Category Archives: სიახლე

ირაკლი ქურასბედიანის მორიგი წარმატება კრივში

13 მაისს ბარსელონაში გაიმართა პროფესიონალური სარეიტინგო ორთაბრძოლა კრივში  ირაკლი ქურასბედიანსა და  მალიორკელ ლორენსო რაიოს შორის. ორთაბრძოლა  ირაკლი ქურასბედიანის  გამარჯვებით დასრულდა,

ირაკლიმ გამარჯვება მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. ორთაბრძოლას ორგანიზატორობდა ირაკლი ქურასბედიანის მწვრთნელი და მენეჯერი დანიელ კასერტა.  მოგებულს  ფულადი პრიზი გადაეცა.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანის მორიგი წარმატება კრივში

უშგულში თამარობა იზეიმეს

14-მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს უშგულის ლამარიის X-XI საუკუნის მონასტერში არსებულ თამარ მეფის სახელობის ტაძარში მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა
იონამ
(გელაშვილი) მონასტრის წევრებთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
Continue reading უშგულში თამარობა იზეიმეს

ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს

13-მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალური შეხვედრები ფრენბურთში. სოფ. ნაკრის სკოლის გოგონათა და სოფ. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში  მეორე ადგილები დაიკავეს.
გოგონათა შორის ნახევარფინალში მონაწილეობდა ექვსი სკოლის გუნდი და გაიმარჯვა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდს სამ გუნდთან მოუწია შეხვედრა და ფინალურ ეტაპზე წყალტუბოს სკოლის გუნდი გადავიდა.
Continue reading ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს

ბეისბოლში ლატალის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

12-მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ  ძევრში ჩატარებულ შეჯიბრებაში სახელწოდებით “დიდი ბეისბოლი ძევრში” ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ: თბილისიდან თემქის ბეისბოლის სკოლა, ვაზისუბნის ბეისბოლის სკოლა, მესტიის რაიონიდან სოფ. ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-LATALI” და თერჯოლიდან ძევრის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-GEORGIA”.
Continue reading ბეისბოლში ლატალის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ლენტეხში გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

10 მაისს დაბა ლენტეხში გაიმართა გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. გერასიმე ქურასბედიანი იყო სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის ოსტატი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე მესამედ, მისივე დაბადების დღეზე იმართება ტურნირი ქვემო სვანეთში.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის  სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სასპორტო სკოლების და ჭიდაობის სექციების მოსწავლეები.
Continue reading ლენტეხში გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

სტიქია ზემო სვანეთში

თითქმის ერთკვირიანმა უამინდობამ და უხვმა ნალექმა საგრძნობლად დააზიანა ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლები და მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.
Continue reading სტიქია ზემო სვანეთში

მეკლდეურობაში გიგა ჯანხოთელმა და მარიამ ქურდიანმა პირველი ადგილები მოიპოვეს

5-9 მაისს თბილისში, ვაკის საცოც დარბაზში ჩატარდა ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალი მეკლდეურობის სამ სახეობაში, სადაც სწრაფ ცოცვაში გიგა ჯანხოთელმა პირველი ადგილი მოიპოვა, ბოლდერინგში  მარიამ ქურდიანმა აიღო პირველი ადგილი,მეკლდეურობის სამივე სახეობაში სალომე მეშველიანი  მეორე ადგილზე გავიდა,ვაჟებიდან კი სწრაფი ცოცვის კატეგორიაში გიორგი ჯაფარიძემ მოიპოვა მეორე ადგილი.
Continue reading მეკლდეურობაში გიგა ჯანხოთელმა და მარიამ ქურდიანმა პირველი ადგილები მოიპოვეს

მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა

6 მაისს, გიორგობას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) სტუმრობდა. მეუფე იოანემ და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა   ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინეს.
მეუფე იოანეს აგრეთვე ახლდნენ სტუმრები ბელგიიდან: მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ბელგიაში დეკანოზი ლეონიდე (გრილიხესი) და  დეკანოზ ლეონიდეს მიერ მართლმადიდებლობაზე მოქცეული და მონათლული ჩვიდმეტი ბელგიელი.
Continue reading მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა

ლუკა ტვილდიანი სიმღერის კონკურსზე გრან პრით დაჯილდოვდა

6 მაისს, თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს  შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, სადაც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებმა გრან პრი და ორი მე-2-ე ადგილი მოიპოვეს.
Continue reading ლუკა ტვილდიანი სიმღერის კონკურსზე გრან პრით დაჯილდოვდა

მოსწავლეებმა თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოილოცეს

2 მაისს ლატალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებთან ერთად, მოვილოცე თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი დაესუფთავებინათ ტაძარი და მისი მიმდებარე ტერიტორია. თანღილს ზაფხულობით ბევრი მომლოცველი თუ ტურისტი სტუმრობს და ეს ინიციატივა მეტად საჭირო აღმოჩნდა იქ ჩატარებული ხალხური დღესასწაულის შემდეგ.
Continue reading მოსწავლეებმა თანღილის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მოილოცეს

ლენტეხის სამხატვრო სკოლა ”სააღდგომო ფესტივალზე”

29 აპრილს თბილისში სამების საკათედრო ტაძარში  გაიმართა ”სააღდგომო ფესტივალი” , რომელშიც მონაწილეობდნენ დასავლეთ საქართველოს რეგიონის სამხატვრო სკოლები. ფესტივალზე ლენტეხის სამხატვრო სკოლის 27 -მა აღსაზრდელმა და ორმა პედაგოგმა (თამილა ლიპარტელიანი და მთვარისა გაზდელიანი) წარადგინა საკუთარი  ნამუშევარი. ფესტივალს ორგანიზატორობდნენ  საპატრიარქოსთან არსებული  “ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების  ცენტრი”  და კომპანია  ”სტუდია  N”.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლა ”სააღდგომო ფესტივალზე”

სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს

27 აპრილს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ხორნაბუჯში გაიმართა კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ნახევარფინალური შეხვედრა უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ლენჯერის N1 საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი” შეხვდა ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდს. შეხვედრა გუნდი “კიდობანი”-ს სასარგებლოდ დამთავრდა (ანგარიშით  18-16).
Continue reading სვანეთიდან კონკურსის ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალში 3 გუნდი იასპარეზებს