დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა მეექვსედ მოიპოვა ვერცხლის მედალი. საქართველოს ნაკრებმა კი ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მეექვსედ გახდა
Category Archives: სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის ვერცხლისმედალოსანია
26 მარტს, თბილისის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა ქართული ძიუდოს ისტორიაში, რადგან ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა საქართველოში, რომელმაც გრან სლემის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრან სლემის ვერცხლისმედალოსანია
ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული მედალი მოიპოვა
18 თებერვალს, თელ-ავივის გრან სლემის ტურნირზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიგო და კიდევ ერთხელ ჩაიწერა საქართველოს სპორტის ისტორიაში, როგორც პირველი ძიუდოისტი ქალი საქართველოდან, რომელმაც გრან სლემზე საპრიზო ადგილი მოიპოვა. აქამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის შეჯიბრებებში ქართველ ძიუდოისტ ქალებს მედლები მხოლოდ გრან პრის რანგის შეჯიბრებებში ჰქონდათ მოპოვებული. Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ისტორიული მედალი მოიპოვა
ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონია, თორნიკე გვიჭიანი – ვერცხლის პრიზიორი
დღეს, 28 დეკემბერს, თბილისის ძიუდოს აკადემიის დარბაზში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თორნიკე გვიჭიანი ვერცხლის მედალოსანი გახდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბექა წიფიანმა. საქართველოს ჩემპიონატი ხვალ, 29 დეკემბერს დასრულდება.
Continue reading ფრიდონ გიგანი საქართველოს ჩემპიონია, თორნიკე გვიჭიანი – ვერცხლის პრიზიორი
სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს
გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო
24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
Continue reading გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო
ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში ქალთა შორის
გუშინ, 17 ოქტომბერს, მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 57 კგ-მდე წონითი კატეგორიაში. ჯერ კიდევ არ გვქონდა განელებული ეთერის მიერ სეტემბერში მონიჭებული სიხარული, როცა ის პირველი გახდა ქართველ ქალ-ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და ახლა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი – პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია ძიუდოში ქალთა შორის
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა
გუშინ, 12 სექტემბერს, ფინეთის ქალაქ ვანტააში, ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა ძიუდოში ახალგაზრდებს შორის (-57კგ). ქართული ძიუდოს ისტორიაში ის პირველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა
ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში
18-21 ივლისს დაბა ლენტეხის სპორტ-კომპლექსის ღია კედელზე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა ახალგაზრდებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში და ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირი გუნდებს შორის. ჩემპიონატი საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯოკია გუგავას სახელობის ტურნირში პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცა: Continue reading ლენტეხში საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა მეკლდეურობაში
ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონია
გუშინ, 22 ივნისს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში დაწყებულ ევროპულ თამაშებზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა ძიუდოში 60კგ-მდე წონით კატეგორიაში. ევროპულ თამაშებზე მიმდინარე ძიუდოისტთა შეჯიბრი პარალელურად ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებს და ლუხუმმა თავის კარიერაში ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოიგო.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპული თამაშების ჩემპიონია
ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
19 მაისს, ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასის ტურნირზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 57კგ. წონით კატეგორიაში. საქართველოდან შესანიშნავად იასპარეზა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო 70კგ-მდე წონით კატეგორიაში.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის თასის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ირაკლი ქურასბედიანმა მორიგი ორთაბრძოლა მოიგო
13 აპრილს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ირაკლი იმედას ძე ქურასბედიანმა, რომელიც პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს, მორიგი ორთაბრძოლა მოიგო. წარმატებული სვანი მოკრივის მეტოქე ამჯერად ესპანელი აველინო ვაზკეცი იყო.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანმა მორიგი ორთაბრძოლა მოიგო