რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე

24 მაისს – ქ. ამბროლაურში, 23 მაისს – ქ. ონში, 17 მაისს – დაბა ლენტეხში, 15 მაისს – ქ. ცაგერში – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონულმა ჰაბმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ფონდი „აფხაზინტერკონტი”“, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „პროექტის მართვა“ (II ნაწილი);
Continue reading რეგიონულმა ჰაბმა ლენტეხსა და რაჭა-ლეჩხუმში ტრენინგები ჩაატარა პროექტის მართვის საკითხებზე

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

19 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასის ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 57კგ. წონით კატეგორიაში. საქართველოდან შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო 70კგ-მდე წონით კატეგორიაში.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ირაკლი ქურასბედიანმა მორიგი ორთაბრძოლა მოიგო

13 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ირაკლი  იმედას ძე ქურასბედიანმა, რომელიც პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს, მორიგი ორთაბრძოლა მოიგო.  წარმატებული სვანი მოკრივის  მეტოქე ამჯერად ესპანელი აველინო ვაზკეცი იყო.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანმა მორიგი ორთაბრძოლა მოიგო

გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვისას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა გოჩა გრიგოლის ძე ლიპარტელიანი. იგი ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მსახურობს დიაკონის ხარისხში. მამა გოჩა (ლიპარტელიანი) ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ლენტეხის რაიონის სოფ. ლასკადურაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე ჯენარო ონიანი  და ხუთი ვაჟი.
Continue reading გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”

ქვემო სვანეთის სოფ. თეკალში მდებარე ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში საოცარ სანახაობას ნახავთ: ელ. სადენების დამჭერი ძველისძველი ბოძები ერთმანეთს არიან მიყრდნობილი ურთიერთგასამაგრებლად. ენერგო-ინფრასტრუქტურის ეს “თანამედროვე” ნაგებობა 2017 წელს შექმნეს ჩვენმა ენერგეტიკოსებმა, მას შემდეგ რაც  ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის სადენების გადამცემ ბოძს მათივე უყურადღებობის გამო ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალა, რის შედეგადაც  ჩოლურის თემის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა.
Continue reading სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”

თორნიკე გვიჭიანმა ევროპის პირველობა მოიგო

14 აპრილს, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ ევროპის პირველობაზე ჭიდაობა სამბოში თორნიკე გვიჭიანმა ოქროს მედალი მოიპოვა  ახალგაზრდებს შორის 74 წონით კატეგორიაში. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც ოქტომბრის თვეში გაიმართება.

ამ ევროპის პირველობაზე ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის ქართველმა სამბისტებმა მთლიანობაში წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროს, 8 ვერცხლის და  6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
Continue reading თორნიკე გვიჭიანმა ევროპის პირველობა მოიგო

ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში

2 მარტს მადრიდში გამართულ შეჯიბრზე ახალგაზრდებს შორის 19 წლის ილია ვალერის ძე  ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონი გახდა ძიუდოში 90კგ. წონით კატეგორიაში.

ილია ვალერის ძე ხაბულიანი დაიბადა 1999 წლის 11 ნოემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში. მისი მშობლები ქვემო სვანეთის ჩოლურის თემიდან არიან: მამა –  სოფ. ფანაგიდან, დედა ხათუნა ქურდიანი – სოფ. ლეუშერიდან. მათ 1998 წელს საქართველოში შექმნეს ოჯახი და ესპანეთში 1999 წელს გადასახლდნენ.
Continue reading ილია ხაბულიანი ესპანეთის ჩემპიონია ძიუდოში

ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

გუშინ, 22 მარტს, დაბა ლენტეხში დაგეგმილი იყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის საჯარო განხილვა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დიდმა ჯგუფმა გამართა საპროტესტო აქცია, შენობაში არავინ შეუშვა, რის გამოც განხილვა ჩაიშალა.
Continue reading ლენტეხში მოსახლეობამ ჰესის პროექტის განხილვა ჩაშალა

“ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში

ტალინის კონფერენციაზე საშუალება გვქონდა რამდენიმე წუთიანი კომენტარი ჩაგვეწერა ესტონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან ზაზა წერეთელთან. ის პროფესიით ექიმია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი ოჯახი ტალინში ცხოვრობს, ბატონი ზაზა ამჟამად ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, მისი ვაჟი კი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
ბატონო ზაზა, ესტონეთში 10 წლის წინ ჩამობრძანდით და რას ამჩნევთ როგორ განვითარდა იგი მას შემდეგ, რამდენად იქონია გავლენა ევროკავშირში შესვლამ ? Continue reading “ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში

ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს

ეს ახალგაზრდა კაცი გახლავთ ესტონეთში არსებული ქართული რადიო-გადაცემის “სამკვიდრო”-ს ავტორი და წამყვანი ალექსანდრე (ლექსო) ჩანადირი. გადაცემა “სამკვიდრო” ესტონეთის რუსულენოვანი საზოგადოებრივი რადიოს – Raadio 4-ის ეთერში გადაიცემა. ლექსო დიდი სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან შეხვედრას და ინტერვიუს ჩაწერას:
მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხვდით  ესტონეთში?
ესტონეთში 2011 წელს ჩამოვედი, ტარტუს უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა, დავამთავრე მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობის განხრით, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტშივე ვიმუშავე 4 წელი.
Continue reading ესტონეთში ქართული რადიო-გადაცემა არსებობს

“საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი

თებერვალში ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის” მიერ გამართული კონფერენციის პანელზე “ევროპა სახლიდან იწყება: განვითარებადი რეგიონული მედია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” საინტერესო დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მედია-ექსპერტები: საქართველოდან – გალინა პეტრიაშვილი, უკრაინიდან – ანდრეი ევჩენკო, ესტონეთიდან – არტურ აუკონი (Aukon), ფინეთიდან – იარმო მეკელე (Jarmo Mäkelä).
Continue reading “საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი

თორნიკე გვიჭიანმა და ავთო მუკბანიანმა საქართველოს ღია პირველობა მოიგეს

3 მარტს თბილისში გაიმართა საქართველოს ღია პირველობა სამბოში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის. ახალგაზრდა სამბისტებს შორის თორნიკე გვიჭიანმა (74 კგ-მდე) და ავთო მუკბანიანმა (54 კგ-მდე) პირველი ადგილები მოიპოვეს და აპრილის შუა რიცხვებში ევროპის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც კვიპროსში გაიმართება. აღნიშნული მოჭიდავეები თბილისის სახელით გამოვიდნენ, რის მიზეზადაც ჩვენთან საუბარში თორნიკე გვიჭიანმა, დიდი გულისტკივილით, ლენტეხელი სპორტსმენების მიმართ “ხელმწიფებათა” უყურადღებობა დაასახელა.
Continue reading თორნიკე გვიჭიანმა და ავთო მუკბანიანმა საქართველოს ღია პირველობა მოიგეს

სვანეთის საინფორმაციო ცენტრი