22- ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მომლოცველთა ჯგუფმა, რომელიც სიწმინდეების მოსალოცად იტალიაში იმყოფება, დაბადების დღე მიულოცა მეუფე ილარიონს. ამ მეტად სასიამოვნო ფაქტით დაიწყო ეს დღე, შემდეგ ჯგუფი გაადაადგილდა ქალაქ ბოლონიაში, წმინდა ბასილი დიდის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ქართული დიასპორიის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ მეუფეს და მომლოცველთა ჯგუფს. მეუფის პატივსაცემად გაიმართა ქართველი ემიგრანტების მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიალი. მეუფე ილარიონმა გადაიხადა მათთვის სამშვიდობო პარაკლისი. ოყო სიხარული, გულისტკივილის გაზიარება და ცრემლები. იქაურმა მრევლმა სთხოვა მამა ეგნატეს, მიეღო მათი აღსარება, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მიუღიათ. მათ მეუფე ილარიონისა და მამა ეგნატესგან მიიღეს დიდი ნუგეში, დალოცვა და სურვილი – საქართველოში მშვიდობით დაბრუნება. ემოციური დამშვიდობების შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა ქალაქ ლორენტოში, ღვთისმშობლის სახლის მოსალოცად, რომელიც იტალიელებმა, გადმოცემის თანახმად, იერუსალიმში დაშალეს, ყველა ქვა დანომრეს ისე გადმოიტანეს იტალიაში და თავიდან ააშენეს. Continue reading მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან →