Category Archives: საზოგადოება

ლენტეხიდან “ეტალონი”-ს ფინალისტი ლაშა ჩანქსელიანი იქნება

20 იანვარს დაბა ლენტეხში პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის “ეტალონი“-ს ნახევარფინალი, რომელსაც გაუძღვა ამ პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოჩა ტყეშელაშვილი.
Continue reading ლენტეხიდან “ეტალონი”-ს ფინალისტი ლაშა ჩანქსელიანი იქნება

ნათლისღების დღესასწაული ლენტეხში

19 იანვარს ლენტეხში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, ამავე ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იაკობმა (კვირიკაშვილი) საზეიმო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ მან ტაძრის ეზოში შეასრულა წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ჩაატარა ნათლობა. მოინათლა ყრმა თამარი ლიპარტელიანი.
Continue reading ნათლისღების დღესასწაული ლენტეხში

ალილოს მსვლელობა ლატალში

7-იანვარს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის ღამისთევის წირვის შემდეგ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის სქიმ-არქიმანდრიტი ეგნატეს (კურტანიძე) კურთხევით მოეწყო ალილოს მსვლელობა.
Continue reading ალილოს მსვლელობა ლატალში

ლატალელმა მოსწავლეებმა “კუკარაჩა” ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე გააცოცხლეს

18 დეკემბერს ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე ქუთაისის სასკოლო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც ფესტივალზე ნოდარ დუმბაძის ,,კუკარაჩა” წარმოადგინეს.  სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექტორი ციოყ წერედიანი მადლობას უხდის ,,რეგიონალური განვითარების ფონდს,” რომლის მხარდაჭერითაც მოხერხდა მოსწავლეების ამ მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო ფესტივალზე წარდგენა. ამავე ფონდის მხარდაჭერით ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ლენტეხის სოფელ ხელედისა და თერჯოლის სოფელ ზევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

მადონა წერედიანი, მესტია

ქველმოქმედმა სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკა უსახსოვრა

ლატალის მკვიდრმა 15 დეკემბერს ლატალის თამარ მეფის სამრევლო სკოლას საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნები უსახსოვრა. ჩვენი თანამემამულე თბილისში ცხოვრობს. მან ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. როგორც თავად ამბობს, წინ კიდევ ბევრი საინტერესო იდეა აქვს განსახორციელებელი. ორმაგად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად მკაცრი ზამთრისა, ქველმოქმედმა მოახერხა და ამ რთულ პირობებში თავად ჩამოიტანა წიგნები და გადასცა სამრევლო სკოლას. აღსანიშნავია, რომ ლიტერატურა საეკლესიო თემატიკაზეა.  მისი სურვილია, მოზარდები, გარკვეულწილად, მოწყდნენ ინტერნეტსივრცის იმ ველს, საიდანაც მხოლოდ ნეგატიურ და მოზარდებისთვის არასასურველ ინფორმაციას იღებენ. ამ იდეის განსახორციელებას კვლავ აპირებს მსგავსი აქციებით. ქველმოქმედს სურს, საკუთარი სოფლის მოზარდი თაობის სულიერ და მორალურ ფორმირებაში თვისი წვლილი შეიტანოს. “svanetiinfo”  წარმატებებს უსურვებს მას და მადლიერებას გამოხატავს კეთილგონივრული იდეის წამოწყებისთვის.

15570980_1133495233434730_1524712671_n

მადონა წერედიანი, მესტია

ეთო ლიპარტელიანი – 2016 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი

კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ძიუდოს გულშემატკივრებს: სოციალურ ქსელ facebook-ზე შექმნილ ჯგუფ “We Love Judo” ტრადიციულად წლის საუკეტესო ძიუდოისტი დაასახელა. წელს ეს პატივი წილად ხვდა ლენტეხელ ძიუდოისტს გოგონათა შორის ეთერ ლიპარტელიანს. svanetiinfo ულოცავს მას ამ წარმატებას:

Continue reading ეთო ლიპარტელიანი – 2016 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი

“იცხოვრებდი სვანეთში მუდმივად?..”

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტები არიან სოფიო მეგრელიძე და ბექა გელოვანი, ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც სვანეთში მუდმივად დასახლების სურვილი აქვთ… დიდი მიგრაციის პირობებში სვანეთზე შეყვარებული ახალგაზრდა წყვილის ისტორია იმდენად საინტერესოა, ჩავთვალეთ, რომ მკითხველისთვისაც გაგვეზიარებინა მათი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია. ბექა და სოფიო 6 თვის წინ შეუღლდნენ და სვანეთში დამკვიდრების მსურველებს, ამ კუთხის განვითარების დიდი იმედები და თავისებური ხედვაც აქვთ.

Continue reading “იცხოვრებდი სვანეთში მუდმივად?..”

სვანეთში სამთო-სათხილამურო სეზონი ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასით გაიხსნა

ზემო სვანეთში 10 დეკემბერს  სამთო-სათხილამურო საკურორტო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიება სიმბოლურად  ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასის გახსნით აღინიშნა. 2 ათეული წლის მანძილზე პირველი  შემთხვევაა, როდესაც ასე ადრიანად გაიხსნა სეზონი. შესაბამისად, მოლოდინიც დიდია, ვინაიდან 5 სათხილამური ტრასა ერთიანად ამოქმედდა, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი და ნებისმიერი დონის დაინტერესებული პირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს იქნება პროფესიონალი თუ მოყვარული მოთხილამურე.

Continue reading სვანეთში სამთო-სათხილამურო სეზონი ჰაწვალი_ზერულდის სათხილამურო ტრასით გაიხსნა

ქართველი ემიგრანტის წერილი

ემიგრაცია – პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.

ეს არის განმარტება,  რომელიც ძალიან ზოგადია, მაგრამ სინამდვილეში ემიგრაციას ბევრნაირი განმარტება შეგვიძლია მოვუძებნოთ. არსებობს იძულებითი ემიგრაცია, რომელიც ყველაზე რთული და მძიმეა. უამრავი ემიგრანტი შვილი ჰყავს საქართველოს. მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ მათი რაოდენობა მხოლოდ იზრდება და,  ვინ იცის, როდის დაუდგება ჩვენს სამშობლოს ის სანატრელი დღე, როდესაც სამშობლოდან გადახვეწილი ქართველების რაოდენობა შემცირდება და არ გაიზრდება.

Continue reading ქართველი ემიგრანტის წერილი

სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს

2006 წელს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსის (ამჟამად მიტროპოლიტი) ილარიონის  (ქიტიაშვილი) ლოცვა-კურთხევით და სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის იღუმენის (ამჟამად სქიმარქიმანდრიტი) ეგნატეს (კურტანიძე) მონდომებითა და ძალისხმევით, სოფელ ლატალში გაიხსნა “წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო სკოლა”.
Continue reading სოფ. ლატალში სამრევლო სკოლა ფუნქციონირებს

ქართველი ემიგრანტების ცხოვრება იტალიაში

20 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი) და ამავე ეპარქიის, სოფელ ლატალის მოძღვარი სქიმარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) მრევლთან ერთად იტალიაში სიწმინდეების მოსალოცად გაემგზავრენ. მომლოცველების შთაბეჭდილებების გაზიარება  “svanetiinfo.ge”-ს მკითხველს შეუძლია სტატიაში – “მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან” . “svanetiinfo.ge” იტალიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ცხოვრებით დაინტერესდა და გაესაუბრა მათ.

Continue reading ქართველი ემიგრანტების ცხოვრება იტალიაში

საქველმოქმედო აქცია ლატალში

25 ნოემბერს ლატალის კულტურის სახლში ლატალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ოთარ ფირცხელანის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა. ნოდარ დუმბაძის უკვდავი ნაწარმოები “კუკარაჩა”  სცენაზე ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. ღონისძიება ლატალის საჯარო სკოლის დირექტორის ციოყ წერედიანისა და პედკოლექტივის ორგანიზებით ჩატარდა. დამდგმელი რეჟისორი მალხაზ გაბადაძე გახლდათ, ფინანსური მხარდამჭერი – “რეგიონალური განვითარების ფონდი”. სპექტაკლმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

Continue reading საქველმოქმედო აქცია ლატალში