12 მაისს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) წირვა აღავლინა, ქადაგებისას კი მრევლის წევრებს მოუწოდა გამონახონ დრო და საშუალება, რათა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ქ. თბილისში გაიმართება. მსვლელობა წირვით დაიწყება, რომელიც ქაშვეთის ეკლესიაში აღესრულება, შემდეგ კი იქნება მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე. აღნიშნული თარიღი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაადგინა ოჯახის სიწმინდის დაცვის საქმეში ქართველი ერის გასაერთიანებლად.
Continue reading დეკანოზმა იაკობმა მრევლს ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისში მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა →