Category Archives: ძიუდო

ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გუშინ, 25 სექტემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ვარლამ ლიპარტელიანი ერთადერთი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 5 მედალი მოიპოვა:
2013წ. – ვერცხლი (-90კგ),
2014წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2015წ. – ბრინჯაო (-90კგ),
2017წ. – ვერცხლი (-100კგ),
2018წ. – ვერცხლი (-100კგ).
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ისევ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს

 

16-17 ივნისს ილიკო გაბლიანის სახელობის მულახის სპორტულ ცენტრში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის ნესტორ ხერგიანის სახელობის ყოველწლიური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში. Continue reading გიორგი ჩანქსელიანმა და გიორგი რატიანმა ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგეს

ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო

დღეს, 25 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ვარლამ ლიპარტელიანმა გრანდ სლემის საერთაშორისო ტურნირი მოიგო ძიუდოში 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. მან დეკემბერში უფრო მაღალი დონის ტურნირი – მასტერსის ტურნირი მოიგო, ხოლო 10-11 თებერვალს პარიზში გამართულ გრანდ სლემის ტურნირზე – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემის ტურნირი მოიგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დღეს, 23 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გამართულ გრანდ სლემზე ძიუდოში 24 წლის ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ის მხოლოდ ტურნირის გამარჯვებულთან – იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან დამარცხდა ნახევარფინალში.
Continue reading ლუხუმ ჩხვიმიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ვარლამ ლიპარტელიანმა 2017 წლის სეზონი მასტერსის მოგებით დააგვირგვინა

17 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგში,  მასტერსის ტურნირზე ვარლამ ლიპარტელიანმა წარმატებით იასპარეზა და თავის მრავალრიცხოვან პრიზებს მასტერსის ოქროს მედალიც მიუმატა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა 2017 წლის სეზონი მასტერსის მოგებით დააგვირგვინა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

3 სექტემბერს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობა ძიუდოში. ვარლამ ლიპარტელიანმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საპრიზო ადგილი. ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
Continue reading მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარლამ ლიპარტელიანმა და უშანგი მარგიანმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს

ჩოლურის ჭიდაობის სექციას ახალი მწვრთნელი ჰყავს

წელს ჩოლურის ჭიდაობის სექციაში დიდი სიახლეებია. აქ მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა მწვრთნელმა დათო (ჯეკი) ჯამბურიძემ, სექციას კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.(ა).ი.პ.-მა “სასპორტო სკოლების გაერთიანება”-მ ზაქრო ხვისტანის ხელმძღვანელობით 20 ტატამი (საჭიდაო ლეიბი) გადასცა. დათო ჯამბურიძემ სექციაში ახალი მოსწავლეების მოზიდვაც მოახერხა.
Continue reading ჩოლურის ჭიდაობის სექციას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო

22-23 ივლისს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) პირველი ადგილი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად წონის ცვლილებისა, მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი და სტაბილური მოჭიდავეა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო

ლუკა გვიჭიანმა ძიუდოში ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგო

24-25 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის სპორტკომპლექსში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, სადაც ლუკა გვიჭიანმა პირველი ადგილი და თასი მოიპოვა 34 კგ. წონით კატეგორიაში (მწვრთნელი პაატა აფაქიძე).
Continue reading ლუკა გვიჭიანმა ძიუდოში ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგო

ზემო სვანმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კოლხეთის ტურნირი მოიგეს

29-30 აპრილს ქ.ზუგდიდში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ძუდოში “კოლხეთის თასი 2017” 2002-2003 და 2004-2006 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. მასში ზემო სვანეთის სახელით ასპარეზობდა ცამეტი მოსწავლე, მათგან პირველ საპრიზო ადგილს დაეუფლა სამი ძიუდოისტი: ფარჯიანი საბა (30 კგ.), გირგვლიანი დავით (55 კგ.), ჯაფარიძე აკაკი (60 კგ.).
Continue reading ზემო სვანმა ჭაბუკმა ძიუდოისტებმა კოლხეთის ტურნირი მოიგეს

ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

22-23 აპრილს ქ. წყალტუბოს სპორტის სასახლეში გამართულ შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირზე ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა (2004-2005 წ. დაბადებულ ძიუდოისტთა შორის).
Continue reading ნოდარ აფაქიძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა

ლატალში, ჭიდაობა ძიუდოში ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების სახელობის რაიონული პირველობა ჩატარდა

22 აპრილს სოფელ ლატალში, გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-სკოლაში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეების ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, მესტიის რაიონული პირველობა ჭიდაობა ძიუდოში. Continue reading ლატალში, ჭიდაობა ძიუდოში ლაშა და ლუხუმ კვანჭიანების სახელობის რაიონული პირველობა ჩატარდა