მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი”-ს (CENN) მიერ გამოცხადებულ კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში.
Continue reading კოლხური ბზის პატარა მცველები
All posts by გაზეთი "სვანეთი"
ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება
16 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ზემო სვანეთის 149 აბონენტს სოფლებში ხაიში, ზარდლაში, იდლიანი და მიმდებარე სოფლებში – 09:00დან 12:00 საათამდე. ელ. ენერგიის დროებითი გამორთვა მოხდება სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.
Continue reading ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება
ლენტეხში ახალი სამთავრობო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა
3 აგვისტოს, დაბა ლენტეხში, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსმა დავით მამუკელაშვილმა. მან ისაუბრა ახალი სამთავრობო პროგრამის “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ შესახებ: Continue reading ლენტეხში ახალი სამთავრობო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ხანძარი მესტიის ტყეში
12 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ლცლაშის” ტყეს ცეცხლი წაეკიდა, შსს სამსახურმა ოპერატიულად გამოიძახა ვეტმფრენი, რადგან სხვა ტექნიკით აღნიშნულ ადგილამდე მისვლა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება.
Continue reading ხანძარი მესტიის ტყეში
“ხაფანგები” ბავშვებისთვის თბილისის ზღვაზე
თბილისის ზღვის სანაპირო ზოლში არის მეტად საშიში ადგილები, სადაც ბანაობა, კარგი მოცურავისთვისაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ასეთ ადგილებთან, როგორც წესი, არის დამაგრებული შესაბამისი აბრებიც – “ბანაობა აკრძალულია”, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი და ახალგაზრდობა არაფრად აგდებს ამ აკრძალვებს, უფრო მეტიც, ასეთი ადგილები მათთვის უფრო მიმზიდველიც კი ხდება, რასაც ტრაგიკული შემთხვევები მოსდევს.
Continue reading “ხაფანგები” ბავშვებისთვის თბილისის ზღვაზე
ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
სოფელ ფარში, მესტიის მუნიციპალიტეტში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური საწარმო “მზეკო” გაიხსნა.
საწარმოს დამფუძნებლები არიან ეკა წულუკიძე და მზია გვარმიანი. ამ სოციალურ საწარმოში ქალები არიან დასაქმებული და ის ს.ს.ი.პ. “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭრით შეიქმნა.
Continue reading ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა
27-ივლისს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ეროვნული ტურის ფარგლებში ვიზიტით ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.
Continue reading გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა
ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
29-30 ივლისს ინტელექტუალურ კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საპრიზო ადგილებზე გასულმა გუნდებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად იმოგზაურეს იმერეთში. მათ შორის იყო ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი” და სოფელ ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი”. Continue reading ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
სოფ. ლატალში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა
22 ივლისს, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის სოფელ ლატალში, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილმა) აკურთხა ასი ათასი მოწამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორია ლატალელი გიორგი (როსტომ) გირგვლიანი. Continue reading სოფ. ლატალში ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარი აშენდა
სოფ. თეკალში C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩატარდა
25 ივლისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში ჩატარდა C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა-სკრინინგი. მსურველებს შეეძლოთ აეღოთ სისხლის ანალიზი და 15 წუთის შემდეგ გაეგოთ ანალიზის პასუხები. 30 გამოკვლეული ადამიანიდან არცერთს არ აღმოაჩნდა ეს დაავადება.
Continue reading სოფ. თეკალში C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩატარდა
28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება
28, 29 და 30 ივლისს 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “ხუდონი“-ს ფიდერი “ბარჯაში”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარჯაშის 7 აბონენტს.
Continue reading 28, 29, 30 ივლისს სოფ. ბარჯაშს ელ. ენერგია შეზღუდვით მიეწოდება
ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მე-100-112-ე კმ-ების ჩათვლით). Continue reading ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს