28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სოფელ უშგულთან, ზაგაროს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, იკურთხა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორი გახლავთ სვანეთის მკვიდრი, თბილისში მცხოვრები ირაკლი გურჩიანი.
Continue reading ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა
Monthly Archives: August 2017
ლატალის თემის მცხოვრებნი საბავშვო ბაღისთვის შენობის აშენებას ითხოვენ
ლატალის თემში საკმაოდ დიდი ხანია საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, დაზიანებულია საყრდენი ბოძი, შენობაზე შიგნიდან სოკოა მოდებული, საძირკველი დაზიანებული და დანესტიანებულია. ბაღის აღსაზრდელების მშობლების თქმით, იქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის. ამასთან დაკავშირებით მათ რამდენჯერმე მიმართეს მუნიციპალიტეტის გამგებელს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება.
Continue reading ლატალის თემის მცხოვრებნი საბავშვო ბაღისთვის შენობის აშენებას ითხოვენ
სვანეთის მუზეუმი ლევან მინდიაშვილის გამოფენას მასპინძლობს
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი დაბა მესტიაში მასპინძლობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ლევან მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას სახელწოდებით “აქ”, რომელიც 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.
Continue reading სვანეთის მუზეუმი ლევან მინდიაშვილის გამოფენას მასპინძლობს
სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა
დაბა მესტიაში მდებარე სვანეთის ახალი მუზეუმის შექმნის ისტორია თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილია. დღეს სვანეთის მუზეუმი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მოდელი, მთელი საქართველოს სიამაყეა და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის მის ყოფილ დირექტორს, აწ გარდაცვლილს, ქალბატონ რუსიკო ქოჩქიანს.
Continue reading სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზს რუსიკო ქოჩქიანის სახელი ეწოდა
მესტიაში ნორვეგიელი ტურისტი დაიღუპა
გუშინ, 22 აგვისტოს, დაბა მესტიაში, “ჭალაადში” დაიღუპა ნორვეგიელი მოქალაქე, მას კლდიდან ჩამოვარდნილი ქვა დაეცა თავზე და ის ადგილზევე გარდაიცვალა. მესტიის საავადმყოფოდან სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მივიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა უცხოელი ტურისტი უკვე გარდაცვლილი იყო.
Continue reading მესტიაში ნორვეგიელი ტურისტი დაიღუპა
ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დაანგრიეს და ახალს აშენებენ
გასულ კვირაში დაბა ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის სრული დემონტაჟი მოხდა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია რამდენად იყო ინფორმირებული დაბა ლენტეხის მოსახლეობა ამის შესახებ. ვეკითხებოდით ნებისმიერ შემხვედრს (ინიციალები შეცვლილია):
Continue reading ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დაანგრიეს და ახალს აშენებენ
ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო
17 აგვისტოს სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდმა გაიმარჯვა.
Continue reading ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო
სოფ. ფარის სკოლის პედაგოგი საუკეთესოთა ათეულშია
მიმდინარეობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანია და შესარჩევი კონკურსი. კონკურსში 114 აპლიკანტი მონაწილეობდა, მათგან 10 საუკეთესო შეირჩა, რომელთა შორის არის სვანეთის მკვიდრი, სოფელ ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკა წულუკიძე.
Continue reading სოფ. ფარის სკოლის პედაგოგი საუკეთესოთა ათეულშია
ეცერის თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
წლების განმავლობაში ეცერის თემის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა საბავშვო ბაღით სარგებლობის საშუალება, რადგან არსებული ბაღი მდებარეობდა ძირითადი უბნებისთვის ძნელად მისაწვდომ ადგილას.
Continue reading ეცერის თემში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფლისთვის ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება
17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ 11:00-დან 17:00 საათამდე 16 აბონენტს ზემო სვანეთის სოფლებში: ზარდლაში, ჟიბიანი, არცხელი და მიმდებარე სოფლებში.
Continue reading ზემო სვანეთის და სამეგრელოს რამდენიმე სოფლისთვის ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება
სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
17 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლასთან არსებულ მინი-ფეხბურთის მოედანზე დილიდან დაიწყება ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
Continue reading სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
მიმდინარეობს პროექტი “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში”
არასამთავრობო ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN) ახორციელებს პროექტს სახელწოდებით “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში”. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს სატყეო რეფორმის, სატყეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
Continue reading მიმდინარეობს პროექტი “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში”