Category Archives: ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის ყოფილი გამგებელი დიაკვნად ეკურთხა

31 დეკემბერს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) დიაკვნად აკურთხა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი 2014-17 წლებში ამირან (ჟორდან) ჯამბურიძე.
Continue reading ლენტეხის ყოფილი გამგებელი დიაკვნად ეკურთხა

ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

30 დეკემბერს ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში (დირექტორი ციცინო მუსელიანი) დიდი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. ზეიმში სკოლის ყველა კლასმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები. Continue reading ლენტეხის №2 საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა

ქვემო სვანეთის მინიმუმ 12 სოფელს ელ. ენერგია მე-3 დღეა არ მიეწოდება

ქვემო სვანეთის ჩოლურის თემის სოფლებში მესამე დღეა თოვს და მოსახლეობას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარმა დაახლოებით 80 სმ-ს მიაღწია. ცენტრალური გზა დღეს გაიწმინდა ტექნიკის გამოყენებით და მასზე მხოლოდ მაღალი გამავლობის, 2-ხიდიანი მანქანებით არის მოძრაობა შესაძლებელი.
Continue reading ქვემო სვანეთის მინიმუმ 12 სოფელს ელ. ენერგია მე-3 დღეა არ მიეწოდება

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

5 დეკემბერს, ქალაქ ამბროლაურში, „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს (AIC) ფერმერთა მომსახურების რესურს-ცენტრში გაიმართა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი“-ს პრეზენტაცია. ღონისძიება ორგანიზებული იყო „ფონდი აფხაზინტერკონტი“-ს მიერ  პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს ფარგლებში.
Continue reading ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბი დაარსდა

ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

1 დეკემბერს დაგეგმილი ქსელის პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 383 აბონენტს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხელედი, ლესემა, წანაში, ბავარი და სხვა მიმდებარე სოფლებში, ხოლო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე – 201 აბონენტს სოფლებში: ბაბილი, მელურა, გულიდა, მაცხვარლამეზური და მიმდებარე სოფლებში.

Continue reading ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელში ელ. ენერგიის მიწოდება შეფერხდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

20 ნოემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა გახსნა ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააცნო  არჩევნების შედეგები დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ კი სხდომის თავმჯდომარეობა განაგრძო საკრებულოს  უხუცესმა წევრმა გრიგოლ ლიპარტელიანმა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა

თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში

2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ლენტეხის მუნიციპალიტეტში მშვიდობიანად ჩატარდა, როგორც ჩვენთან საუბარში №46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მანანა ონიანმა განაცხადა, არცერთ უბანზე დამკვირვებელთა მხრიდან შენიშვნები არ გამოთქმულა.
Continue reading თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქვემო სვანეთში

კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს

მერობის კანდიდატების მიერ მოწოდებული ბიოგრაფიები ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ. ახლა კი შევეცადეთ  თანაბარ პირობებში წარმოგვეჩინა კანდიდატების მოსაზრებები სხვადასხვა პრობლემის შესახებ. ამ მიზნით ჩვენ ერთი და იგივე კითხვებით მივმართეთ მერობის კანდიდატებს რომან (მურმან) მუკბანიანს, მურმან ტვილდიანს, ბადრი ლიპარტელიანს. სამივე კანდიდატი დაგვთანხმდა ვიდეო-ჩაწერაზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ. საწუხაროდ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, ისევ ვერ მოვახერხეთ მერობის მეოთხე კანდიდატთან ჯაბა სარალიძესთან დაკავშირება.
Continue reading კითხვები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს

მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა თავისი კანდიდატი. გთავაზობთ 3 მათგანის ბიოგრაფიებს, მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. რაც შეეხება მეოთხე კანდიდატს, ჯერჯერობით მისი ბიოგრაფიული მონაცემები არ მოუწოდებიათ.

 

Continue reading მერობის კანდიდატები ლენტეხის მუნიციპალიტეტში

ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე

“ქრისტეე კვაბულ” სვანური სიტყვაა და ქართულად ქრისტეს ბორცვს ნიშნავს, სვანეთში ასეთ სახელწოდებას ატარებს სოფელ ჭველიერის მთის მიდამოებში მდებარე ბორცვი, რომელზედაც ქვის მცირე ნაგებობაა აშენებული. ეს ბორცვი დიდ სიწმინდეს წარმოადგენს ჭველიერის მაცხოვრებლებისთვის, ქალების მისვლა ამ ტერიტორიაზე აკრძალულია.
Continue reading ლეგენდა “ქრისტეე კვაბულ”-ზე

სპორტული სექციების მდგომარეობა ქვემო სვანეთში – ინტერვიუ ქეთევან ფიცხელაურთან

ჩვენ დავინტერესდით ქვემო სვანეთში სხვადასხვა სპორტის სახეობების მდგომარეობით და ტელეფონის საშუალებით მივმართეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განყოფილების უფროსს ქეთევან ფიცხელაურს:
Continue reading სპორტული სექციების მდგომარეობა ქვემო სვანეთში – ინტერვიუ ქეთევან ფიცხელაურთან

მესტიაში სვანეთის კულტურული მემკიდრეობის შესახებ კონფერენცია გაიმართება

1 სექტემბერს, დაბა მესტიაში, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი მასპინძლობს სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციას სახელწოდებით “სვანეთის კულტურული მემკვიდრეობა და გადარჩენის პერსპექტივები”- მიძღვნილი ხელოვნებათმცოდნე რუსიკო ქოჩქიანის ხსოვნისადმი.
Continue reading მესტიაში სვანეთის კულტურული მემკიდრეობის შესახებ კონფერენცია გაიმართება