გუშინ 9 აპრილს სოფ. ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის, მე-10-11 საუკენეების ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა, ხოლო წირვის დასასრულს ცხრა აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა ლატალის მოძღვარმა სქიმარქიმანდრიტმა ეგნატემ (კურტანიძე).
Continue reading ლატალის უძველეს ტაძარში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა
Category Archives: მართლმადიდებლობა
ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარი
ალბათ ძალიან ბევრმა სვანმაც კი არ იცის ამ ტაძრის არსებობის შესახებ, რომელიც ტურისტებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ადგილად ითვლება. ზაფხულში თუ სურვილი გაგიჩნდებათ და მოილოცავთ ზემო სვანეთში სოფ. ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარს, უდიდეს მადლს და სიამოვნებას მიიღებთ.
Continue reading ლატალის მ’ხეერის მთავარანგელოზის ტაძარი
ქვემო სვანეთის რომელ სოფლებში და როდის გაიმართება შვიდგზის ზეთისცხება
გუშინ , 30 მარტს, დაბა ლენტეხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პირველშეწირულთა წირვის შემდეგ, დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) სხვა მღვდელმსახურებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხება აღასრულა. Continue reading ქვემო სვანეთის რომელ სოფლებში და როდის გაიმართება შვიდგზის ზეთისცხება
ხვალ ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი გაიმართება
ხვალ, 22 მარტს დაბა ლენტეხის კულტურის სახლში გაიმართება ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი უფროსი ასაკის გუნდებს შორის. მასში მონაწილეობას მიიღებენ ზემო სვანეთის სოფ. ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი და ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი”.
გუნდმა “ჯვარი მძლეველი” გაიმარჯვა 7 მარტს ლენტეხის მეორე საჯარო სკოლაში გამრთულ კონკურსის სარაიონო ეტაპზე უფროსი ასაკის კატეგორიაში.
Continue reading ხვალ ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” მორიგი ეტაპი გაიმართება
ალილოს მსვლელობა ლატალში
7-იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამისთევის წირვის შემდეგ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატეს (კურტანიძე) კურთხევით მოეწყო ალილოს მსვლელობა.
Continue reading ალილოს მსვლელობა ლატალში
ქველმოქმედმა სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკა უსახსოვრა
ლატალის მკვიდრმა 15 დეკემბერს ლატალის თამარ მეფის სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნები უსახსოვრა. ჩვენი თანამემამულე თბილისში ცხოვრობს. მან ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. როგორც თავად ამბობს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო იდეა აქვს განსახორციელებელი. ორმაგად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, ქველმოქმედმა მოახერხა და ამ რთულ პირობებში თავად ჩამოიტანა წიგნები და გადასცა სამრევლო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა საეკლესიო თემატიკაზეა. მისი სურვილია, მოზარდები, გარკვეულწილად, მოწყდნენ ინტერნეტსივრცის იმ ველს, საიდანაც მხოლოდ ნეგატიურ და მოზარდებისთვის არასასურველ ინფორმაციას იღებენ. ამ იდეის განსახორციელებას კვლავ აპირებს მსგავსი აქციებით. ქველმოქმედს სურს, საკუთარი სოფლის მოზარდი თაობის სულიერ და მორალურ ფორმირებაში თვისი წვლილი შეიტანოს. “svanetiinfo” წარმატებებს უსურვებს მას და მადლიერებას გამოხატავს კეთილგონივრული იდეის წამოწყებისთვის.
მადონა წერედიანი, მესტია
სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს
2006 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის იღუმენის (ამჟამად სქიმარქიმანდრიტი) ეგნატეს (კურტანიძე) მონდომებითა და ძალისხმევით, სოფელ ლატალში გაიხსნა “წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა”.
Continue reading სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს
მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან
22- ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მომლოცველთა ჯგუფმა, რომელიც სიწმინდეების მოსალოცად იტალიაში იმყოფება, დაბადების დღე მიულოცა მეუფე ილარიონს. ამ მეტად სასიამოვნო ფაქტით დაიწყო ეს დღე, შემდეგ ჯგუფი გაადაადგილდა ქალაქ ბოლონიაში, წმინდა ბასილი დიდის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ქართული დიასპორიის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ მეუფეს და მომლოცველთა ჯგუფს. მეუფის პატივსაცემად გაიმართა ქართველი ემიგრანტების მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიალი. მეუფე ილარიონმა გადაიხადა მათთვის სამშვიდობო პარაკლისი. ოყო სიხარული, გულისტკივილის გაზიარება და ცრემლები. იქაურმა მრევლმა სთხოვა მამა ეგნატეს, მიეღო მათი აღსარება, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მიუღიათ. მათ მეუფე ილარიონისა და მამა ეგნატესგან მიიღეს დიდი ნუგეში, დალოცვა და სურვილი – საქართველოში მშვიდობით დაბრუნება. ემოციური დამშვიდობების შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა ქალაქ ლორენტოში, ღვთისმშობლის სახლის მოსალოცად, რომელიც იტალიელებმა, გადმოცემის თანახმად, იერუსალიმში დაშალეს, ყველა ქვა დანომრეს ისე გადმოიტანეს იტალიაში და თავიდან ააშენეს. Continue reading მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან
მეუფე ილარიონი გიორგობას იტალიაში, წმ. ნიკოლოზის საფლავზე აღავლენს წირვას
20-ნოემბერს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) ამავე ეპარქიის მრევლთან ერთად, გაემგზავრენ იტალიაში, მოსალოცად.
პირველივე დღეს, ქ.მილანში მოილოცეს წმ.ამბროსი მედიოლანელის სახელობის ტაძარი, წმ.ლავრენტის სახელობის ტაძარი, საკათედრო ტაძარი და წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელობის რუსული ეკლესია.
Continue reading მეუფე ილარიონი გიორგობას იტალიაში, წმ. ნიკოლოზის საფლავზე აღავლენს წირვას
წმინდა ბარბარესა და მაცხოვრის ხატი ლენტეხში
30 სექტემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტში წმინდა ბარბარესა და იესო ქრისტეს ხატი ჩამოაბრძანეს, რომელსაც თან მოჰყვა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის წმინდა ბარბარეს ტაძრის 200 წმინდა ნაწილი საქართველოს სხვადასხვა ეპარქიიდან.
Continue reading წმინდა ბარბარესა და მაცხოვრის ხატი ლენტეხში
26 აგვისტოს ცაგერში მაქსიმობა აღინიშნა
26 აგვისტო, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღე, ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. ამ დღეს მომლოცველები თაყვანს სცემენ დიდი საეკლესიო მოღვაწის წმინდა ნაწილებს, რომლებიც დაბრძანებულია ქალაქ ცაგერში მისივე სახელობის მონასტერში.
“ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში
1994 წლის შემოდგომაზე, ლაშხეთში, სოფელ ლაშხარაშის გასწვრივ, მდინარე ხანაშურის მარჯვენა ნაპირზე არსებულ კლდოვან ფერდობზე, სადაც, ხალხის გადმოცემით, ოდესღაც კოშკი მდგარა, ბატონი გრიგოლ ჯანხოთელის ინიციატივით, გადაწყდა, აშენებულიყო ტაძარი. ეკლესიას სახელი ხალხმა შეურჩია – “ლაშხეთის მაცხოვრის ტაძარი”. დაწესდა, რომ ყოველი წლის 1 აგვისტოს აღინიშნოს “ლაშხეთობა”. “svaneTiinfo.ge” ულოცავს ლაშხეთელებს და სრულიად სვანეთს ამ დღესასწაულსს. დღეს, როგორც ყოველთვის, უამრავმა მომლოცველმა მოიყარა ტაძარში თავი.
Continue reading “ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე…” – საუკუნის მშენებლობა ლაშხეთში