Category Archives: განათლება

ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა

ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ქარდავას ინფორმაციით, ქვემო სვანეთში 2019-2020 სასწ. წელს მე-12 კლასი დაამთავრა 48 მოსწავლემ. ოქროს მედალზე დაამთავრეს: დარეჯან ლიპარტელიანმა, თინა ლიპარტელიანმა, მარიამ ლიპარტელიანმა, ალექსი ქურასბედიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა, დირ. ნატო ჯანხოთელი), დავით ტვილდიანმა, ვანო ტვილდიანმა – (რცხმელურის საჯარო სკოლა, დირ. ხათუნა ტვილდიანი), მარიამ აფაქიძემ – (ხელედის საჯარო სკოლა, დირ. მურადი ჩანქსელიანი), ვერცხლის მედალზე დაამთავრა ნათია ლიპარტელიანმა – (ლენტეხის N1 საჯარო სკოლა).

Continue reading ქვემო სვანეთში საჯარო სკოლა 48 ახალგაზრდამ დაამთავრა

გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
Continue reading გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვისას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა გოჩა გრიგოლის ძე ლიპარტელიანი. იგი ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მსახურობს დიაკონის ხარისხში. მამა გოჩა (ლიპარტელიანი) ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ლენტეხის რაიონის სოფ. ლასკადურაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე ჯენარო ონიანი  და ხუთი ვაჟი.
Continue reading გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”

ქვემო სვანეთის სოფ. თეკალში მდებარე ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში საოცარ სანახაობას ნახავთ: ელ. სადენების დამჭერი ძველისძველი ბოძები ერთმანეთს არიან მიყრდნობილი ურთიერთგასამაგრებლად. ენერგო-ინფრასტრუქტურის ეს “თანამედროვე” ნაგებობა 2017 წელს შექმნეს ჩვენმა ენერგეტიკოსებმა, მას შემდეგ რაც  ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის სადენების გადამცემ ბოძს მათივე უყურადღებობის გამო ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალა, რის შედეგადაც  ჩოლურის თემის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა.
Continue reading სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”

“ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში

ტალინის კონფერენციაზე საშუალება გვქონდა რამდენიმე წუთიანი კომენტარი ჩაგვეწერა ესტონეთში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელთან ზაზა წერეთელთან. ის პროფესიით ექიმია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მისი ოჯახი ტალინში ცხოვრობს, ბატონი ზაზა ამჟამად ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს უფროსი მრჩეველის თანამდებობაზე, მისი ვაჟი კი ამჟამად საქართველოში ცხოვრობს.
ბატონო ზაზა, ესტონეთში 10 წლის წინ ჩამობრძანდით და რას ამჩნევთ როგორ განვითარდა იგი მას შემდეგ, რამდენად იქონია გავლენა ევროკავშირში შესვლამ ? Continue reading “ევროპული აზროვნება ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის აზროვნება მიმართულია სახელმწიფოს სიძლიერისადმი” – ზაზა წერეთელი, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი ესტონეთში

“საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი

თებერვალში ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის” მიერ გამართული კონფერენციის პანელზე “ევროპა სახლიდან იწყება: განვითარებადი რეგიონული მედია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” საინტერესო დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მედია-ექსპერტები: საქართველოდან – გალინა პეტრიაშვილი, უკრაინიდან – ანდრეი ევჩენკო, ესტონეთიდან – არტურ აუკონი (Aukon), ფინეთიდან – იარმო მეკელე (Jarmo Mäkelä).
Continue reading “საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობის ძალიან ცუდი პირობებია” – გალინა პეტრიაშვილი

29 ნოემბერს გაიმართება ღონისძიება “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”

29 ნოემბერს, 13:00 საათზე, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ, ქვემო სვანეთის საჯარო და საბაზო სკოლების მოსწავლეები.
Continue reading 29 ნოემბერს გაიმართება ღონისძიება “სვანეთი ჩვენი სიამაყეა”

დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა სიმღერის კონკურსში გაიმარჯვეს

28-29 აპრილს თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს  შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, რომელშიც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის “ძიება+”-ის (ხელმძ. ნინელი ონიანი, პედაგოგი იზა ჩაკვეტაძე) აღსაზრდელებმა დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა პირველი ადგილები და ჟიურის თავმჯდომარის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს  10-14 წლის მონაწილეთა შორის. Continue reading დავით გაზდელიანმა და ლუკა ტვილდიანმა სიმღერის კონკურსში გაიმარჯვეს

ჩოლურის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ასწავლის

2017 წლის 15 სექტემბრიდან ჩოლურის საჯარო სკოლაში ინგლისურს, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ამერიკელი პროგრამისტი დონალდ ქამერონი (Donald Cameron) ასწავლის. ის 2018 წლის მაისის ბოლომდე დარჩება ჩოლურში. დონალდი საკუთარი სურვილით კვირაში ერთხელ თავისუფალ გაკვეთილს ატარებდა ნებისმიერი მსურველისათვის, მაგრამ შეწყვიტა მსმენელების არ არსებობის გამო.
Continue reading ჩოლურის სკოლაში ამერიკელი მოხალისე ასწავლის

სალომე ლიპარტელიანმა “ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა

18 იანვარს, ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს მეორე ტური – ნახევარფინალი, რომელშიც გაიმარჯვა ლენტეხის №1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სალომე გოჩას ასულმა ლიპარტელიანმა (კლასის დამრიგებელი – ზამირა დრიაევა). მან ამ გამარჯვებით “ეტალონი”-ს ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, რომელიც ბათუმში გაიმართება.
Continue reading სალომე ლიპარტელიანმა “ლენტეხის ეტალონი მოსწავლის” ტიტული მოიპოვა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

30 დეკემბერს ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ციცინო მუსელიანი) დიდი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სკოლის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა