Category Archives: ლენტეხის მუნიციპალიტეტი

საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქების მიხედვით

1. დაბა ლენტეხის მაჟორიტარული ოლქი

ზურაბი ლიპარტელიანი – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” (№2),

ზვიადი ლიპარტელიანი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (№5),

ირაკლი ქურასბედიანი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ (№41).

Continue reading საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარული ოლქების მიხედვით

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების მიერ

გთავაზობთ 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების სიებს (ე.წ. “პარტიული სიები”) წარმოდგენილს საარჩევნო სუბიექტების მიერ.  საარჩევნო სუბიექტების ჩამონათვალი დალაგებულია საარჩევნო ბიულეტენში მათი ნომრების მიხედვით:

Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების მიერ

„განახლებული რეგიონები“-ს პროგრამამ ლენტეხელთა გული ვერ მოიგო

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ქვემო სვანეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. მოსახლეობა ჩივის, რომ ერთიდაიგივე პროექტები ყოველი არჩევნების წინ, საჩქაროდ და უხარისხოდ სრულდება. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ კი დაბა ლენტეხში თამარ მეფის ქუჩის თითქმის ყოველწლიურ რეაბილიტაციას ასახელებენ. Continue reading „განახლებული რეგიონები“-ს პროგრამამ ლენტეხელთა გული ვერ მოიგო

ჯამლათ გვიდიანი – ლენტეხის მერობის კანდიდატია

1 სექტემბერს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ საჯაროდ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ჯამლათ გვიდიანი იქნება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ამ პარტიიდან. Continue reading ჯამლათ გვიდიანი – ლენტეხის მერობის კანდიდატია

საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ხარვეზები

ლენტეხის მუნციპალიტეტში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს. ზოგიერთმა მათგანმა ჩვენთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის 8 არაპარტიული წევრი, Continue reading საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ხარვეზები

ოპოზიციური პარტიები მცირე ელექტორატიან რეგიონებზე ფსონებს არ დებენ

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ქვემო სვანეთის ამომრჩეველთა სიაში 5 861 ადამიანი იყო დაფიქსირებული, აქედან მხოლოდ 3 145 ამომრჩეველი (54%) გამოცხადდა არჩევნებზე. სავარაუდოდ, 2 ოქტომბრისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა ქვემო სვანეთში დაახლოებით იგივე იქნება, საბოლოო სია ჯერ გამოქვეყნებული არ არის. Continue reading ოპოზიციური პარტიები მცირე ელექტორატიან რეგიონებზე ფსონებს არ დებენ

ლენტეხში კლინიკის მედპერსონალმა გაფიცვა შეაჩერა

24 დეკემბერს, დაბა ლენტეხში, შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”-ს კლინიკის მედპერსონალმა აქცია მოაწყო. მათ ნაწილობრივი გაფიცვის შესახებ წინა დღეს გააკეთეს განცხადება.

Continue reading ლენტეხში კლინიკის მედპერსონალმა გაფიცვა შეაჩერა

ქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს

23 დეკემბერს, დაბა ლენტეხის კლინიკის მთავარმა ექთანმა ანჟელა ქურასბედიანმა გაავრცელა განცხადება მედპერსონალის გაფიცვის შესახებ.  როგორც განცხადების ტექსტშია გადმოცემული, კლინიკის თანამშრომლები აპროტესტებენ თვეობით აუღებელ ხელფასებს და კლინიკაში არსებულ გაუსაძლის სამუშაო პირობებს. Continue reading ქვემო სვანეთში ერთადერთი კლინიკის მედპერსონალი გაფიცვას აცხადებს

ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს

31 ოქომბერს, დაბა ლენტეხში, ოპოზიციური პარტიების რამდენიმე წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო დარღვევებზე გააკეთა განცხადება, თუმცა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ამავდროულად ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი ბრალდებებს უარყოფს. Continue reading ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს

ხელოვანი ადამიანის თვალით დანახული ემიგრაცია

მიგრაციის პროცესი რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ შეაფერხა ეს ყველასთვის ცნობილია, ცალკე პრობლემაა საქართველოს რეგიონებიდან და სოფლებიდან დიდ ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში მოსახლეობის მიგრაცია. გადავწყვიტე მიგრაციის მიზეზებზე და მისეულ გამოცდილებაზე ქვემო სვანეთში მცხოვრებ ერთ ხელოვანს გავსაუბრებოდი, რომელიც წლების განმავლობაში ევროპაში ცხოვრობდა. მის საუბარში ბევრი საინტერესო და საჭირბოროტო   პრობლემა წამოტივტივდა, გთავაზობთ ამ მონოლოგის ნაწილს:
Continue reading ხელოვანი ადამიანის თვალით დანახული ემიგრაცია

ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა

ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას ინფორმაციით, ქვემო სვანეთში 2019-2020 სასწ. წელს მე-12 კლასი დაამთავრა 48 მოსწავლემ. ოქროს მედალზე დაამთავრეს: დარეჯან ლიპარტელიანმა, თინა ლიპარტელიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ალექსი ქურასბედიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, დირ. ნატო ჯანხოთელი), დავით ტვილდიანმა, ვანო ტვილდიანმა – (რცხმელურის საჯარო სკოლა, დირ. ხათუნა ტვილდიანი), მარიამ აფაქიძემ – (ხელედის საჯარო სკოლა, დირ. მურადი ჩანქსელიანი), ვერცხლის მედალზე დაამთავრა ნათია ლიპარტელიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა).

Continue reading ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა

ლატფარობაზე წირვა მეუფე სტეფანემ აღავლინა

8 აგვისტოს, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) წირვა აღავლინა ლატფარის უღელტეხილზე მდებარე წმ. ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში. ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი), დეკანოზი გიორგი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები.

Continue reading ლატფარობაზე წირვა მეუფე სტეფანემ აღავლინა