21-მაისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ჩატარდა ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალი “გახაფხულის ფერები”.
Continue reading მესტიაში ფესტივალი “გაზაფხულის ფერები ” ჩატარდა
21-მაისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ჩატარდა ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალი “გახაფხულის ფერები”.
Continue reading მესტიაში ფესტივალი “გაზაფხულის ფერები ” ჩატარდა
20-მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკონფენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის შესახებ. შეხვედრის ორგანიზატორმა და პროექტის წარმომადგენელმა გიორგი სვანიძემ წარადგინა პროექტი და დაინტერესებულ პირებს შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.
Continue reading მესტიაში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
12-14 მაისს ბათუმში გამართულ ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე “EXPO BATUMI 2017” მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც მიიღო მონაწილეობა. მესტიიდან გამოფენის წარმდგენები იყვნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ლანა მჭედლიანი და ადმინისტრაციული სამსახურის ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ხატია წიკლაური.
Continue reading მესტიის გამგეობა ბათუმის ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა
13-მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალური შეხვედრები ფრენბურთში. სოფ. ნაკრის სკოლის გოგონათა და სოფ. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს.
გოგონათა შორის ნახევარფინალში მონაწილეობდა ექვსი სკოლის გუნდი და გაიმარჯვა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდს სამ გუნდთან მოუწია შეხვედრა და ფინალურ ეტაპზე წყალტუბოს სკოლის გუნდი გადავიდა.
Continue reading ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს
12-მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში ჩატარებულ შეჯიბრებაში სახელწოდებით “დიდი ბეისბოლი ძევრში” ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ: თბილისიდან თემქის ბეისბოლის სკოლა, ვაზისუბნის ბეისბოლის სკოლა, მესტიის რაიონიდან სოფ. ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-LATALI” და თერჯოლიდან ძევრის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-GEORGIA”.
Continue reading ბეისბოლში ლატალის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
6 მაისს, გიორგობას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) სტუმრობდა. მეუფე იოანემ და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინეს.
მეუფე იოანეს აგრეთვე ახლდნენ სტუმრები ბელგიიდან: მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ბელგიაში დეკანოზი ლეონიდე (გრილიხესი) და დეკანოზ ლეონიდეს მიერ მართლმადიდებლობაზე მოქცეული და მონათლული ჩვიდმეტი ბელგიელი.
Continue reading მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა
27 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ხორნაბუჯში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური შეხვედრა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი” შეხვდა ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს. შეხვედრა გუნდი “კიდობანი”-ს სასარგებლოდ დამთავრდა (ანგარიშით 18-16).
Continue reading სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს
29-30 აპრილს ქ.ზუგდიდში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძუდოში “კოლხეთის თასი 2017” 2002-2003 და 2004-2006 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. მასში ზემო სვანეთის სახელით ასპარეზობდა ცამეტი მოსწავლე, მათგან პირველ საპრიზო ადგილს დაეუფლა სამი ძიუდოისტი: ფარჯიანი საბა (30 კგ.), გირგვლიანი დავით (55 კგ.), ჯაფარიძე აკაკი (60 კგ.).
Continue reading ზემო სვანმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კოლხეთის ტურნირი მოიგეს
26-აპრილს, დაბა მესტიის N2 -საჯარო სკოლაში მოეწყო რაგბის კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდებთან. კავშირის წევრებმა მესტიაში ამოიტანეს და ახალგაზრდებს წარუდგინეს “ბორჯღალოსნების” მიერ მოპოვებული მსოფლიო თასი.
Continue reading “ბორჯღალოსნების” მსოფლიო თასი მესტიაში აიტანეს
გუშინ, 25 აპრილს დაბა მესტიაში, წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური ეტაპი, რომელშიც გაიმარჯვა გუნდმა “ოსანა” და გადავიდა ფინალურ ეტაპზე.
Continue reading კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გუნდი “ოსანა” ფინალურ ეტაპზე გადავიდა
24-აპრილს ქ. ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო მესტიის რაიონის მასშტაბით გამარჯვებულმა გოგონათა გუნდმა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლიდან. მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს რეგიონულ ტურნირშიც.
Continue reading სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო
22-23 აპრილს ლატალის საჯარო სკოლაში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” თაოსნობით მოეწყო საკვირაო ბანაკი. ბანაკის აქტივობებში, ლატალის საჯარო სკოლის გარდა, ასევე მონაწილეობა მიიღეს ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
Continue reading ინგლისურენოვანი საკვირაო ბანაკი – ლატალის საჯარო სკოლაში