წელს ჩოლურის ჭიდაობის სექციაში დიდი სიახლეებია. აქ მუშაობა დაიწყო ახალგაზრდა მწვრთნელმა დათო (ჯეკი) ჯამბურიძემ, სექციას კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ა.(ა).ი.პ.-მა “სასპორტო სკოლების გაერთიანება”-მ ზაქრო ხვისტანის ხელმძღვანელობით 20 ტატამი (საჭიდაო ლეიბი) გადასცა. დათო ჯამბურიძემ სექციაში ახალი მოსწავლეების მოზიდვაც მოახერხა.
Continue reading ჩოლურის ჭიდაობის სექციას ახალი მწვრთნელი ჰყავს
Category Archives: ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის სამხატვრო სკოლა კაპადოკიის ფესტივალში მონაწილეობდა
აგვისტოს თვეში ლენტეხის სამხატვრო სკოლა 3 დღით იმყოფებოდა კაპადოკიაში, თურქეთის ქალაქ ურგუფში, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფესტივალზე სახელწოდებით “კაპადოკიური ჩანახატები”.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლა კაპადოკიის ფესტივალში მონაწილეობდა
მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ახალი კანკელი დაიდგა
28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, სოფ. მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში დაიდგა ახალი კანკელი, რომელსაც ანდრო მუკბანიანი დაახლოებით 5 თვე კვეთდა ხეზე. კანკელის გამოცვლა მთლიანად დააფინანსა წარმოშობით მუწდელმა ნაირა ხაბულიანმა.
Continue reading მუწდის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში ახალი კანკელი დაიდგა
ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა
28 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, სოფელ უშგულთან, ზაგაროს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე, იკურთხა წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის ახლადაშენებული ტაძარი. ტაძრის ქტიტორი გახლავთ სვანეთის მკვიდრი, თბილისში მცხოვრები ირაკლი გურჩიანი.
Continue reading ზაგაროს უღელტეხილზე, 2700 მეტრზე ახალი ტაძარი იკურთხა
ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დაანგრიეს და ახალს აშენებენ
გასულ კვირაში დაბა ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის სრული დემონტაჟი მოხდა. გადავწყვიტეთ გაგვერკვია რამდენად იყო ინფორმირებული დაბა ლენტეხის მოსახლეობა ამის შესახებ. ვეკითხებოდით ნებისმიერ შემხვედრს (ინიციალები შეცვლილია):
Continue reading ლენტეხში სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი დაანგრიეს და ახალს აშენებენ
ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო
17 აგვისტოს სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მოედანზე ჩატარდა ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელშიც წყალტუბოს გუნდმა გაიმარჯვა.
Continue reading ლევან ზურაბიანის სახელობის თასი წყალტუბოს გუნდმა მოიგო
სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
17 აგვისტოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. თეკალში ჩოლურის საჯარო სკოლასთან არსებულ მინი-ფეხბურთის მოედანზე დილიდან დაიწყება ლევან ზურაბიანის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში.
Continue reading სოფ. თეკალში ლევან ზურაბიანის სახელობის თასი გათამაშდება
ლენტეხში ახალი სამთავრობო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა
3 აგვისტოს, დაბა ლენტეხში, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გამართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსმა დავით მამუკელაშვილმა. მან ისაუბრა ახალი სამთავრობო პროგრამის “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ შესახებ: Continue reading ლენტეხში ახალი სამთავრობო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
29-30 ივლისს ინტელექტუალურ კონკურსში “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” საპრიზო ადგილებზე გასულმა გუნდებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად იმოგზაურეს იმერეთში. მათ შორის იყო ჩოლურის საჯარო სკოლის გუნდი “ჯვარი მძლეველი” და სოფელ ლენჯერის საჯარო სკოლის გუნდი “კიდობანი”. Continue reading ჩოლურის და ლენჯერის სკოლების გუნდებმა იმერეთში იმოგზაურეს
სოფ. თეკალში C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩატარდა
25 ივლისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკალში ჩატარდა C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა-სკრინინგი. მსურველებს შეეძლოთ აეღოთ სისხლის ანალიზი და 15 წუთის შემდეგ გაეგოთ ანალიზის პასუხები. 30 გამოკვლეული ადამიანიდან არცერთს არ აღმოაჩნდა ეს დაავადება.
Continue reading სოფ. თეკალში C-ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჩატარდა
ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში მიმდინარეობს ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მე-100-112-ე კმ-ების ჩათვლით). Continue reading ჩოლურში ცენტრალური გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
26-27 ივლისს ელ. ენერგია დროებით შეუწყდებათ სვანეთის, ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ დასახლებას
26 ივლისს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე გამოირთვება ქ/ს “მესტია”-ს ფიდერები “ზურულდი“ (281 აბონენტი) და ფიდერი “მუზეუმი“ (3 აბონენტი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტის 284 აბონენტს (დაბა მესტია, სოფ. იელი, მუზეუმი, პრეზიდენტის რეზიდენცია, სასტუმრო).
Continue reading 26-27 ივლისს ელ. ენერგია დროებით შეუწყდებათ სვანეთის, ლეჩხუმის, იმერეთისა და სამეგრელოს ზოგიერთ დასახლებას