ქვემო სვანეთში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

25 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს. შეზღუდვა იმოქმედებს დაბა ლენტეხზე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებზე, რომელნიც ჟახუნდერის ქვესადგურზე არ არიან ჩართული.
Continue reading ქვემო სვანეთში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

გარდაიცვალა არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე)

არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე) დაიბადა 1949 წელს. 1985 წლიდან ცხოვრობდა ბეთანიის მონასტერში, 1989 წელს აღიკვეცა ბერად ამავე მონასტერში. 1991 წელს შიო-მღვიმის მონასტერში აკურთხეს ბერ-დიაკვნად. ამავე წელს მეუფე დავითმა ალავერდელმა აკურთხა მღვდელ-მონაზვნად. Continue reading გარდაიცვალა არქიმანდრიტი ანტონი (ბურდილაძე)

გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
Continue reading გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში ქალთა შორის

გუშინ, 17 ოქტომბერს,  მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 57 კგ-მდე წონითი კატეგორიაში. ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული ეთერის მიერ სეტემბერში მონიჭებული სიხარული, როცა ის პირველი გახდა ქართველ ქალ-ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ახლა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში ქალთა შორის

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

გუშინ, 12 სექტემბერს, ფინეთის ქალაქ ვანტააში, ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა ძიუდოში ახალგაზრდებს შორის (-57კგ). ქართული ძიუდოს ისტორიაში ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება

10 აგვისტოს, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე მდებარე წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს დეკანოზი იაკობი (კვირიკაშვილი). ეს ტაძარი ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელ ერთერთ უღელტეხილზე, ლატფარის უღელტელზე მდებარეობს. Continue reading ზღვის დონიდან 3 000 მ.-ზე, ლატფარის უღელტეხილზე მდებარე ტაძარში წირვა აღევლინება

ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში

18-21 ივლისს დაბა ლენტეხის სპორტ-კომპლექსის ღია კედელზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ახალგაზრდებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში და ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირი გუნდებს შორის. ჩემპიონატი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირში პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცა: Continue reading ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში

ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა

9 ივლისს, ქ. ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – “ფონდი აფხაზინტერკონტის“ (AIC) ორგანიზებით გაიმართა “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019”. Continue reading ამბროლაურში “სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი – 2019” გაიმართა

ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა

დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში, ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფმა ისევ გადაკეტა გზა სოფ. ბაბილსა და სოფ. მაცხვარლამეზურს შორის. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია დაბა ლენტეხიდან სოფ. მაცხვარლამეზურის, ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფლის, უშგულის და სხვა სოფლების მიმართულებით.
Continue reading ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა

ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონია

გუშინ, 22 ივნისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ ევროპულ თამაშებზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოში 60კგ-მდე წონით კატეგორიაში. ევროპულ თამაშებზე მიმდინარე ძიუდოისტთა შეჯიბრი პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებს და ლუხუმმა თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოიგო.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონია

ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

დღეს, 3 ივნისს, 10 სთ-დან დაახლოებით 12 სთ-მდე, დაბა ლენტეხში  საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. გაფიცვის მიზეზი ბოლო 3 თვის აუღებელი ხელფასი იყო.
Continue reading ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

სვანეთის საინფორმაციო ცენტრი