ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა

22 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის თემში, მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავთან მდებარე მაღალი ძაბვის ბოძს ხანგრძლივმა წვიმებმა და ადიდებულმა მდინარე მუხრამ მიწა გამოაცალეს, რამაც გამოიწვია მისი წაქცევა.
Continue reading ელექტროგადამცემი ბოძის წაქცევის შედეგად ქვემო სვანეთის რამდენიმე სოფელს ელ. ენერგიის მიწოდება შეუწყდა

 ზემო სვანეთში კონკურსი  “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა

17   ივნისს მესტიაში ჩატარდა კონკურსის ნორჩი მათემატიკოსის დასკვნითი, III ტური.  მასში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომელთაც შემოდგომაზე და გაზაფხულზე ჩატარებული  II ტური წარმატებით გადალახეს. ასეთი სულ 100 მონაწილე იყო. III ტურშიც იგივე  პირობა იყო, რაც წინა ტურებში: წარამატებულად  ჩაითვალა  ყველა,  ვინც  60%-იანი   ზღვარი გადალახა.
Continue reading  ზემო სვანეთში კონკურსი  “ნორჩი მათემატიკოსი“ ჩატარდა

სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

21 ივნისს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაბილში გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოიშალა კლდე, რის შედეგადაც ჩაიკეტა ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზა. ეს დაახლოებით ღამის 11-ის ნახევარზე მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავდა. ტრანსპორტის მოძრაობა მეორე დღეს გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შედეგად განახლდა. Continue reading სოფ. ბაბილში კლდე ჩამოიშალა – ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

17 ივნისს მესტიაში გაიმართა  ფესტივალი გამოფენა “საქართველოს მთებში”, რომელშიც ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ლენტეხის სამხატვრო სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა ნამუშევრები გრაფიკაში, გობელენში, თექაში – სვანეთის და თავისუფალ თემაზე.
Continue reading ლენტეხის სამხატვრო სკოლამ მესტიის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში არსებული მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის “რტო“-ს წევრებმა 2016-2017 სასწავლო წელს განახორციელეს პროექტი სახელწოდებით “სკოლა ჩვენი სიამაყეა”, რომლის მიზანი იყო ჩოლურის საჯარო სკოლას ჰქონოდა მუდმივი სასმელი წყალი. Continue reading ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიურ სკოლაში წყალი შეიყვანეს

მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ

10 ივნისს თბილისში, საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალური ეტაპი, რომელშიც მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა “ოსანა”-მ გაიმარჯვა და საჩუქრად ისრაელის ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. Continue reading მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ

ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები დაბა მესტიაში გაგრძელდა

10 ივნისს დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები. დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ”, საზეიმო საღამოს დასასრულს მსმენელის წინაშე წარსდგა მუსიკალური ჯგუფი “ფრანი”. Continue reading ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიებები დაბა მესტიაში გაგრძელდა

ზემო სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა

10 ივნისს მესტიაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა. შეჯიბრს სამთო-სათხილამურო კურორტმა “თეთნულდმა” უმასპინძლა.

ბორის კახიანი იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი სათხილამურო სპორტში 1967 წლიდან, საერთაშორისო შეჯიბრებების, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებული. ის, 35 წლის ასაკში, თავის მძღოლთან ერთად დაუდგენელ ვითარებაში დაიკარგა და დაღუპულად გამოცხადდა. Continue reading ზემო სვანეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი ბორის კახიანის სახელობის სათხილამურო ტურნირით გაიხსნა

ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივნისს ჭიათურაში მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიასა და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. Continue reading ჭიათურისა და მესტიის გიმნაზიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მესტიაში მოსწავლეებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების შესახებ კონკურსი ჩატარდა

10-ივნისს, მესტიის II საჯარო სკოლაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის წარმომადგენლებმა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პირველად პრევენციაზე მიმართული კონკურსი ჩაატარეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის. კონკურსში I ადგილზე გავიდა VIII კლასის მოსწავლე ნინო კახბერიძე, რომელმაც შესაბამის თემატიკაზე ლექსი დაწერა და რეპის სახით წარმოადგინა. Continue reading მესტიაში მოსწავლეებისთვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების შესახებ კონკურსი ჩატარდა

მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

6 ივნისს დაბა მესტიაში “მესტიაჭალა 1” და “მესტიაჭალა 2” ჰიდრო ელექტრო სადგურების კასკადის მშენებლობის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. მესტიას ეწვიენ ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო”-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და “საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
Continue reading მესტიაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობა დაიწყო

რუსიკო ქოჩქიანი მესტიის მიწას მიაბარეს

29 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, ყველასთვის საყვარელი და საპატივცემულო პიროვნება, ქალბატონი რუსიკო ქოჩქიანი.
რუსიკო დავითის ასული ქოჩქიანი დაიბადა 1960 წლის 12 ივნისს დაბა მესტიაში. მან 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიის მაგისტრატურა, მინიჭებული ჰქონდა ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაცია. 2008 წელს მოიპოვა სმითსონიანის (აშშ) ინსტიტუციის სერთიფიკატი სამუზეუმო საქმის მენეჯმენტში. ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში მუშაობა დაიწყო 1984 წელს. პარალელურად 1984-85 წწ. მუშაობდა მესტიის სამხატვრო სკოლის დირექტორად. Continue reading რუსიკო ქოჩქიანი მესტიის მიწას მიაბარეს

სვანეთის საინფორმაციო ცენტრი