18-22 დეკემბერს ქუთაისში ჩატარდა “სასკოლო-თეატრალური ფესტივალი”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის ხუთმა სკოლამ “რეგიონული განვითარების ფონდის” მხარდაჭე
Continue reading ნატა გაზდელიანი და ბექა წერედიანი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ
Category Archives: კულტურა
29 დეკემბერს ლენტეხში საახალწლო კონცერტი გაიმართა
29 დეკემბერს დაბა ლენტეხის კულტურის სახლში ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა და ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საახალწლო კონცერტი.
Continue reading 29 დეკემბერს ლენტეხში საახალწლო კონცერტი გაიმართა
ლატალელმა მოსწავლეებმა “კუკარაჩა” ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე გააცოცხლეს
18 დეკემბერს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე ქუთაისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა” წარმოადგინეს. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექტორი ციოყ წერედიანი მადლობას უხდის ,,რეგიონალური განვითარების ფონდს,” რომლის მხარდაჭერითაც მოხერხდა მოსწავლეების ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ფესტივალზე წარდგენა. ამავე ფონდის მხარდაჭერით ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ლენტეხის სოფელ ხელედისა და თერჯოლის სოფელ ზევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
მადონა წერედიანი, მესტია
სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს
2006 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონის (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის იღუმენის (ამჟამად სქიმარქიმანდრიტი) ეგნატეს (კურტანიძე) მონდომებითა და ძალისხმევით, სოფელ ლატალში გაიხსნა “წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა”.
Continue reading სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს
ლენტეხის სამხატვრო სკოლის მორიგი წარმატება
19 ნოემბერს თბილისში, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში “სტუდია N”-ის ორგანიზებით სახელოვნებო სკოლების გეგმიური გამოფენები ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ლენტეხის სამხატვრო სკოლაც. სვან მოსწავლეებთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ახალციხის, სენაკის, სამტრედიის, ცაგერის, ხაშურისა და დუშეთის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელები. ჟიურმა შეაფასა როგორც მოსწავლეების, ასევე პედაგოგების მუაშაობა. კონკურსში მონაწილეები 4-დან 13 წლამდე ასაკის მოზარდები იყვნენ. ყველა ლენტეხელი მოზარდი დიპლომით დაჯილდოვდა. ასევე დიპლომები გადასცეს პედაგოგებს – მთვარისა გაზდელიანს, რიტა მეიფარიანს, თამილა ლიპარტელიანსა და ლია ქურასბედიანს.
2017 წლის ივნისში ხუთი საუკეთესო ლენტეხელი მოსწავლე პედაგოგებთან ერთად ბაქოში არის მიწვეული. ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების დამეგობრების მიზნით კონკურსანტები იქვე, ბუნებაში დახატავენ, შექმნიან ახალ ნამუშევრებს, ხოლო შემდეგ ჩატარდება ძველი და ახალი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი
ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს
22 ნოემბერს დღის 3 საათზე ლენტეხის კულტურის სახლში ხელედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული სპექტაკლი
“ლადო ასათიანის ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების ამბავი”. სპექტაკლი დადგა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორმა ტატო პატარიძემ. სპექტაკლი გაიმართა “რეგიონალური განვითარების ფონდის” პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” (MAC) მხარდაჭერით. პროექტის ხელმძღვანელია რეზო ჩინჩალაძე.
Continue reading ხელედის სკოლის მოსწავლეებმა ლენტეხში სპექტაკლი წარმოადგინეს
“მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს
2014 წელს ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ჩატარებული გამოკითხვების შემდეგ ყურადღება შეაჩერა ლატალის საჯარო სკოლაზე.
Continue reading “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის” სოფ. ლატალის სკოლაში პროექტებს ახორციელებს
ვიტორიო სელას ფოტო-გამოფენა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში
10 ნოემბერიდან სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში (მესტიაში) მოეწყო იტალიელი მოგზაურის, მეცნიერის და ფოტოგრაფის ვიტორიო სელას ფოტო გამოფენა.
Continue reading ვიტორიო სელას ფოტო-გამოფენა სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში
ქალის თვალით დანახული შექსპირი – ირმა ქურასბედიანის მეათე კრებული
ლენტეხელმა პოეტმა ირმა ქურასბედიანმა გაახარა მკითხველები და ახალი, რიგით მეათე წიგნი შესთავაზა, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია წინა გამოცემებისაგან.
svanetiinfo.ge ამ სიახლესთან დაკავშირებით სვან პოეტს გაესაუბრა. Continue reading ქალის თვალით დანახული შექსპირი – ირმა ქურასბედიანის მეათე კრებული
“ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა
21 ოქტომბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაჰილის“ შემაჯამებელი პრეზენტაცია პროექტის – „ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში. სწორედ, ამ ორგანიზაციამ განახორციელა ლენტეხში სვანური ფოლკლორის ფესტივალი “სვანფესტი”, რომლის მიზანი იყო ლენტეხის რაიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტული ზონის, ცნობადობის ამაღლება, ასევე უძველესი სვანური თამაშობების აღდგენა და პოპულარიზაცია; სვანური ფოლკლორული ფესტივალის ჩატარებისათვის ტრადიციული სახის მიცემა.
Continue reading “ლაჰილმა” სვანეთის თემაზე მიმდინარე პროექტები დაასრულა
მალვინა მუკბანიანმა ნაივურ ფერწერაში ლაურეატის წოდება მიიღო
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე გამოვლინდნენ გამარჯვებული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და სიგელები გადაეცათ. ამ ფესტივალის ერთერთი გამარჯვებული ნაივურ ფერწერაში გახლავთ ქალბატონი მალვინა მუკბანიანი, რომელმაც მიიღო ლაურეატის წოდება, ჯილდოდ კი – 800 ლარი.
Continue reading მალვინა მუკბანიანმა ნაივურ ფერწერაში ლაურეატის წოდება მიიღო
ზვიად ქურასბედიანის რესტორანი “ბარბარესთან” კონკურსის ფინალისტია
თბილისში მდებარე რესტორანი “ბარბარესთან” – კონკურსში “ბიზნეს დაჯილდოება” ნომინაციაში “წლის ტურისტული ბიზნესი” – ფინალისტი გახდა. ამ რესტორნის მეპატრონე კი არის ლენტეხის კოლორიტის, სვანეთში ყველასათვის საყვარელი ადამიანის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ჭიდაობა სამბოში, აწ გარდაცვლილი ანზორ ქურასბედიანის ვაჟი – ზვიად ქურასბედიანი.
Continue reading ზვიად ქურასბედიანის რესტორანი “ბარბარესთან” კონკურსის ფინალისტია