17 აგვისტოს სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდმა გაიმარჯვა.
Continue reading ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო
Category Archives: სპორტი
სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
17 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლასთან არსებულ მინი-ფეხბურთის მოედანზე დილიდან დაიწყება ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
Continue reading სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო
22-23 ივლისს ბელარუსიის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) პირველი ადგილი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიუხედავად წონის ცვლილებისა, მსოფლიოს ერთერთი უძლიერესი და სტაბილური მოჭიდავეა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობა მოიგო
ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში
30 ივნისისს და 1 ივლისს დაბა ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა სწრაფ და რთულ ცოცვაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1998-1999, 2000-2001 და 2002-2003 წწ.).ასევე ჩატარდა გუნდური ესტაფეტა ჯოკია გუგავას სახელობის თასზე სწრაფ ცოცვაში, ხოლო 2 ივლისს – ლერი მიქელაძის სახელობის თასის გათამაშება ინდივიდუალურ ცოცვაში ასაკის შეუზღუდავად.
Continue reading ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში
ბექა წერედიანმა კრივში თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ტურნირი მოიგო
27-28-29 ივნისს ქალაქ ჭიათურაში ჩატარდა თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი კრივში, რომელშიც სოფ. ლატალის გურამ თიკანაძის სახელობის სპორტ-კომპლექსის აღსაზრდელმა ბექა წერედიანმა პირველი ადგილი დაიკავა (48 კგ. წონით კატეგორიაში). მეორე ადგილები დაიკავეს: ლატალიდან – ბორია ფირცხელანმა (36კგ.), სოფ. ხაიშიდან – დავით ჭკადუამ (46კგ.) და ნიკა მანიამ (27 კგ.).
Continue reading ბექა წერედიანმა კრივში თენგიზ ჯაოშვილისა და სპარტაკ ასანიძის ტურნირი მოიგო
ლუკა გვიჭიანმა ძიუდოში ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგო
24-25 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის სპორტკომპლექსში ჩატარდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, სადაც ლუკა გვიჭიანმა პირველი ადგილი და თასი მოიპოვა 34 კგ. წონით კატეგორიაში (მწვრთნელი პაატა აფაქიძე).
Continue reading ლუკა გვიჭიანმა ძიუდოში ნესტორ ხერგიანის ტურნირი მოიგო
ზემო სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა
10 ივნისს მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრს სამთო-სათხილამურო კურორტმა “თეთნულდმა” უმასპინძლა.
ბორის კახიანი იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი სათხილამურო სპორტში 1967 წლიდან, საერთაშორისო შეჯიბრებების, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებული. ის, 35 წლის ასაკში, თავის მძღოლთან ერთად დაუდგენელ ვითარებაში დაიკარგა და დაღუპულად გამოცხადდა. Continue reading ზემო სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა
“ვამზადებ ისეთ სპორტსმენებს, რომლებსაც შეუძლიათ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა” – ავთო ქურასბედიანი
წარმატებული მეკლდეური ავთო ქურასბედიანი დაიბადა ლენტეხის რაიონის სოფელ ბაბილში 1983 წლის 26 აგვისტოს. 1999 წელს დაამთავრა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა და სწავლა განაგრძო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში (მწვრთნელთა ფაკულტეტზე).
ის 15 წელი იყო აქტიურ სპორტში, მრავალ წარმატებას მიაღწია, ხოლო ამჟამად საქართველოს ნაკრების მწვრთნელია მეკლდეურობაში. გთავაზობთ ინტერვიუს წარმატებულ სპორტსმენთან და მწვრთნელთან:
Continue reading “ვამზადებ ისეთ სპორტსმენებს, რომლებსაც შეუძლიათ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა” – ავთო ქურასბედიანი
თენგიზ (თენგო) გაზდელიანი ისევ ევროპის ვიცე-ჩემპიონია პარამკლავჭიდში
18 მაისს პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი პარა-მკლავჭიდში, სადაც 40 წლამდელთა შორის აბსოლუტურ წონით კატეგორიაში თენგო გაზდელიანმა (მწვრთნელი – ერეკლე გურჩიანი) მარჯვენა მკლავით შეჯიბრში ვერცხლი, მარცხენა მკლავით შეჯიბრში კი ბრინჯაო მოიპოვა. თენგო გაზდელიანი მხოლოდ ორი წელია რაც აქტიურ სპორტს დაუბრუნდა და უკვე დიდ წარმატებებს მიაღწია. Continue reading თენგიზ (თენგო) გაზდელიანი ისევ ევროპის ვიცე-ჩემპიონია პარამკლავჭიდში
ირაკლი ქურასბედიანის მორიგი წარმატება კრივში
13 მაისს ბარსელონაში გაიმართა პროფესიონალური სარეიტინგო ორთაბრძოლა კრივში ირაკლი ქურასბედიანსა და მალიორკელ ლორენსო რაიოს შორის. ორთაბრძოლა ირაკლი ქურასბედიანის გამარჯვებით დასრულდა,
ირაკლიმ გამარჯვება მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა. ორთაბრძოლას ორგანიზატორობდა ირაკლი ქურასბედიანის მწვრთნელი და მენეჯერი დანიელ კასერტა. მოგებულს ფულადი პრიზი გადაეცა.
Continue reading ირაკლი ქურასბედიანის მორიგი წარმატება კრივში
ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს
13-მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალური შეხვედრები ფრენბურთში. სოფ. ნაკრის სკოლის გოგონათა და სოფ. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს.
გოგონათა შორის ნახევარფინალში მონაწილეობდა ექვსი სკოლის გუნდი და გაიმარჯვა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდს სამ გუნდთან მოუწია შეხვედრა და ფინალურ ეტაპზე წყალტუბოს სკოლის გუნდი გადავიდა.
Continue reading ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს
ბეისბოლში ლატალის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა
12-მაისს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში ჩატარებულ შეჯიბრებაში სახელწოდებით “დიდი ბეისბოლი ძევრში” ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრში მონაწილეობდნენ: თბილისიდან თემქის ბეისბოლის სკოლა, ვაზისუბნის ბეისბოლის სკოლა, მესტიის რაიონიდან სოფ. ლატალის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-LATALI” და თერჯოლიდან ძევრის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდი “MAK-GEORGIA”.
Continue reading ბეისბოლში ლატალის სკოლის გუნდმა გაიმარჯვა