Category Archives: საზოგადოება

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მოანაცემები გამოაქვეყნა, თუმცა, კანონმდებლობის შესაბამისად, საბოლოო  შეჯამება 27 ოქტომბრისთვის მოუწევს.

Continue reading 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ლენტეხში ამომრჩეველს შეხვდა

“მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის”  პარტიის ლიდერი ბატონი პაატა ბურჭულაძე 21 სექტემბერს  ლენტეხის მოსახლეობას  შეხვდა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი როსტომ ცხვედიანი, ასევე ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი  ირაკლი ყიფიანი წარუდგინა“საქართველოს ხალხი იმსახურებს ღირსეულ სახლმწიფო პოლიტიკას, ღირსეულ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს, განათლების სწორ და პროდუქტიულ სისტემას,  დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი ჰყავს, ეს არის უიმედობა, მე ჩამოვედი აქ იმიტომ, რომ არ დავკარგოთ ხვალინდელი დღის იმედი, არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი…  ”  თქვა თავის სიტყვაში პარტიის ლიდერმა.

Continue reading მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის ლენტეხში ამომრჩეველს შეხვდა

მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

გაიცანით  მუსიკოსი, მხატვარი, სკულპტორი, ხეზე კვეთის უბადლო ოსტატი… უბრალოდ შესანიშნავი, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი ანდრო მუკბანიანი.  მიუხედავად  ყმაწვილური ასაკისა, ის უკვე ჩამოყალიბებული ხელოვანი და ოსტატია. მის ნამუშევრებს საქართველოს მრავალ ეკლესიასა თუ კერძო კოლექციებში შეხვდებით, ყოველი მათგანი ახალგაზრდა შემოქმედის სულის ნაწილია, ხეში ნაკვეთი ულამაზესი გვირისტებით და ძველქართული ორნამენტებით მოჭიქული, იშვიათი შერწყმა ნიჭიერების და შრომისმოყვარეობისა. ტრადიციული სვანური საკრავების უზადო ოსტატი და ამავე საკრავებზე ვირტუოზული შემსრულებელი. ანდრო მუკბანიანი სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ჰყავს შეგირდები, ახლო მომავალში ხსნის ხეზე კვეთის სკოლას ჩოლურში. ის არის ანსამბლ “მუჟე ნარი”-ს სოლისტი, აქვს უამრავი შეკვეთა… და მაინც ყველაფერს ასწრებს.

Continue reading მიეცით ნიჭსა გზა ფართო…  

ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

1 სექტემბერს ლენტეხის კულტურის სახლში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა. ოცნების მთავრობის ოთხწლიანი მუშაობის შედეგები, სამომავლო გეგმები,  წინასაარჩევნო დაპირებები, მთავრობის პრიორიტეტები – ეს იყო საკითხები, რომლებზეც ენუქიძესთნ ერთად მხარის გუბერნატორმა – პაპუნა მარგველიძემ ისაუბრა.

Continue reading ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ენუქიძე ლენტეხის მოსახლეობას შეხვდა

სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის მოხდა ლენტეხის, მესტიის, ამბროლაურის, ონის და ცაგერის საარჩევნო ოლქების გაერთიანება ერთ საარჩევნო ოლქში. შედეგად საქართველოს პარლამენტში ამ ხუთი მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელი იქნება ერთი მაჟორიტარი დეპუტატი.

Continue reading სვანეთის, რაჭისა და ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”

20 სექტემბერს დაბა ლენტეხის ცენტრში უჩვეულო სანახაობის მოწმენი გავხდით. ლენტეხს ესტუმრენ მოზარდები, რომელთაც მოაწყვეს  ფლეშმობი – “შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის ფარგლებში.
Continue reading ფლეშმობი ლენტეხში – “შენი ხმა ჩვენი მომავალია”

ანსამბლი “ლაგუშედა” ბლექ სი არენაზე

3 სექტემბერს შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენაზე” გამართულ ფოლკლორული ფესტივალის დამაგვირგვინებელ, გრანდიოზულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ლენტეხის ფოლკლორულმა ანსამბლმა “ლაგუშედა”-მ.

Continue reading ანსამბლი “ლაგუშედა” ბლექ სი არენაზე

კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)

კითხვა:  რა არის „გენდერული თანასწორობის შესახებ“  საქართველოს კანონის მიზანი ?
Continue reading კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)

26 აგვისტოს ცაგერში მაქსიმობა აღინიშნა

26 აგვისტო, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღე, ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში.  ამ დღეს მომლოცველები თაყვანს სცემენ დიდი საეკლესიო მოღვაწის წმინდა ნაწილებს, რომლებიც დაბრძანებულია ქალაქ ცაგერში მისივე სახელობის მონასტერში.

Continue reading 26 აგვისტოს ცაგერში მაქსიმობა აღინიშნა

“…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია

25 აგვისტოს დაბა ლენტეხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
Continue reading “…მომავალი ოთხი წლის განმავლობაში აუცილებლად ავაშენებთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალ გზას…” – პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნოდ დაბა ლენტეხს ეწვია

გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა ქვემო სვანეთის გარდა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი და ცაგერი.

ქუთაისში გაზეთი “სვანეთი”-ს შეძენა შესაძლებელია შემდეგ პუნქტებში:

ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ყოფილი რკინიგზის სადგურის წინ მდებარე პრესის ჯიხურში;
Continue reading გაზეთი “სვანეთი” უკვე ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდში და ცაგერშიც ვრცელდება

კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)

კითხვა: რა როლი აკისრია საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში?
Continue reading კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)