Category Archives: სიახლე

ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გუშინ, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა:
2013წ. – ვერცხლი (-90კგ),
2014წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2015წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2017წ. – ვერცხლი (-100კგ),
2018წ. – ვერცხლი (-100კგ).
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი

თუკი ქვემო სვანეთის მონახულება გინდათ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალის წინასწარ გაცნობას ტყუილად შეეცდებით.
ინტერნეტ სივრცეში ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციას ვერსად წააწყდებით. მესტიისგან განსხვავებით, ლენტეხში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არ დაგხვდებათ. შესაბამისად, ვერც რუქას მოიპოვებთ, რადგან ეს ყველაფერი არ არსებობს.
Continue reading ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი

დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა

შაბათნ, 25 აგვისტოს, დაბა ლენტეხში “მედია ტურნირი ლენტეხი – 2018” ჩატარდა. მედია-ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დაბა ლენტეხში საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების თანამშრომლები და არა მარტო ისინი ერთმანეთს მეკლდეურობაში, მშვილდოსნობაში, 1000 მეტრზე სირბილში და ჯომარდობაში შეეჯიბრენ.
Continue reading დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა

19 ივლისს, დაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა

ჟურნალისტები სოფ. სასაშის მოსახლეობას შეხვდნენ

18 ივლისს გაიმართა საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების ჟურნალისტების შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. სასაშის მაცხოვრებლებთან.  შეხვედრა ორგანიზებული იყო კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია – ა.(ა).ი.პ. “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ და ა.(ა).ი.პ. “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი“ (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი).
Continue reading ჟურნალისტები სოფ. სასაშის მოსახლეობას შეხვდნენ

შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებმა, პირობა მისცეს “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომ მათთან მოლაპარაკების გარეშე ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკა ადგილიდან არ დაიძვრება, მოლაპარაკება კი ორშაბათს, 30 ივლისს განახლდება. ამ პირობის მიღების შემდეგ აქციების მონაწილეების მხრიდან დიდი თხოვნის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს ზაზა, რაჯი, ზვიად და იოსებ  ლიპარტელიანებმა.
Continue reading შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში პოლიციის მიერ აქციის დაშლისას ნატო ლიპარტელიანი დაშავდა

გუშინ მას შემდეგ რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა უარი თქვა ჰესის ასაშენებლად ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გაყვანაზე რეგიონიდან, სასტუმროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეყო ქალბატონების ჯგუფი, რომელთაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ცენტრალური გზა. რეგიონული პოლიციის წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალეს ქალბატონების ეს აქცია, შედეგად დაშავდა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტიური მონაწილე, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ლიპარტელიანი.
Continue reading გუშინ დაბა ლენტეხში პოლიციის მიერ აქციის დაშლისას ნატო ლიპარტელიანი დაშავდა

მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მშენებლების სასტუმროდან გაყვანას შეჰპირდა, ტექნიკის გაყვანას კი – არა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ისევ მიბრუნდა საპროტესტო აქციაზე დაბა ლენტეხში და მოსახლეობას თურქეთიდან ჩამოსული მშენებლების გაყვანას შეჰპირდა საპროტესტო აქციის დაშის შემთხვევაში, ხოლო ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო სპეც. ტექნიკის გაყვანაზე უარი თქვა, რასაც აქციაზე მყოფი მოსახლეობის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
Continue reading მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მშენებლების სასტუმროდან გაყვანას შეჰპირდა, ტექნიკის გაყვანას კი – არა

დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა

დღეს ისევ გრძელდება საპროტესტო აქციები ქვემო სვანეთში დაგეგმილი “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობას შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანი.
Continue reading დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე შეხვდა

ქვემო სვანეთში ხელედულა-ჰესის მოწინააღმდეგეებმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს

გუშინ, ხელედულა-ჰესის მშენებლობის აქტიურმა მოწინააღმდეგემ, სოფ. ხელედის საჯარო სკოლის პედაგოგმა ელდინო ლიპარტელიანმა გაავრცელა ქვემო სვანეთის მოსახლეობის მიმართვა პრემიერ-მინისტრისადმი:
“ქვემო სვანეთის მოსახლეობის ღია წერილი პრემიერს.
ბატონო პრემიერო,
დღეს ლენტეხში თითქმის საომარი ვითარებაა. ძლევამოსილი თურქი ინვესტორი დაუცველ და უქონელ-უპოვარ მოსახლეობას ხისტი და ძალადობრივი პოლიტიკით უპირისპირდება. Continue reading ქვემო სვანეთში ხელედულა-ჰესის მოწინააღმდეგეებმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს

ზემო სვანეთში გზა გახსნილია – მოსახლეობა და ცენტრალური ხელისუფლება შეთანხმდნენ

დღეს, დაახლოებით დილის 3 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგმა ზურაბ ნიჟარაძემ გაავრცელა ინფორმაცია მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის წუხელ შემდგარი შეთანხმების შესახებ: “… ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შედგა შეთანხმება, რის საფუძველზეც გაყვანილია ძალოვანი სტრუქტურების, ასევე სხვა საფინანსო დეპარტამენტის წარმომადგენლები!
Continue reading ზემო სვანეთში გზა გახსნილია – მოსახლეობა და ცენტრალური ხელისუფლება შეთანხმდნენ

ქვემო სვანეთში და ლეჩხუმში “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქციები ისევ გრძელდება

ამ დროისათვის დაბა ლენტეხში საპროტესტო აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი მობილიზებული არიან ოლიმპიური მომზადების ცენტრთან არსებულ სასტუმროსთან, რომელშიც თურქეთიდან ჩამოსული მშენებლები იმყოფებიან. აქციის მონაწილენი ხმამაღალი შეძახილებით მოუწოდებენ მშენებლებს დატოვონ სვანეთი.
Continue reading ქვემო სვანეთში და ლეჩხუმში “ხელედულა 3” ჰესის საწინააღმდეგო აქციები ისევ გრძელდება