17 აგვისტოს სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდმა გაიმარჯვა.
Continue reading ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო
Category Archives: ახალგაზრდობა
სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
17 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლასთან არსებულ მინი-ფეხბურთის მოედანზე დილიდან დაიწყება ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
Continue reading სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
კოლხური ბზის პატარა მცველები
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი”-ს (CENN) მიერ გამოცხადებულ კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიაში.
Continue reading კოლხური ბზის პატარა მცველები
ხანძარი მესტიის ტყეში
12 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბანგურიანის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. “ლცლაშის” ტყეს ცეცხლი წაეკიდა, შსს სამსახურმა ოპერატიულად გამოიძახა ვეტმფრენი, რადგან სხვა ტექნიკით აღნიშნულ ადგილამდე მისვლა შეუძლებელია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვება.
Continue reading ხანძარი მესტიის ტყეში
“ხაფანგები” ბავშვებისთვის თბილისის ზღვაზე
თბილისის ზღვის სანაპირო ზოლში არის მეტად საშიში ადგილები, სადაც ბანაობა, კარგი მოცურავისთვისაც კი, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ასეთ ადგილებთან, როგორც წესი, არის დამაგრებული შესაბამისი აბრებიც – “ბანაობა აკრძალულია”, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი და ახალგაზრდობა არაფრად აგდებს ამ აკრძალვებს, უფრო მეტიც, ასეთი ადგილები მათთვის უფრო მიმზიდველიც კი ხდება, რასაც ტრაგიკული შემთხვევები მოსდევს.
Continue reading “ხაფანგები” ბავშვებისთვის თბილისის ზღვაზე
ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
სოფელ ფარში, მესტიის მუნიციპალიტეტში პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოციალური საწარმო “მზეკო” გაიხსნა.
საწარმოს დამფუძნებლები არიან ეკა წულუკიძე და მზია გვარმიანი. ამ სოციალურ საწარმოში ქალები არიან დასაქმებული და ის ს.ს.ი.პ. “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭრით შეიქმნა.
Continue reading ზემო სვანეთში პირველი სოციალური საწარმო გაიხსნა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა
27-ივლისს, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი ეროვნული ტურის ფარგლებში ვიზიტით ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლას, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.
Continue reading გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ლატალს სტუმრობდა
ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
29-30 ივლისს ინტელექტუალურ კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საპრიზო ადგილებზე გასულმა გუნდებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად იმოგზაურეს იმერეთში. მათ შორის იყო ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი” და სოფელ ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი”. Continue reading ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
ემიგრანტმა მხატვარმა სალომე ქურასბედიანმა იტალიაში კონკურსში გაიმარჯვა
მიმდინარე წლის მარტის თვეში იტალიაში, ქალაქ რომში გამოცხადდა კონკურსი ახალბედა მხატვართა წახალისების და საუკეთესო მხატვართა გამოვლენის მიზნით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იტალიაში მცხოვრებმა სალომე ქურასბედიანმა და იგი საუკეთესო მხატვართა ათეულში მოხვდა. ამ წარმატებას წინ უძღოდა პირველი ტური, რომელშიც ცნობილი მხატვრებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოარჩია 50 საუკეთესო მონაწილე, მათგან 13 მხატვარმა კი კონკურსში გაიმარჯვა. მათი ნამუშევრები და ბიოგრაფიები გამოქვეყნდა სპეციალურად მათთვის შექმნილ ხელოვნების წიგნში სახელწოდებით “ხელოვნება და თანამედროვე ხელოვანები” ( “Arte e artisti contemporanei”).
Continue reading ემიგრანტმა მხატვარმა სალომე ქურასბედიანმა იტალიაში კონკურსში გაიმარჯვა
ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში
30 ივნისისს და 1 ივლისს დაბა ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა სწრაფ და რთულ ცოცვაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში (1998-1999, 2000-2001 და 2002-2003 წწ.).ასევე ჩატარდა გუნდური ესტაფეტა ჯოკია გუგავას სახელობის თასზე სწრაფ ცოცვაში, ხოლო 2 ივლისს – ლერი მიქელაძის სახელობის თასის გათამაშება ინდივიდუალურ ცოცვაში ასაკის შეუზღუდავად.
Continue reading ლენტეხში გაიმართა საქართველოს ახალგაზრდული პირველობა მეკლდეურობაში
მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
22-ივნისს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით, მესტიას ეწვიენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: თამაზ საგინაძე (ტენორი), ნინო ჩაჩუა (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო სოპრანო), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), ნონა ბერაძე (სოპრანო), ნანა ბერაძე (მეცო სოპრანო), ასევე მომღერლები მიხეილ ყავლაშვილი, ნინო ბაშარული და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი “ვირტუოზი”.
Continue reading მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში არსებული მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის “რტო“-ს წევრებმა 2016-2017 სასწავლო წელს განახორციელეს პროექტი სახელწოდებით “სკოლა ჩვენი სიამაყეა”, რომლის მიზანი იყო ჩოლურის საჯარო სკოლას ჰქონოდა მუდმივი სასმელი წყალი. Continue reading ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს