება
გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა ქვემო სვანეთის გარდა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და ცაგერი.
ქუთაისში გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:
ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პრესის ჯიხურში;
Continue reading გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება
“სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო
“სვანფესტი” – სვანური ფოლკლორის ფესტივალი ქვემო სვანეთში გადაიდო 26 აგვისტოსათვის. ამის მიზეზი სოფ. შკედში მოზარდის დაღუპვა გახდა, რადგან დასაფლავება 25 აგვისტოს დაემთხვა. ცვლილებაა ფესტივალის განრიგშიც.
Continue reading “სვანფესტი”-ს დაწყება 26 აგვისტოსთვის გადაიდო
კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)
კითხვა: რა როლი აკისრია საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში?
Continue reading კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)
20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
უკვე მერვე წელია, აგვსიტოს მეორე ნახევარში, დაბა ლენტეხში ტარდება შესანიშნავი ლენტეხელი ახალგაზრდის, უდროოდ დაღუპული იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, ღონისძიებას საფუძველი ლენტეხის ახალგაზრდობამ იასონ ქურასბედიანის ძმის – ირაკლის ხელმძღვანელობით ჩაუყარა.
Continue reading 20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
“სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში
25-26 აგვისტოს, პირველად ქვემო სვანეთის ისტორიაში, სვანური ფოლკლორის ფესტივალი -,,სვანფესტი” ჩატარდება. კულტურული ღონისძიება პროექტის – “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლ”-ის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” ახორციელებს, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.
“svanetiinfo.ge” “სვანფესტთან” დაკავშირებით “ლაჰილ”-ის თანადამფუძნებელს ზვიად მუსელიანს გაესაუბრა: Continue reading “სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში