ემიგრაცია – პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.
ეს არის განმარტება, რომელიც ძალიან ზოგადია, მაგრამ სინამდვილეში ემიგრაციას ბევრნაირი განმარტება შეგვიძლია მოვუძებნოთ. არსებობს იძულებითი ემიგრაცია, რომელიც ყველაზე რთული და მძიმეა. უამრავი ემიგრანტი შვილი ჰყავს საქართველოს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება და, ვინ იცის, როდის დაუდგება ჩვენს სამშობლოს ის სანატრელი დღე, როდესაც სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების რაოდენობა შემცირდება და არ გაიზრდება.