პროექტი “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ორგანიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ.
Continue reading პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” მონაწილენი მესტიას სტუმრობდნენ
Category Archives: მესტიის მუნიციპალიტეტი
პროექტი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გრძელდება
28-თებერვალს მესტიის ილარიონ ქართველის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა რაიონული კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ტარდება უკვე მრავალი წელია. შესაბამისად რაიონული კონკურსის ორგანიზება გაწია საპატრიაქოს წარმომადგენელმა.
Continue reading პროექტი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გრძელდება
20 წლის ილია გირგვლიანი ელექტრო ეტლზე ოცნებობს
ეს 20-წლის ილია გირგვლიანია, ზემო სვანეთის სოფელი ლატალიდან. ის დაბადებიდან კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული და არ შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე თუნდაც ეტლით გადაადგილდეს.
Continue reading 20 წლის ილია გირგვლიანი ელექტრო ეტლზე ოცნებობს
11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა
11-თებერვალს მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი გიგანტურ სლალომში.
Continue reading 11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა
მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია
5-თებერვალს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში გოგონათა შორის (2001-2002-2003წწ.). შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა მესტიის რაიონის სოფელ ლატალის მკვიდრი მარიამ გურგულიანი (2001).
Continue reading მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია
მესტიელმა სამთო-მეთხილამურეებმა საქართველოს თასის მე-2 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს
28-29 იანვარს ბაკურიანში 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპზე გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში მესტიელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
Continue reading მესტიელმა სამთო-მეთხილამურეებმა საქართველოს თასის მე-2 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს
სვანეთში პირველი და ერთადერთი კალიგრაფიული სტუდია ჭუბერში ფუნქციონირებს
ფოტოზე ლილე ჩხეტიანი (უკანა რიგში მარჯვნიდან მე-5) სტუდიის წევრებთან ერთად
2014 წლიდან სოფ. ჭუბერში ლილე ჩხეტიანის ხელმძღვანელობით კალიგრაფიული სტუდია ფუნქციონირებს.
Continue reading სვანეთში პირველი და ერთადერთი კალიგრაფიული სტუდია ჭუბერში ფუნქციონირებს
ალილოს მსვლელობა ლატალში
7-იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამისთევის წირვის შემდეგ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატეს (კურტანიძე) კურთხევით მოეწყო ალილოს მსვლელობა.
Continue reading ალილოს მსვლელობა ლატალში
ნატა გაზდელიანი და ბექა წერედიანი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ
18-22 დეკემბერს ქუთაისში ჩატარდა “სასკოლო-თეატრალური ფესტივალი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის ხუთმა სკოლამ “რეგიონული განვითარების ფონდის” მხარდაჭე
Continue reading ნატა გაზდელიანი და ბექა წერედიანი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ
ქველმოქმედმა სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკა უსახსოვრა
ლატალის მკვიდრმა 15 დეკემბერს ლატალის თამარ მეფის სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნები უსახსოვრა. ჩვენი თანამემამულე თბილისში ცხოვრობს. მან ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. როგორც თავად ამბობს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო იდეა აქვს განსახორციელებელი. ორმაგად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, ქველმოქმედმა მოახერხა და ამ რთულ პირობებში თავად ჩამოიტანა წიგნები და გადასცა სამრევლო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა საეკლესიო თემატიკაზეა. მისი სურვილია, მოზარდები, გარკვეულწილად, მოწყდნენ ინტერნეტსივრცის იმ ველს, საიდანაც მხოლოდ ნეგატიურ და მოზარდებისთვის არასასურველ ინფორმაციას იღებენ. ამ იდეის განსახორციელებას კვლავ აპირებს მსგავსი აქციებით. ქველმოქმედს სურს, საკუთარი სოფლის მოზარდი თაობის სულიერ და მორალურ ფორმირებაში თვისი წვლილი შეიტანოს. “svanetiinfo” წარმატებებს უსურვებს მას და მადლიერებას გამოხატავს კეთილგონივრული იდეის წამოწყებისთვის.
მადონა წერედიანი, მესტია
ნატა ჯაფარიძე – პირველი და ერთადერთი ქალი მაშველი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე
23 წლის ნატა ჯაფარიძე ზემო სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაშველად მუშაობს. ის საქართველოში პირველი და, ჯერჯერობით, ერთადერთი ქალი მაშველია სამთო-სათხილამურო კურორტებზე. ამ რთულ და, ამავდროულად, საინტერესო სამუშაოზე საქართველოში სულ 6 ქალია დასაქმებული, მათგან სამთო-სამაშველო სამსახურში მხოლოდ ჩვენი კუთხის შვილი – ნატა ჯაფარიძე თეთნულდის სათხილამურო ტრასაზე ასრულებს თვის მოვალეობას.
Continue reading ნატა ჯაფარიძე – პირველი და ერთადერთი ქალი მაშველი საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე
“იცხოვრებდი სვანეთში მუდმივად?..”
ჩვენი დღევანდელი რესპოდენტები არიან სოფიო მეგრელიძე და ბექა გელოვანი, ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც სვანეთში მუდმივად დასახლების სურვილი აქვთ… დიდი მიგრაციის პირობებში სვანეთზე შეყვარებული ახალგაზრდა წყვილის ისტორია იმდენად საინტერესოა, ჩავთვალეთ, რომ მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ბექა და სოფიო 6 თვის წინ შეუღლდნენ და სვანეთში დამკვიდრების მსურველებს, ამ კუთხის განვითარების დიდი იმედები და თავისებური ხედვაც აქვთ.