Category Archives: ახალგაზრდობა

სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს

15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა  და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ  და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს

გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
Continue reading გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში ქალთა შორის

გუშინ, 17 ოქტომბერს,  მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 57 კგ-მდე წონითი კატეგორიაში. ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული ეთერის მიერ სეტემბერში მონიჭებული სიხარული, როცა ის პირველი გახდა ქართველ ქალ-ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ახლა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში ქალთა შორის

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

გუშინ, 12 სექტემბერს, ფინეთის ქალაქ ვანტააში, ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა ძიუდოში ახალგაზრდებს შორის (-57კგ). ქართული ძიუდოს ისტორიაში ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება

10 აგვისტოს, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარე წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი). ეს ტაძარი ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ ერთერთ უღელტეხილზე, ლატფარის უღელტელზე მდებარეობს. Continue reading ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება

ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში

18-21 ივლისს დაბა ლენტეხის სპორტ-კომპლექსის ღია კედელზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ახალგაზრდებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში და ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირი გუნდებს შორის. ჩემპიონატი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირში პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცა: Continue reading ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში

ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა

9 ივლისს, ქ. ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით გაიმართა “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019”. Continue reading ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა

რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე

24 მაისს – ქ. ამბროლაურში, 23 მაისს – ქ. ონში, 17 მაისს – დაბა ლენტეხში, 15 მაისს – ქ. ცაგერში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ფონდი „აფხაზინტერკონტი”“, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროექტის მართვა“ (II ნაწილი);
Continue reading რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასის ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 57კგ. წონით კატეგორიაში. საქართველოდან შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო 70კგ-მდე წონით კატეგორიაში.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თორნიკე გვიჭიანმა ევროპის პირველობა მოიგო

14 აპრილს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის პირველობაზე ჭიდაობა სამბოში თორნიკე გვიჭიანმა ოქროს მედალი მოიპოვა  ახალგაზრდებს შორის 74 წონით კატეგორიაში. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც ოქტომბრის თვეში გაიმართება.

ამ ევროპის პირველობაზე ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის ქართველმა სამბისტებმა მთლიანობაში წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 8 ვერცხლის და  6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
Continue reading თორნიკე გვიჭიანმა ევროპის პირველობა მოიგო

ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში

2 მარტს მადრიდში გამართულ შეჯიბრზე ახალგაზრდებს შორის 19 წლის ილია ვალერის ძე  ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონი გახდა ძიუდოში 90კგ. წონით კატეგორიაში.

ილია ვალერის ძე ხაბულიანი დაიბადა 1999 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. მისი მშობლები ქვემო სვანეთის ჩოლურის თემიდან არიან: მამა –  სოფ. ფანაგიდან, დედა ხათუნა ქურდიანი – სოფ. ლეუშერიდან. მათ 1998 წელს საქართველოში შექმნეს ოჯახი და ესპანეთში 1999 წელს გადასახლდნენ.
Continue reading ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში

ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს

ეს ახალგაზრდა კაცი გახლავთ ესტონეთში არსებული ქართული რადიო-გადაცემის “სამკვიდრო”-ს ავტორი და წამყვანი ალექსანდრე (ლექსო) ჩანადირი. გადაცემა “სამკვიდრო” ესტონეთის რუსულენოვანი საზოგადოებრივი რადიოს – Raadio 4-ის ეთერში გადაიცემა. ლექსო დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას და ინტერვიუს ჩაწერას:
მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხვდით  ესტონეთში?
ესტონეთში 2011 წელს ჩამოვედი, ტარტუს უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, დავამთავრე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტშივე ვიმუშავე 4 წელი.
Continue reading ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს