Category Archives: ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლატფარობა წელს 8 აგვისტოს აღინიშნება

8 აგვისტოს, სვანეთში, ლატფარის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 3 000 მეტრზე, იქვე აღმართული, წმინდა ლუკა მოციქულის სახელობის ტაძრის დღესასწაული
აღინიშნება. ეს დღესასწაული მესამე წელია რაც ტარდება. ის უკვე სახალხო ზეიმად გადაიქცა და ხალხმა მას “ლატფარობა” უწოდა.
ლატფარი ერთერთია იმ უღელტეხილებს შორის, რომლებიც ქვემო და ზემო სვანეთს აკავშირებენ.

Continue reading ლატფარობა წელს 8 აგვისტოს აღინიშნება

ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის საყოველთაო თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. ექთნები და ექიმები თითოეულ მოსახლესთან მიდიან და დისტანციური ციფრული თერმომეტრით ტემპერატურას უზომავენ.
Continue reading ლენტეხის სოფლებში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ქვემო სვანეთში მთლიანობაში covid-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული

გუშინ, 10 აპრილს, ქვემო სვანეთის კიდევ 4 მაცხოვრებელს აღმოაჩნდა  ახალი კორონავირუსი. ეს ადამიანები არიან გ.ფ.-ს 4 წლის გოგონა, სიდედრი, ცოლის ძმისშვილი და ცოლიძმის მეუღლე. გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი 8 აპრილს დაუდასტურდა. მისი მეუღლე სოფ. მელედან არის და  შესაბამისად 3 ინფიცირებული პირი ასევე მელეში ცხოვრობს.
Continue reading ქვემო სვანეთში მთლიანობაში covid-19-ის 5 შემთხვევაა დადასტურებული

ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

გუშინ, 8 აპრილს, ქვემო სვანეთის სოფ. ლექსურის მკვიდრს, ახალგაზრდა მამაკაცს – გ.ფ.-ს covid-19-ის ვირუსი დაუდასტურდა. ის გადაყვანილ იქნა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ “საზოგადოებრივი ჯანდაცვა”-ს დირექტორის გოგი (მიხა)   ონიანის ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება ქვემო სვანეთში იმყოფებოდა 24 მარტიდან, ხოლო მანამდე ის იყო თბილისში, სადაც კონტაქტი ჰქონდა მის დასთან, რომლის მეუღლეც, ეროვნული  ბანკის თანამშრომელი, შემდგომში ვირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა.
Continue reading ქვემო სვანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს

15 დეკემბერს, ქვემო სვანეთში, მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან 2 დღის მანძილზე თოვლში ჩარჩენილი გურამ ლობჟანიძე ადგილობრივი მოხალისეებისა  და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლების ერთობლივი ძალისხმევით გადარჩა.
13 დეკემბერს სოფ. ლემზაგორის მკვიდრ გურამ ლობჟანიძეს და მისი თანმხლებ პირს ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ  და მწვერვალ “აილამა”-ს მისადგომებთან, კლდოვან და გაუვალ ადგილებში მოხვდნენ, გურამ ლობჟანიძე დაშავდა კიდეც, იმ ადგილას მობილური ტელეფონი არ იჭერდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინათ.
Continue reading სვანმა მაშველებმა მწვერვალ აილამას მისადგომებთან ჩარჩენილი მოქალაქე გადაარჩინეს

ქვემო სვანეთში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

25 ნოემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ს აბონენტების ნაწილს. შეზღუდვა იმოქმედებს დაბა ლენტეხზე და ლენტეხის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებზე, რომელნიც ჟახუნდერის ქვესადგურზე არ არიან ჩართული.
Continue reading ქვემო სვანეთში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

24 ოქტომბერს, სოფ. ხოფურის საჯარო სკოლის სტადიონზე ჩატარდა ამავე სოფლის მკვიდრის გაგა ქარდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეჯიბრი ფრენბურთში და გათამაშდა გაგას სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ოჯახმა ორი წლის წინ დააწესა.
Continue reading გაგას თასი ისევ ჩიხარეშის გუნდმა მოიგო

ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა

დღეს, 25 ივლისს, დილის საათებში, ძლიერი წვიმების შედეგად ღვარცოფმა ისევ გადაკეტა გზა სოფ. ბაბილსა და სოფ. მაცხვარლამეზურს შორის. საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილია დაბა ლენტეხიდან სოფ. მაცხვარლამეზურის, ჩოლურის და ლაშხეთის თემების ათეულობით სოფლის, უშგულის და სხვა სოფლების მიმართულებით.
Continue reading ლენტეხისა და უშგულის დამაკავშირებელი გზა ღვარცოფმა გადაკეტა

ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

დღეს, 3 ივნისს, 10 სთ-დან დაახლოებით 12 სთ-მდე, დაბა ლენტეხში  საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. გაფიცვის მიზეზი ბოლო 3 თვის აუღებელი ხელფასი იყო.
Continue reading ლენტეხში საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

20 აპრილს, ლაზარეს შაბათს, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, სადღესასწაულო წირვისას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა გოჩა გრიგოლის ძე ლიპარტელიანი. იგი ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მსახურობს დიაკონის ხარისხში. მამა გოჩა (ლიპარტელიანი) ცაგერის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარიის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ლენტეხის რაიონის სოფ. ლასკადურაში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე ჯენარო ონიანი  და ხუთი ვაჟი.
Continue reading გოჩა ლიპარტელიანი დიაკვნად ეკურთხა

სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”

ქვემო სვანეთის სოფ. თეკალში მდებარე ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში საოცარ სანახაობას ნახავთ: ელ. სადენების დამჭერი ძველისძველი ბოძები ერთმანეთს არიან მიყრდნობილი ურთიერთგასამაგრებლად. ენერგო-ინფრასტრუქტურის ეს “თანამედროვე” ნაგებობა 2017 წელს შექმნეს ჩვენმა ენერგეტიკოსებმა, მას შემდეგ რაც  ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის სადენების გადამცემ ბოძს მათივე უყურადღებობის გამო ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალა, რის შედეგადაც  ჩოლურის თემის 10-მდე სოფელს ელექტროენერგია რამდენიმე დღე არ მიეწოდებოდა.
Continue reading სკოლის ეზოში ელექტროგადამცემი ბოძები ერთმანეთზეა “მიყუდებული”