Category Archives: ძიუდო

მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია


5-თებერვალს თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში გოგონათა შორის (2001-2002-2003წწ.). შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონი გახდა მესტიის რაიონის სოფელ ლატალის მკვიდრი მარიამ გურგულიანი (2001).
Continue reading მარიამ გურგულიანი საქართველოს ჩემპიონია

ეთო ლიპარტელიანი – 2016 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ძიუდოს გულშემატკივრებს: სოციალურ ქსელ facebook-ზე შექმნილ ჯგუფ “We Love Judo” ტრადიციულად წლის საუკეტესო ძიუდოისტი დაასახელა. წელს ეს პატივი წილად ხვდა ლენტეხელ ძიუდოისტს გოგონათა შორის ეთერ ლიპარტელიანს. svanetiinfo ულოცავს მას ამ წარმატებას:

Continue reading ეთო ლიპარტელიანი – 2016 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი

ვარლამ ლიპარტელიანი სპეციალური ორდენით -“ოქროს მანგუსტით” – დაჯილდოვდა

3 დეკემბერს  უკრაინის ქალაქ ოდესაში საერთაშორისო სპორტული პრემიის “ოქროს მანგუსტი”-ს დაჯილდოების ცერემონიაზე ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანი სპეციალური ორდენით – “ოქროს მანგუსტი” – დააჯილდოვეს.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი სპეციალური ორდენით -“ოქროს მანგუსტით” – დაჯილდოვდა

საქველმოქმედო აქცია ლატალში

25 ნოემბერს ლატალის კულტურის სახლში ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები “კუკარაჩა”  სცენაზე ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ღონისძიება ლატალის საჯარო სკოლის დირექტორის ციოყ წერედიანისა და პედკოლექტივის ორგანიზებით ჩატარდა. დამდგმელი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი – “რეგიონალური განვითარების ფონდი”. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

Continue reading საქველმოქმედო აქცია ლატალში

სვანი ახალგაზრდების მორიგი წარმატება ძიუდოში

4 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში. ასპარეზობაში საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს მესტიელმა მოსწავლე ახალგაზრდებმა. პირველი ადგილზე გავიდა სოფელ ლატალის მკვიდრი, მერვე კლასის მოსწავლე დავით გირგვლიანი, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა დაბა მესტიის წარმომადგენელმა თორნიკე ფალიანმა. გამარჯვებულები თასით, მედლებით, დიპლომებით და საჭიდაო ფორმებით (კიმონოებით) დაჯილდოვდნენ.

მადონა წერედიანი, მესტია

მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს

11-12 ნოემბერს ქ.ზუგდიდში ჩატარდა შეჯიბრი ძიუდოში ცოტნე დადიანის სახელობის თასზე, სადაც მოსწავლე ძიუდოისტებმა ზემო სვანეთიდან საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველ ადგილზე გავიდნენ ლუკა კვანჭიანი სოფ.ლატალიდან, ზურაბ რატიანი (დაბა მესტია) და თორნიკე ფალიანი (დაბა მესტია). მეორე ადგილზე გავიდა დავით გირგვლიანი (სოფ.ლატალი),  ხოლო საბა ფარჯიანმა (სოფ.ლატალი) მესამე ადგილი დაიკავა.
Continue reading მოსწავლე ძიუდოსტებმა მესტიიდან ცოტნე დადიანის ტურნირი მოიგეს

ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა

17-19 ოქტომბერს ქვემო სვანეთის ახალგაზრდა ძიუდოისტებს 3 დღიანი მასტერკლასი ჩაუტარა   ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცეჩემპიონმა და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა  ვარლამ (ვალერი) ლიპარტელიანმა.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანმა ლენტეხში 3 დღიანი მასტერკლასი დაასრულა

ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხში საჩვენებელ ვარჯიშებს ატარებს

2 დღეა ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანი ვარლამ ლიპარტელიანი დაბა ლენტეხში,  სასპორტო სკოლების გაერთიანების სპორტულ დარბაზში ახალგაზრდა ძიუდოისტებს მასტერკლასებს უტარებს.
Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ლენტეხში საჩვენებელ ვარჯიშებს ატარებს

ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !

ქართველი ოლიმპიელები ზაფხულის XXXI თამაშებზე ასპარეზობას განაგრძობენ. ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ოლიმპიური ვერცხლის მედალი მოუტანა. მიღწეულით უკმაყოფილო, თავდახრილი სპორტსმენის კადრებმა მთელი საქართველო აალაპარაკა. ოლიმპიური ვერცხლი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია ქართული სპორტისთვის, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა და ნებისმიერი სპორტსმენი იამაყებდა, ვარლამისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. ვარლამი შესანიშნავად იყო მომზადებული ოლიმპიადისთვის, მან ფინალამდე ყველა შეხვედრა დიდი უპირატესობით (“იპონით”) მოიგო და ფინალში კი მცირედი შეცდომის, მცირედი უყურადღებობის გამო დამარცხდა.
ვულოცავთ ვარლამს ამ შესანიშნავ წარმატებას და გთავაზობთ ინტერვიუს მასთან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე გაზეთი “სვანეთი”-ს ფურცლებზე დაიბეჭდა: Continue reading ვარლამის ვერცხლი – ოქროზე ძვირფასი !

ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

1-3 ივლისს ფინეთის ქალაქ ვანტააში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის. ჩემპიონატში მონაწილეობდა 41 ქვეყნის 421 წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს 18 ძიუდოისტი.
Continue reading ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატიც მოიგო

ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანი - ფოტო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის facebook გვერდიდან
ვარლამ ლიპარტელიანი – ფოტო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის facebook გვერდიდან

დღეს რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩეპიონატში ძიუდოში ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა. Continue reading ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა

ლენტეხის გუნდის წარმატება

29 ოქტომბერს მარნეულში გაიმართა IV ტრადიციული საერთაშორისო გუნდური ტურნირი 2000-2001 წელს დაბადებულ ძიუდოისტებს შორის, რომელიც მიეძღვნა ქვემო ქართლის რეგიონში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლისა და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის ოსტატის თენგიზ ნავერიანის ხსოვნას.
Continue reading ლენტეხის გუნდის წარმატება