9 ივნისს ჭიათურაში მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Continue reading ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
Category Archives: ახალგაზრდობა
სოფ. ფარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება “წიგნების თარო” ჩატარდა
31-მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა “ჯინსების თაობა” ჩაატარა ღონისძიება “წიგნების თარო”. იდეის და პროექტის ავტორი, ფარის საჯარო სკოლის პედაგოგი, აღნიშნული კლუბის ხელმძღვანელი ეკატერინე წულუკიძეა. ღონისძიებაზე მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ქ-ნმა დარეჯან ნიგურიანმა აღნიშნა: Continue reading სოფ. ფარის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ღონისძიება “წიგნების თარო” ჩატარდა
მესტიაში ფესტივალი “გაზაფხულის ფერები ” ჩატარდა
21-მაისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ჩატარდა ახალგაზრდა შემოქმედთა ფესტივალი “გახაფხულის ფერები”.
Continue reading მესტიაში ფესტივალი “გაზაფხულის ფერები ” ჩატარდა
ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს
13-მაისს ქ. ქუთაისში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის ნახევარფინალური შეხვედრები ფრენბურთში. სოფ. ნაკრის სკოლის გოგონათა და სოფ. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს.
გოგონათა შორის ნახევარფინალში მონაწილეობდა ექვსი სკოლის გუნდი და გაიმარჯვა ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ჭუბერის სკოლის ვაჟთა გუნდს სამ გუნდთან მოუწია შეხვედრა და ფინალურ ეტაპზე წყალტუბოს სკოლის გუნდი გადავიდა.
Continue reading ნაკრის და ჭუბერის სკოლების ფრენბურთელთა გუნდებმა დასავლეთ საქართველოში მეორე ადგილები დაიკავეს
ლენტეხში გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
10 მაისს დაბა ლენტეხში გაიმართა გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტრადიციული ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. გერასიმე ქურასბედიანი იყო სპორტის დამსახურებული მუშაკი, სპორტის ოსტატი და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე მესამედ, მისივე დაბადების დღეზე იმართება ტურნირი ქვემო სვანეთში.
შეჯიბრში მონაწილეობდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანებაში შემავალი სასპორტო სკოლების და ჭიდაობის სექციების მოსწავლეები.
Continue reading ლენტეხში გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ჩატარდა
ლუკა ტვილდიანი სიმღერის კონკურსზე გრან პრით დაჯილდოვდა
6 მაისს, თბილისში, ”საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი”-ს შენობაში, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა გიორგი ცაბაძის სახელობის ქართული საესტრადო სიმღერის ტრადიციული კონკურსი სახელწოდებით – ”ჩემი საქართველო აქ არის”, სადაც ლენტეხის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის აღსაზრდელებმა გრან პრი და ორი მე-2-ე ადგილი მოიპოვეს.
Continue reading ლუკა ტვილდიანი სიმღერის კონკურსზე გრან პრით დაჯილდოვდა
ირაკლი ქურასბედიანი პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოღვაწე მოკრივე, ქვემო სვანეთის სოფელ ბაბილის მკვიდრი, ირაკლი იმედას ძე ქურასბედიანი უკვე 9 წელია რაც სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს და უკვე საკმაოდ წარმატებულია, მოყვარულ მოკრივეებს შორის მოგებული აქვს ესპანეთის თასი, მეგობრობის საერთაშორისო ტურნირი, კატალონიის რეგიონის ტურნირი რამდენჯერმე, ასევე სხვა არარეგიონული ტურნირები. ის ჯერ 23 წლის არის, უკვე პროფესიონალურ კრივში აგრძელებს ასპარეზობას და წარმატების დიდი იმედი აქვს.
გთავაზობთ ინტერვიუს პერსპექტიულ სპორტსმენთან:
Continue reading ირაკლი ქურასბედიანი პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს
“ბორჯღალოსნების” მსოფლიო თასი მესტიაში აიტანეს
26-აპრილს, დაბა მესტიის N2 -საჯარო სკოლაში მოეწყო რაგბის კავშირის წარმომადგენლების შეხვედრა მოსწავლე ახალგაზრდებთან. კავშირის წევრებმა მესტიაში ამოიტანეს და ახალგაზრდებს წარუდგინეს “ბორჯღალოსნების” მიერ მოპოვებული მსოფლიო თასი.
Continue reading “ბორჯღალოსნების” მსოფლიო თასი მესტიაში აიტანეს
ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა
23 აპრილს დაბა ლენტეხში, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის სტადიონზე საქართველოს რაგბის კავშირისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონების რაგბიში და ლელობურთში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონებისა და თასის მფლობელების, საქართველოს დამსახურებული მწრთვნელების : შალვა ქურციკიძის, ოლეგ ლიპარტელიანის, ვახტანგ შვანგირაძის, ემზარ გეგუჩაძის, ნუგზარ ძაგნიძის, ავთანდილ ჩუბინიძის ხსოვნას მიეძღვნა.
Continue reading ლენტეხში დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალი გაიმართა
ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო
24 აპრილს ქ. ამბროლაურში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფეხბურთში. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ვაჟ ფეხბურთელთა გუნდი. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი მოიგო
სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო
24-აპრილს ქ. ზუგდიდის სპორტის სასახლეში ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირი ფრენბურთში გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობა მიიღო მესტიის რაიონის მასშტაბით გამარჯვებულმა გოგონათა გუნდმა სოფ. ნაკრის საჯარო სკოლიდან. მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს რეგიონულ ტურნირშიც.
Continue reading სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში ნაკრის გოგონათა გუნდმაც მოიგო
ინგლისურენოვანი საკვირაო ბანაკი – ლატალის საჯარო სკოლაში
22-23 აპრილს ლატალის საჯარო სკოლაში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” თაოსნობით მოეწყო საკვირაო ბანაკი. ბანაკის აქტივობებში, ლატალის საჯარო სკოლის გარდა, ასევე მონაწილეობა მიიღეს ზემო სვანეთის სხვადასხვა სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
Continue reading ინგლისურენოვანი საკვირაო ბანაკი – ლატალის საჯარო სკოლაში