Category Archives: საზოგადოება

ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მ. ხერგიანის  ქუჩის მონაკვეთი  მოხატეს.  ნახატებზე ასახული იყო ბავშვთა თავისუფალი, ლაღი და ფერადი სამყარო.

მოსწავლეებს მიეცათ დავალება შეექმნათ სპონტანურად მოფიქრებული ნახატები, სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი. ნახატები შესრულდა ფერადი ცარცით. საჭირო მასალა მოსწავლეებმა თვითონვე მოიმარაგეს, რის შესახებაც 2 დღით  ადრე იყვნენ გაფრთხილებულნი პედაგოგების მიერ.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა

“… მესტია და ლენტეხი უნდა გაერთიანდეს…” – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ

25 მაისს მესტიაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის სახალხო განხილვის შემდეგ პარლამენტარმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტთან საუბარში აუცილებლობად მიიჩნია მესტიის მუნიციპალიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან გამოყოფა და ლენტეხის მუნიციპალიტეტთან ერთად ახალი გუბერნიის შექმნა.
Continue reading “… მესტია და ლენტეხი უნდა გაერთიანდეს…” – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ

მესტიაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გაიმართა

25 მაისს მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გაიმართა. დარბაზში მყოფ საზოგადოებას საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობის შესახებ ესაუბრენ სამართლის დოქტორი ვასილ გონაშვილი და  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი ვოლსკი, ცოტნე ზურაბიანი, დავით მათიკაშვილი. Continue reading მესტიაში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვა გაიმართა

მესტიაში 26 მაისი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

26-მაისს, მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სეტის მოედანზე გაიმართა ზემო სვანეთის  სხვადასხვა სოფლებიდან ადგილობრივი რეწვის   ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ხელნაკეთმა ნივთებმა უცხოელი ტურისტების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს, ასევე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ქალბატონ ნელი ნავერიანის გამოსვლით გაიხსნა.
Continue reading მესტიაში 26 მაისი სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისს ლენტეხში კონცერტი ჩატარდა და ნახატების გამოფენა მოეწყო

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით (ხელმძღვანელი მარადი ლიპარტელიანი)  ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი (დირექტორი-მაყვალა გაზდელიანიდა მასთან არსებული გ. გუგავას სახელობის ანსამბლი “ლაგუშედა” ( ლოტბარი ზურა ლიპარტელიანი), Continue reading 26 მაისს ლენტეხში კონცერტი ჩატარდა და ნახატების გამოფენა მოეწყო

მეუფე ილარიონმა ამაღლების სადღესასწაულო წირვა ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა

25 მაისს, მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულზე
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა
საზეიმო წირვა  ლატალის X-XI სს. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა.
მოგეხსენებათ, რომ დღესასწაულის სახელობის ტაძარში აღვლენილ წირვას განსაკუთრებით დიდი მადლი ახლავს და ლატალელებისათვის ეს ორმაგი ზეიმი იყო, როგორც უფლის ამაღლების დღესასწაულის სიხარული, აგრეთვე მეუფის აღვლენილი წირვის მადლი.
წირვის შემდეგ მეუფე ილარიონმა შემდეგი ქადაგებით მიმართა მრევლს:
Continue reading მეუფე ილარიონმა ამაღლების სადღესასწაულო წირვა ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში აღავლინა

ირაკლი ონიანი დიაკვნად ეკურთხა

გუშინ, 25 მაისს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში მაცხოვრის ამაღლების სადღესასწაულო წირვის შემდეგ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი)
დიაკვნად აკურთხა ირაკლი ონიანი. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი გიორგის (ონიანი)  დიაკვნად კურთხევის შემდეგ თითქმის 10 წელი გავიდა და ამის შემდეგ ირაკლი ონიანი ერთადერთია ქვემო სვანეთის მაცხოვრებლებს შორის, რომელიც სასულიერო პირი გახდა.
Continue reading ირაკლი ონიანი დიაკვნად ეკურთხა

ჩატარდა კონფერენცია “განვავითაროთ ერთმანეთი”

21 მაისს, მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის II საჯარო სკოლაში ჩატარდა პედაგოგთა კონფერენცია “დავეხმაროთ ერთმანეთს”. კონფერენციის ინიციატორი გახლდათ პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე, სოფ. იელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ნინო ჭიჭინაძე. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა: “… პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” ზრუნავს არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ მასწავლებლების განვითარებაზეც. ჩემი კონფერენციის “დავეხმაროთ ერთმანეთს” მიზანია პედაგოგებს შორის მოხდეს კოლაბორაცია სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისათვის. Continue reading ჩატარდა კონფერენცია “განვავითაროთ ერთმანეთი”

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქვემო სვანეთიდანაც შეუერთდნენ

17 მაისს თბილისში გამართულ ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო მსვლელობას  ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით ლენტეხის მრევლიც შეუერთდა.
Continue reading ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას ქვემო სვანეთიდანაც შეუერთდნენ

უშგულში თამარობა იზეიმეს

14-მაისს წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს უშგულის ლამარიის X-XI საუკუნის მონასტერში არსებულ თამარ მეფის სახელობის ტაძარში მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა
იონამ
(გელაშვილი) მონასტრის წევრებთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა.
Continue reading უშგულში თამარობა იზეიმეს

სტიქია ზემო სვანეთში

თითქმის ერთკვირიანმა უამინდობამ და უხვმა ნალექმა საგრძნობლად დააზიანა ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლები და მესტია-ზუგდიდის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.
Continue reading სტიქია ზემო სვანეთში

მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა

6 მაისს, გიორგობას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) სტუმრობდა. მეუფე იოანემ და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა   ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა სეტის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინეს.
მეუფე იოანეს აგრეთვე ახლდნენ სტუმრები ბელგიიდან: მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი ბელგიაში დეკანოზი ლეონიდე (გრილიხესი) და  დეკანოზ ლეონიდეს მიერ მართლმადიდებლობაზე მოქცეული და მონათლული ჩვიდმეტი ბელგიელი.
Continue reading მესტიაში გიორგობის საზეიმო წირვა ორმა მიტროპოლიტმა აღავლინა