All posts by გაზეთი "სვანეთი"

იურიდიული კონსულტაცია დისკრიმინაციის შესახებ (R)

კითხვა: რა არის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი და მოქმედების სფერო?

პასუხი: 2014 წლის 02 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 07 მაისს.
Continue reading იურიდიული კონსულტაცია დისკრიმინაციის შესახებ (R)

15 ივლისს ლენტეხში აუქციონი ტარდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული პაზის მარკის ავტობუსების პრივატიზების მიზნით 2016 წლის 15 ივლისს ტარდება აუქციონი 20%-იანი ფასდაკლებით. Continue reading 15 ივლისს ლენტეხში აუქციონი ტარდება

ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა

წუხელ ძლიერმა ქარიშხალმა  სოფ.ჩიხარეშის საჯარო სკოლის გვერდით მდებარე ხე წააქცია, რომელიც სკოლას დაეცა და ძლიერად დააზიანა. დაზიანებულია სხვა შენობებიც.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ლაშხეთის უმეტეს სოფლებს. სტიქიის ზონაში ლენტეხის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ზარალი დაითვალეს.
Continue reading ქარიშხალმა სოფელი ჩიხარეშიც დააზარალა

წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა

წუხელ დაბა ლენტეხში ამოვარდნილმა  ძლიერმა ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა როგორც მოსახლეობას, ასევე ლენტეხში მდებარე სხვადასხვა შემობა-ნაგებობებს. სტიქიის შედეგად  წმ. გიორგის სახელობის მონასტრის ერთ-ერთი შენობის ფრონტონი დაზიანდა. ნაწილობრივ ჩაიმტვრა მეზობლად მდებარე შენობის სახურავი, ასევე, ლენტეხში მაცხოვრებელი  ხუტა ფურელიანის სახლის სახურავი. ქარიშხლის შედეგად  მდ. ხელედურაზე მდებარე ხიდზე ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევამ  ხიდის რკინის მოაჯირი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის შედეგად წაიქცა შური ბენდელიანის მემორიალური ქვა. არანაკლები ზიანი მიადგა გარემოს. ათეულობით ხე არის წაქცეული.
Continue reading წუხელ ქარიშხალმა დაბა ლენტეხი დააზარალა

უფასო ტრენინგებზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაბა ლენტეხში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას.
Continue reading უფასო ტრენინგებზე რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

კითხვები და პასუხები დისკრიმინაციის შესახებ (R)

კითხვა: რა არის დისკრიმინაცია?

პასუხი: დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio – განსხვავება) – ნიშნავს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან უპირატესობის მინიჭებას.
Continue reading კითხვები და პასუხები დისკრიმინაციის შესახებ (R)

ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამოფენა-გაყიდვა გამართა

მიმდინარე  წლის  14 ივნისს ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამართა  წლის შემაჯამებელი გამოფენა-გაყიდვა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა თამარ მეფის ქუჩაზე გამოფინეს სხვადასხვა სახის შესანიშნავი  ნახატები, ხელით ნაქსოვები, თექაში შესრულებული ქუდები, ხალიჩები, ჩანთები, გობელენები.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ გამოფენა-გაყიდვა გამართა

ანსამბლი “მიჟე ნარი” – ბათუმში

12 ივნისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ჩოლურის ფოლკლორულმა ანსამბლმა “მიჟე ნარი”, ჯუმბერ მუკბანიანის ხელმძღვანელობით, “სვანური ფოლკლორის კონცერტი” გამართა. Continue reading ანსამბლი “მიჟე ნარი” – ბათუმში

გოჩა ჭაბუკაიძის კონცერტი ლენტეხში

ავტორი: ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი

გოჩა ჭაბუკაიძის ტურნეს ფარგლებში, 7 და 9 ივნისს  ქალაქ  ცაგერსა და დაბა ლენტეხში ჩატარდა  კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა ნიჭიერმა მომღერალმა ბაკურ ჩანქსელიანმა. ამ კონცერტების შესახებ ჩვენ ბაკურს გავესაუბრეთ :
Continue reading გოჩა ჭაბუკაიძის კონცერტი ლენტეხში

დაბა ლენტეხის პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბენდელიანი

ავტორი: ნანი ბენდელიანი, დაბა ლენტეხი

დაბა ლენტეხში წლების განმავლობაში არსებულ პრობლემებზე ვესაუბრეთ გამგებლის წარმომადგენელს ანზორ ბენდელიანს:
Continue reading დაბა ლენტეხის პრობლემებზე საუბრობს ანზორ ბენდელიანი

დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

29 მაისს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დაბა ლენტეხში მშენებარე საკათედრო ტაძრის საძირკველი აკურთხა.
Continue reading დაბა ლენტეხში საკათედრო ტაძარი შენდება

თენგიზ გაზდელიანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა

ფოტოს ავტორი: ერეკლე გურჩიანი
ფოტოს ავტორი: ერეკლე გურჩიანი

26 მაისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში საქართველოს ნაკრების წევრმა თენგიზ (თენგო) გაზდელიანმა (მწვრთნელი ერეკლე გურჩიანი) ვერცხლის მედლები მოიპოვა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით ასპარეზობაში.
Continue reading თენგიზ გაზდელიანი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა