ლენტეხელი ნორჩი მხატვრები აზერბაიჯანში ფესტივალზე იმყოფებოდნენ

10 მარტს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს ინიციატივით ქალაქ სუმგაითში დასაბამი დაედო ფესტივალს სახელწოდებით “კავკასიური გაზაფხული”, რომელიც ემსახურება კავკასიელი ბავშვების გაცნობა–დამეგობრებას და სახვითი ხელოვნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას.
Continue reading ლენტეხელი ნორჩი მხატვრები აზერბაიჯანში ფესტივალზე იმყოფებოდნენ

ჩოლურის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის 100 წლისთავი აღნიშნეს

2017 წლის 2 მარტს ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლადო ასათიანის დაბადებიდან 100 წლისთავი პოეზიის საღამოთი აღნიშნეს.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს ლადო ასათიანის ლექსები, ისაუბრეს მისი ცხოვრების შესახებ, ასევე შეასრულეს სიმღერები.

Continue reading ჩოლურის საჯარო სკოლაში ლადო ასათიანის 100 წლისთავი აღნიშნეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ნინო ბენდელიანმა, ლენტეხელმა პედაგოგმა ლენტეხის საკრებულოს 24 თებერვლის სხდომაზე მწვავე განცხადება გააკეთა ლენტეხის თვითმმართველობის მისამართით და ნეპოტიზმიც ახსენა.
Continue reading ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” მონაწილენი მესტიას სტუმრობდნენ

პროექტი “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ორგანიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ.
Continue reading პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისთვის” მონაწილენი მესტიას სტუმრობდნენ

პროექტი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გრძელდება

28-თებერვალს მესტიის ილარიონ ქართველის სახელობის გიმნაზიაში ჩატარდა რაიონული კონკურსი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ტარდება უკვე მრავალი წელია. შესაბამისად რაიონული კონკურსის ორგანიზება გაწია საპატრიაქოს წარმომადგენელმა.
Continue reading პროექტი “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” გრძელდება

პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილენი ლენტეხში იმყოფებიან

ორგანიზაციის “მოქალაქე” (თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის ” მონაწილენი ნანული გოფოძე, ნატო ბერიძე და თამთა ორჯონიკიძე რამდენიმე დღეა ქვემო სვანეთის მოსახლეობას ხვდებიან.
Continue reading პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილენი ლენტეხში იმყოფებიან

20 წლის ილია გირგვლიანი ელექტრო ეტლზე ოცნებობს

16808470_1190858367698416_179099075_n

ეს 20-წლის ილია გირგვლიანია, ზემო სვანეთის სოფელი ლატალიდან. ის დაბადებიდან კუნთოვანი დისტროფიით არის დაავადებული და არ შეუძლია სხვისი დახმარების გარეშე თუნდაც ეტლით გადაადგილდეს.
Continue reading 20 წლის ილია გირგვლიანი ელექტრო ეტლზე ოცნებობს

11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა

16730873_1188534774597442_2072954331_n
11-თებერვალს მესტიაში, ზურულდი-ჰაწვალის სათხილამურო ტრასაზე ჩატარდა თეზო ჯაფარიძის სახელობის ტურნირი გიგანტურ სლალომში.
Continue reading 11 თებერვალს მესტიაში “თეზოს თასი 2017” ჩატარდა

მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია


5-თებერვალს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში გოგონათა შორის (2001-2002-2003წწ.). შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა მესტიის რაიონის სოფელ ლატალის მკვიდრი მარიამ გურგულიანი (2001).
Continue reading მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია

ლენტეხიდან “ეტალონი”-ს ფინალისტი ლაშა ჩანქსელიანი იქნება

20 იანვარს დაბა ლენტეხში პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს ნახევარფინალი, რომელსაც გაუძღვა ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი.
Continue reading ლენტეხიდან “ეტალონი”-ს ფინალისტი ლაშა ჩანქსელიანი იქნება

ნათლისღების დღესასწაული ლენტეხში

19 იანვარს ლენტეხში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ამავე ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ მან ტაძრის ეზოში შეასრულა წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ჩაატარა ნათლობა. მოინათლა ყრმა თამარი ლიპარტელიანი.
Continue reading ნათლისღების დღესასწაული ლენტეხში

მესტიელმა სამთო-მეთხილამურეებმა საქართველოს თასის მე-2 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს

28-29 იანვარს ბაკურიანში 2016-2017 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის გათამაშების მეორე ეტაპზე გიგანტურ სლალომსა და სპეციალურ სლალომში მესტიელმა სპორტსმენებმა პირველი, მეორე და მესამე ადგილები მოიპოვეს.
Continue reading მესტიელმა სამთო-მეთხილამურეებმა საქართველოს თასის მე-2 ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს

სვანეთის საინფორმაციო ცენტრი