დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში, ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფმა ისევ გადაკეტა გზა სოფ. ბაბილსა და სოფ. მაცხვარლამეზურს შორის. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია დაბა ლენტეხიდან სოფ. მაცხვარლამეზურის, ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფლის, უშგულის და სხვა სოფლების მიმართულებით.
Continue reading ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა
Category Archives: ტურიზმი
მთა ლაბრახი, ქვემო სვანეთი, ფოტოს ავტორი: მიხეილ ლიპარტელიანი, 1.06.2019 წ.
ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი
თუკი ქვემო სვანეთის მონახულება გინდათ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალის წინასწარ გაცნობას ტყუილად შეეცდებით.
ინტერნეტ სივრცეში ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციას ვერსად წააწყდებით. მესტიისგან განსხვავებით, ლენტეხში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არ დაგხვდებათ. შესაბამისად, ვერც რუქას მოიპოვებთ, რადგან ეს ყველაფერი არ არსებობს.
Continue reading ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი
დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა
შაბათნ, 25 აგვისტოს, დაბა ლენტეხში “მედია ტურნირი ლენტეხი – 2018” ჩატარდა. მედია-ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დაბა ლენტეხში საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების თანამშრომლები და არა მარტო ისინი ერთმანეთს მეკლდეურობაში, მშვილდოსნობაში, 1000 მეტრზე სირბილში და ჯომარდობაში შეეჯიბრენ.
Continue reading დაბა ლენტეხში მედია-ტურნირი ჩატარდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა
19 ივლისს, დაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა
რჩევები საოჯახო სასტუმროს გახსნის მსურველებს (R)
საქართველო ტურისტებისთვის საინტერესო ქვეყანაა და ეს განსაკუთრებით ეხება სვანეთს.
სწორედ სვანეთი გახლავთ საინტერესო როგორც უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის, ასევე იმ ქართველებისთვისაც, რომლებიც სვანეთში ნამყოფები არ არიან.
Continue reading რჩევები საოჯახო სასტუმროს გახსნის მსურველებს (R)
მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
ლატალის თემში, სოფ. მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეშია აშენებული. აქიდან წარმოსდგება სოფლის სახელი “მაცხვარიში”
თლილი ქვით აშენებული ტაძარი მიგვითითებს, რომ სვანეთი ქართული კულტურის, სულიერების და სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი კერაა.
Continue reading მაცხვარიშის მაცხოვრის ამაღლების ტაძარი
ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე
“ქრისტეე კვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია.
Continue reading ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე
მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
დაიწყო მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგირო ხაზის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით.
Continue reading მესტია-ჰაწვალის მიმართულებით საბაგიროს მშენებლობა დაიწყო
ბეჩოს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი – “გულა გაბრიელ”
ბეჩოს თემში, მწვერვალ უშბის კალთებთან ახლოს, მდებარეობს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი. ეს არის XI საუკუნის, ბაზილიკური ტიპის ტაძარი. ადგილს სადაც ეს ეკლესია მდებარეობს “გულ” ეწოდება და აქიდან გამომდინარე სვანეთში ამ ტაძარს მოიხსენიებენ როგორც “გულა გაბრიელ”.
Continue reading ბეჩოს მთავარანგელოზ გაბრიელის სახელობის ტაძარი – “გულა გაბრიელ”
სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა
დაბა მესტიაში მდებარე სვანეთის ახალი მუზეუმის შექმნის ისტორია თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილია. დღეს სვანეთის მუზეუმი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოდელი, მთელი საქართველოს სიამაყეა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს, აწ გარდაცვლილს, ქალბატონ რუსიკო ქოჩქიანს.
Continue reading სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა
მესტიაში ნორვეგიელი ტურისტი დაიღუპა
გუშინ, 22 აგვისტოს, დაბა მესტიაში, “ჭალაადში” დაიღუპა ნორვეგიელი მოქალაქე, მას კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა თავზე და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მესტიის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა უცხოელი ტურისტი უკვე გარდაცვლილი იყო.
Continue reading მესტიაში ნორვეგიელი ტურისტი დაიღუპა