Category Archives: ახალგაზრდობა

20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

უკვე მერვე  წელია, აგვსიტოს მეორე ნახევარში, დაბა ლენტეხში ტარდება შესანიშნავი  ლენტეხელი ახალგაზრდის, უდროოდ დაღუპული იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი  ფეხბურთში,  ღონისძიებას საფუძველი ლენტეხის ახალგაზრდობამ  იასონ ქურასბედიანის ძმის  – ირაკლის ხელმძღვანელობით ჩაუყარა.
Continue reading 20 აგვისტოს იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა

“სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში

25-26 აგვისტოს, პირველად ქვემო სვანეთის ისტორიაში, სვანური ფოლკლორის ფესტივალი -,,სვანფესტი” ჩატარდება. კულტურული ღონისძიება პროექტის – “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლ”-ის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს  არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” ახორციელებს, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.

“svanetiinfo.ge” “სვანფესტთან” დაკავშირებით “ლაჰილ”-ის თანადამფუძნებელს ზვიად მუსელიანს გაესაუბრა: Continue reading “სვანფესტი” – პირველი ფოლკლორული ფესტივალი ქვემო სვანეთის ისტორიაში

ბაკური და მისი მეგობრები – ლენტეხში

18 აგვისტოს 20:00 სთ-ზე ლენტეხის სახლში კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ გიგი ადამაშვილი, რეზიკო დიდებაშვილი, მარიამ და თემო კახელიშვილები, რეზი ქარცივაძე, საბა ივანიშვილი, და ბაკურ ჩანქსელიანი. კონცერტის ორგანიზატორიც ბაკურ ჩანქსელიანია. “svanetiinfo.ge” მას დაუკავშირდა:
Continue reading ბაკური და მისი მეგობრები – ლენტეხში

ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !

ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა: Continue reading ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !

წარმატებული ლენტეხელი მოსწავლეები ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-11-ე და მე -12-ე კლასის წარმატებულმა მოსწავლეებმა  –  ილია მირზას ძე გაზდელიანმა, ელენე ნიკოლოზის ასულმა ბენდელიანმა და გიორგი ავთოს ძე ონიანმა ინგლისური ენის შესასწავლად დიდი ბრიტანეთის საგზურები მოიპოვეს. “ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა გაერთიანებულ სამეფოში“  – ამ პროექტში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეები ჯგუფის ლიდერების, უფროსი მასწავლებლისა და უცხოელი ექსპერტისაგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ქვეპროგრამაში შემუშავებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია.

Continue reading წარმატებული ლენტეხელი მოსწავლეები ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრნენ

“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”

“ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”- ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი”-ის მიმდინარე პროქტი, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.

Continue reading “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე”

” ობსკურას” წარმომადგენლებმა ლენტეხელ მოსწავლეებს ფოტოხელოვნებაში მასტერკლასი ჩაუტარეს

ლენტეხის სამხატვრო სკოლას საზოგადოება “ობსკურას” წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათი ვიზიტის მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაა.

Continue reading ” ობსკურას” წარმომადგენლებმა ლენტეხელ მოსწავლეებს ფოტოხელოვნებაში მასტერკლასი ჩაუტარეს

“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის,  უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.
Continue reading “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში

ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა

26 ივლისს, ადგილობრივ ქალთა ინიციატივით ქალთა შორის ფრენბურთში ლენტეხის პირველობაზე შეჯიბრი ჩატარდა.  ღონისძიება ლენტეხის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის,  ქალბატონ დონარა მუსელიანის თაოსნობით მოეწყო. შეჯიბრში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. პირველობისთვის ერთმანეთს შეხვდნენ გუნდები  –“ლენტეხი”,  “ლექსურა”, “ლენტეხის საშუალო სკოლა” და “ჩოლური”.
Continue reading ლენტეხში ქალთა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა

“ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი

30 ივნისიდან 9 ივლისამდე მესტიაში ალპინისტების შეკრება მოეწყო. მასში ლენტეხელი  მიხეილ ლიპარტელიანი და გიორგი მუსელიანიც მონაწილეობდნენ, რომელთაც რეკომენდაცია ცნობილმა მთამსვლელმა და მეკლდეურმა გურამ გაზდელიანმა გაუწია.
Continue reading “ვურჩევ ყველას, იაროს მთაში…” – ახალგაზრდა ალპინისტი მიშა ლიპარტელიანი

დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება

დღეს, საღამოს 8 საათზე ცაგერში მწვანე თეატრში  “მწვანე ფესტივალი” იწყება, რომელიც უწყვეტად 2 დღე-ღამე გაგრძელდება, ხოლო  ცაგერი შემდეგ საქართველოს სხვა კუთხეებში გადაინაცვლებს.
Continue reading დღეს საღამოს ცაგერში “მწვანე ფესტივალი” იწყება

”ღამე მუზეუმში” – მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო

ინგა ონიანი, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი
ინგა ონიანი, ლენტეხის ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი

20 მაისს შემოქმედებითი საღამო მოეწყო ლენტეხის ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
Continue reading ”ღამე მუზეუმში” – მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემოქმედებითი საღამო მოეწყო